1. დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან დაქვითოს ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მისთვის დასაქმებულს აქვს გადასახდელი.
2. დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან ერთჯერადად დასაქვითი თანხის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შრომის ანაზღაურების 50 პროცენტს.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 29.09.2020 ორგანული კანონი №7177
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-322-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2025
ამასთან, ზიანი დადასტურებულადაც რომ ჩაითვალოს, შრომის კოდექსის 43.1 და 58-ე მუხლები შესაძლებლობას იძლევა, მისი ანაზღაურება მოხდეს ხელშეკრულების შეუწყვეტლადაც. თავად ქმედება და დადასტურების შემთხვევაშიც კი ზიანის მოცულობა, არ არის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
პრაქტიკა ძველი ნუმერაციით — ყოფილი მუხლი 33 (29)
29.09.2020-მდე ეს ნორმა იყო ამავე აქტის მუხლი 33; გადაწყვეტილებები მას ძველი ნომრით უთითებენ.
- საქმე №ას-416-399-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.06.2016
…და მეოთხე პუნქტი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 20 იანვრის N35/ს ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შრომის შინაგანაწესის 32-ე მუხლის,,ზ’’ ქვეპუნქტი, 33-ე მუხლის,,ა’’,,,ბ’’,,,გ’’ და,,მ’’ ქვეპუნქტები, 37-ე მუხლის პირველი პუნქტი, 383 მუხლის და 384 მუხლის პირველი პუნქტის,,ა’’ ქვეპუნქტი.
- საქმე №ას-1300-1220-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2016
…შეწყვეტის საფუძველი იყო შრომითი მოვალეობების უხეში დარღვევა და დამსაქმებელს აღნიშნულის გათვალისწინებით გააჩნდა დასაქმებულისათვის ხელშეკრულების 5.2 პუნქტის საფუძველზე ჯარიმის დაკისრების საფუძველი, მოსარჩელეს, როგორც დამსაქმებელს, შრომის კოდექსის 33-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე უნდა, განეხორციელებინა თებერვლის ხელფასის დაქვითვა ჯარიმის ანგარიშში, რომელიც მოპასუხეს ჩაერიცხა დაქვითვის გარეშე.
- საქმე №ას-1028-970-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.02.2016
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 33-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან დაქვითოს ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მისთვის დასაქმებულს აქვს გადასახდელი.
- საქმე №ას-330-315-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.06.2015
- საქმე №ას-934-896-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.03.2015
- საქმე №ას-1501-1417-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.02.2013
- საქმე №ას-761-817-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2011
- საქმე №ას-3-3-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.03.2011
- საქმე №ას-343-319-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2010
- საქმე №ას-359-678-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2009
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს შრომის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 75, 27/12/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება