1. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს მისი დამსაქმებლის კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამ შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის შრომის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ შეიძლება დაუწესდეს განათლების, მეცნიერების ან კულტურის სფეროში მომუშავე დასაქმებულს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.
თავი XIV.დავა
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 29.09.2020 ორგანული კანონი №7177
- 29.09.2020 ორგანული კანონი №7177
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ას-1055-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2025
მოპასუხის განმარტებით, შრომის კოდექსის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 8.4 და მომდევნო პუნქტები მოსარჩელეს მოპასუხის წერილობითი თანხმობის გარეშე უკრძალავდა კონკურენტ საქმიანობაში მონაწილეობას.
- საქმე №ას-1242-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.11.2023
ამასთან, 2020 წლის 16 მარტის წერილით, მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს შრომის კოდექსის მე-60 მუხლით გათვალისწინებული დასაქმების შეზღუდვის უფლების გამოყენების თაობაზე, თუმცა უფლების შეზღუდვის საკომპენსაციო თანხა 2020 წლის 31 მარტს, მხოლოდ მას შემდეგ ჩაურიცხა როცა მოპასუხე 2020 წლის 25 მარტს კონკურენტ ბანკში დასაქმდა.
- საქმე №ას-617-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.05.2023
…არის ძირითადი ან მინიმალური ანაზღაურება ან ხელფასი ან ნებისმიერი სხვა ანაზრაურება, რომელიც გადახდილია ფულადი ფორმით ან ნატურით და რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპი იღებს დასაქმებული დამსაქმებლისგან სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ. შრომის კოდექსის 60.1 მუხლის მოქმედი რედაქციით (ამოქმედდა 2020 წლის 08 ოქტომბრიდან) გათვალისწინებული თანხა - „შრომის ანაზღაურება“ კი არ წარმოადგენს დასაქმებულის მიერ…
- საქმე №ას-107-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2022
…ყოველ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს ენიჭება შრომითი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლება. კანონმდებლობით დასაშვებია ამ უფლების განხორციელების დროს გარკვეული შეზღუდვის დაწესება, გარკვეული ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის. შრომის კოდექსის მე-60 მუხლი (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი 46.3 მუხლი) უშვებს შრომითი უფლების შეზღუდვას, რაც განპირობებულია დამსაქმებლის ინტერესით, კერძოდ კი მისი სამეწარმეო რისკის დაცვის მიზნით, რომელიც შრომითი უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძველი შეიძლება გახდეს მხარეთა ორმხრივი შეთანხმების პირობებში.
- საქმე №ას-107-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.09.2022
საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ შრომითი ხელშეკრულების დანართი №---ის სადავო დათქმა შესაბამისობაშია საქართველოს შრომის კოდექსის მე-60 მუხლის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი 43.3. მუხლი) დანაწესთან და არ აუარესებს დასაქმებულის სამართლებრივ მდგომარეობას.
- საქმე №ას-1197-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.04.2022
- საქმე №ას-529-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2022
- საქმე №ას-657-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2022
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს შრომის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 75, 27/12/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება