კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №301 |
|
2013 წლის 25 ნოემბერი ქ.თბილისი |
1.დამტკიცდეს კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის თანდართული წესი.
2. ეთხოვოს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ 521 მუხლით განსაზღვრულ სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას უზრუნველყოს მედიატორთა რეესტრის ფორმირების მიზნით ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რეკომენდაციების საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის მიწოდება.
3. ეთხოვოს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მოქმედ დამსაქმებელთა გაერთიანებებსა და დასაქმებულთა გაერთიანებებს, უზრუნველყონ ამ დადგენილებით დამტკიცებული კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დებულებათა დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისათვის გაცნობა და მისი საყოველთაო გამოყენების ხელშეწყობა.
|
კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ეს წესი შემუშავებულია „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (12 ივნისი 2013წ., №729-IIს) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ (შემდგომში - „შრომის კოდექსი“) 47-ე მუხლის 61 ნაწილისა და 481 მუხლის მოთხოვნათა შესასრულებლად.
მუხლი 2. გამოყენების სფერო
ეს წესი ვრცელდება შრომის კოდექსით რეგულირებული შრომითი ურთიერთობების დროს წარმოშობილ კოლექტიურ დავებზე.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები
1. დავა - შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი უთანხმოება, რომლის გადაწყვეტაც შედის შრომითი ხელშეკრულების მხარეთა კანონიერ ინტერესებში.
2. კოლექტიური დავა - კოლექტიური შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი დავა ან დავა დამსაქმებელსა და დასაქმებულთა ჯგუფს (სულ მცირე, 20 დასაქმებული) შორის.
3. კოლექტიური დავის მედიაციის საორგანიზაციო სამსახური საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს კოლექტიური დავის მედიაციის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას.
4. კოლექტიური დავის მხარე - კოლექტიურ შრომით დავაში ჩართული კოლექტიური შრომითი ურთიერთობის სუბიექტი ან დამსაქმებელი ან დასაქმებულთა ჯგუფი (სულ მცირე, 20 დასაქმებული).
5. კოლექტიური დავის მხარის წარმომადგენელი - შრომის კოდექსის 401 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლების შესაბამისად კოლექტიური დავის მხარის მიერ არჩეული ან/და შრომის კოდექსის 42-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად განსაზღვრული კოლექტიური დავის მხარის წარმომადგენელი ან/და იმ დამსაქმებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი, რომელიც კოლექტიური დავის მხარეა.
6. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია - შრომის კოდექსის 521 მუხლით განსაზღვრული კომისია.
7. შემათანხმებელი პროცედურა - კოლექტიური დავის მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკება ან მედიაცია, რომელიც მიზნად ისახავს კოლექტიური დავის გადაწყვეტას.
8. მედიაცია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) მიერ დანიშნული მედიატორის (შემდგომში - „მედიატორი“) უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით წარმართული შემათანხმებელი პროცედურა.
9. შემათანხმებელი კომისია კომისია, რომელიც კომპლექტდება კოლექტიური დავის თითოეული მხარის თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლებისაგან შემათანხმებელი პროცედურებით კოლექტიური დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით.
მუხლი 4. კოლექტიური დავა და შემათანხმებელი პროცედურები
1. კოლექტიური დავა უნდა გადაწყდეს შემათანხმებელი პროცედურების დაცვით ან/და სასამართლოსათვის ან მხარეთა შეთანხმებით არბიტრაჟისათვის მიმართვის გზით.
2. კოლექტიური დავის დაწყებისა და შემათანხმებელი პროცედურებით მისი გადაწყვეტის მიზნით კოლექტიური დავის ინიციატორი მხარის წარმომადგენელი მეორე მხარეს უგზავნის შემათანხმებელი პროცედურების დაწყების შესახებ წერილობით შეტყობინებას, რომელშიც ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული კოლექტიური დავის წარმოშობის საფუძველი და მხარის მოთხოვნები.
3. შემათანხმებელი პროცედურებით კოლექტიური დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით კოლექტიური დავის მხარეები ქმნიან შემათანხმებელ კომისიას, რომელიც შექმნილად ითვლება პირველი სხდომის ჩატარებისთანავე და წყვეტს თავის არსებობას შემათანხმებელი პროცედურის დასრულებისას.
4. შემათანხმებელი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას კოლექტიური დავის თითოეული მხრიდან ესწრება შემათანხმებელი კომისიის შესაბამისი მხარის წევრთა უმრავლესობა ან უფლებამოსილი უმრავლესობა, რომელიც განისაზღვრება შემათანხმებელი კომისიის რეგლამენტით.
5. თუ შემათანხმებელი კომისიის რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შემათანხმებელი კომისიის სხდომებს მორიგეობით უძღვებიან კოლექტიური დავის მხარეთა ინტერესების გამომხატველი შემათანხმებელი კომისიის წევრები. მედიაციის მსვლელობაში, შემათანხმებელი კომისიის სხდომას შეიძლება გაუძღვეს ასევე მედიატორი.
6. შემათანხმებელი კომისიის სხდომის მიმდინარეობის შესახებ საოქმო ჩანაწერები და მიღებული გადაწყვეტილებები შეიტანება სხდომის ოქმში, რომელიც დგება ორ პირად და რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე შემათანხმებელი კომისიის წევრები. სხდომის ოქმის თითო პირი გადაეცემა კოლექტიური დავის თითოეული მხარის შესაბამის წარმომადგენელს.
7. შემათანხმებელი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული ამ მუხლით გაუთვალისწინებელი წესები და პროცედურები განისაზღვრება შემათანხმებელი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს შემათანხმებელი კომისია.
8. კოლექტიური დავის მხარეები ყოველმხრივ უწყობენ ხელს შემათანხმებელი კომისიის ფუნქციონირებას, მათ შორის შემათანხმებელი კომისიის შესაბამისი წევრების სხდომებზე დასწრებისა და მუშაობისათვის შესაფერისი პირობებით უზრუნველყოფის მეშვეობით.
9. მოლაპარაკებების ნებისმიერ სტადიაზე, შეთანხმების მისაღწევად კოლექტიური დავის მხარეს უფლება აქვს, წერილობით მიმართოს მინისტრს მედიაციის დაწყების მიზნით კოლექტიურ დავაზე მედიატორის დანიშვნის თაობაზე, რის შესახებაც იმავე დღეს წერილობით აცნობებს კოლექტიური დავის მეორე მხარეს.
10. კოლექტიური დავის ნებისმიერ სტადიაზე მინისტრს უფლება აქვს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მიმართვის გარეშე, საკუთარი ინიციატივით დანიშნოს დავის მედიატორი, რაც წერილობით უნდა ეცნობოს მხარეებს.
11. მედიაცია დაწყებულად ითვლება მინისტრის მიერ კოლექტიურ დავაზე მედიატორის დანიშვნის მომენტიდან.
12. კოლექტიური დავის მხარეები ვალდებულნი არიან, მონაწილეობა მიიღონ შემათანხმებელ პროცედურებში და დაესწრონ ამ მიზნით დავის მედიატორის მიერ გამართულ შეხვედრებს.
13. შემათანხმებელი პროცედურებით კოლექტიური დავის გადაწყვეტის შემთხვევაში სათანადო ცვლილებები აისახება ინდივიდუალურ ან/და კოლექტიურ შრომით ხელშეკრულებებში კოლექტიური დავის მხარეების მიერ შეთანხმებული ფორმითა და ვადების დაცვით.
14. კოლექტიური დავის ნებისმიერ სტადიაზე მინისტრს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება შემათანხმებელი პროცედურების შეწყვეტის შესახებ, რაც არ ზღუდავს კოლექტიური დავის მხარეთა უფლებას მიმართონ სასამართლოს ან შეთანხმდნენ დავის არბიტრაჟისათვის გადაცემაზე.
15. კოლექტიური დავის გადაწყვეტის მიზნით შემათანხმებელი პროცედურები დასრულებულად ითვლება კოლექტიური დავის გადაწყვეტის ან კოლექტიური დავის მხარეების მიერ ამ დავის გადაწყვეტის მიზნით არბიტრაჟისთვის (მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში) ან სასამართლოსთვის მიმართვის ან მინისტრის მიერ შემათანხმებელი პროცედურების შეწყვეტის შემთხვევაში.
მუხლი 5. კოლექტიურ დავაზე მედიატორის დანიშვნის წესი
1.კოლექტიურ დავაზე მედიატორის დანიშვნის თაობაზე ამ წესის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული წერილობითი მიმართვა ან იმავე მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული მინისტრის შესაბამისი დავალება წარმოებაში მიიღება კოლექტიური დავის მედიაციის საორგანიზაციო სამსახურის (შემდგომში - „მედიაციის საორგანიზაციო სამსახური“) მიერ, რომელიც შეისწავლის კოლექტიურ დავაზე მედიატორის დანიშვნის ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს და შესაფერის შემთხვევაში, უზრუნველყოფს კოლექტიურ დავაზე მედიატორად დანიშვნის კანდიდატის მინისტრისათვის წარდგენას.
2. მედიატორად დანიშვნისას კანდიდატის შერჩევა ხდება მედიატორთა რეესტრიდან, რომელსაც აწარმოებს მედიაციის საორგანიზაციო სამსახური. მედიატორთა რეესტრი იქმნება შრომის სამართლის ან დაკავშირებულ სფეროებში ექსპერტული ცოდნის მქონე, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი პირებისაგან, რომელთაც აქვთ შრომითი ურთიერთობების საკითხებზე მოლაპარაკებების წარმოებაში სპეციალური ცოდნა ან/და გამოცდილება და რომელთაც, მათი მიმართვის საფუძველზე, რეკომენდაციას უწევს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია.
3. კონკრეტულ კოლექტიურ დავაზე მედიატორად დანიშვნის კანდიდატის შერჩევისას მიღებული უნდა იქნეს ყველა ზომა, რათა მოხდეს ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა, მათ შორის გამოირიცხოს მედიატორად ისეთი კანდიდატის დანიშვნა, რომელიც:
ა) კოლექტიური დავის მხარის ან მხარის წარმომადგენლის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავია;
ბ) კოლექტიური დავის მხარესთან ან მის წარმომადგენელთან ასრულებს ან ასრულებდა ანაზღაურებად სამუშაოს ბოლო სამი წლის განმავლობაში;
გ) კონკრეტული კოლექტიური დავის განხილვისას შესაძლოა აღმოჩნდეს მიკერძოებული ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესის გამო.
4. კოლექტიურ დავაზე დასანიშნი მედიატორის კანდიდატზე მინისტრის თანხმობის შემთხვევაში, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სამინისტროს ცენტრალური აპარატისთვის გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში, მედიაციის საორგანიზაციო სამსახურთან შეთანხმებით, უზრუნველყოფს ამ კანდიდატისგან მედიაციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
5. კანდიდატი კოლექტიურ დავაზე მედიატორად დანიშნულად ითვლება მასთან ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მედიაციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან.
6. როგორც წესი, ერთ კოლექტიურ დავაზე მედიატორი ინიშნება მხოლოდ ერთხელ. ამასთან, გამონაკლისი დაიშვება თუ:
ა) კოლექტიური დავის გადაწყვეტის მიზნებიდან გამომდინარე აუცილებელია მინისტრის მიერ იმავე კოლექტიურ დავაზე იმავე ან სხვა მედიატორის დანიშვნა;
ბ) კოლექტიურ დავაზე მედიატორად დანიშვნის შემდეგ ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტის გამოვლენისას ან ნებისმიერ ისეთ შემთხვევაში, როდესაც კოლექტიურ დავაზე დანიშნული მედიატორის მიერ მედიაციის მომსახურების განხორციელება შეუძლებელია.
7. ამ წესის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კოლექტიურ დავაზე მედიატორის დანიშვნის შემთხვევაში, მედიაციის საორგანიზაციო სამსახური აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობებს კოლექტიური დავის მხარეებს.
მუხლი 6. კოლექტიურ დავაზე დანიშნული მედიატორის ანაზღაურების წესი
კოლექტიურ დავაზე დანიშნული მედიატორის მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს სამინისტრო შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სამინისტროს ცენტრალური აპარატისთვის გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული მედიაციის მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად მედიაციის მომსახურების მოსალოდნელი ხანგრძლივობისა და თავისებურებების გათვალისწინებით და უნდა უზრუნველყოფდეს მედიაციის მომსახურების დღიური ღირებულებისა და საჭიროებისამებრ, სამივლინებო და სხვა ხარჯების ანაზღაურებას;
ბ)მედიაციის მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ანაზღაურებული მომსახურების დღეების რაოდენობა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს. ამასთან, დავის მედიატორის მიერ დასაბუთებული შუამდგომლობის წარმოდგენის შემთხვევაში ამავე ხელშეკრულებით დამატებით ანაზღაურებული მედიაციის მომსახურების დღეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს, ხოლო კოლექტიური დავის მხარეებს შორის კოლექტიური ხელშეკრულების დადების მიზნით წარმოებული მედიაციის დროს - 14 დღეს;
გ) მედიაციის მომსახურების დღიური ღირებულება შეადგენს 60 ლარს;
დ) სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებით მოსამსახურეთა ქვეყნის შიგნით მივლინების ანაზღაურების პირობების ანალოგიურად;
ე) მედიატორის მოთხოვნითა და მედიაციის საორგანიზაციო სამსახურთან შეთანხმებით დასაშვებია მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დადებული მედიაციის მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ღირებულების ცვლილება მედიაციის მომსახურების ხანგრძლივობის ცვლილების ან/და ფაქტობრივად გაწეული სამივლინებო ხარჯების ოდენობის გათვალისწინებით.
მუხლი 7. კოლექტიურ დავაზე მედიატორად დანიშვნის კანდიდატისა და დანიშნული მედიატორის ძირითადი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა
1. კოლექტიურ დავაზე მედიატორად დანიშვნის კანდიდატი ვალდებულია აცნობოს მედიაციის საორგანიზაციო სამსახურს ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ან რაიმე სხვა ისეთი გარემოების თაობაზე, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ მედიაციის განხორციელებას.
2. კოლექტიურ დავაზე დანიშნული მედიატორი ვალდებულია:
ა) განიხილოს მედიაციის ფარგლებში მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები მიუკერძოებლად, კოლექტიური დავის გარემოებათა ობიექტურად შესწავლის საფუძველზე;
ბ) დაუყოვნებლივ, მათ შორის კავშირგაბმულობის ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით, აცნობოს მედიაციის საორგანიზაციო სამსახურს ამ წესის მე-5მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ან რაიმე სხვა ისეთი გარემოების თაობაზე, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ მედიაციის განხორციელებას;
გ) მედიაციის დასრულებისას, ასევე მინისტრის მოთხოვნის შემთხვევაში, საორგანიზაციო სამსახურში წარმოადგინოს ანგარიში კოლექტიურ დავასთან დაკავშირებით, რომელიც, მათ შორის, უნდა მოიცავდეს მედიატორის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშს;
დ) არ გაამჟღავნოს ან/და არ გამოიყენოს კომერციული ან სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველი ან სხვაგვარი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით და რომელიც მისთვის ცნობილი გახდა მედიაციის განხორციელებასთან დაკავშირებით;
ე) გამორიცხოს მედიაციასთან დაკავშირებით რაიმე ანაზღაურების მიღება (მათ შორის, ქონებრივი ან სხვა სიკეთის სახით), გარდა მედიაციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურებისა;
ვ) ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.
3. ამ წესისა და მედიატორთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობათა (ვალდებულებათა) დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
+
ქ.თბილისი
კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1🔗
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:
1. დამტკიცდეს თანდართული „კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესი“.
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (12 ივნისი 2013 წ. №729-IIს) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:
2. ეთხოვოს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 82-ე მუხლით განსაზღვრულ სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას, უზრუნველყოს მედიატორთა რეესტრის ფორმირების მიზნით ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რეკომენდაციების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის მიწოდება.
1.დამტკიცდეს კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის თანდართული წესი.
3. ეთხოვოთ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მოქმედ დამსაქმებელთა გაერთიანებებსა და დასაქმებულთა გაერთიანებებს, უზრუნველყონ ამ დადგენილებით დამტკიცებული კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დებულებათა დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისათვის გაცნობა და მისი საყოველთაო გამოყენების ხელშეწყობა.
2. ეთხოვოს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ 521 მუხლით განსაზღვრულ სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას უზრუნველყოს მედიატორთა რეესტრის ფორმირების მიზნით ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რეკომენდაციების საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის მიწოდება.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №729 – ვებგვერდი, 04.12.2020წ.
3. ეთხოვოს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მოქმედ დამსაქმებელთა გაერთიანებებსა და დასაქმებულთა გაერთიანებებს, უზრუნველყონ ამ დადგენილებით დამტკიცებული კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დებულებათა დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისათვის გაცნობა და მისი საყოველთაო გამოყენების ხელშეწყობა.
+
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
+
+
ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ (შემდგომში – შრომის კოდექსი) საფუძველზე, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და 63-ე მუხლის მოთხოვნათა შესასრულებლად.
ეს წესი შემუშავებულია „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (12 ივნისი 2013წ., №729-IIს) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ (შემდგომში - „შრომის კოდექსი“) 47-ე მუხლის 61 ნაწილისა და 481 მუხლის მოთხოვნათა შესასრულებლად.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №729 – ვებგვერდი, 04.12.2020წ.
3. კოლექტიური დავის მედიაციის საორგანიზაციო სამსახური – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პოლიტიკის დეპარტამენტის შრომისა და დასაქმების პოლიტიკისა და კოლექტიური შრომითი დავების სამმართველო, რომელიც უზრუნველყოფს კოლექტიური დავის მედიაციის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას.
3. კოლექტიური დავის მედიაციის საორგანიზაციო სამსახური საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს კოლექტიური დავის მედიაციის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას.
4. კოლექტიური დავის მხარე - კოლექტიურ შრომით დავაში ჩართული კოლექტიური შრომითი ურთიერთობის სუბიექტი ან დამსაქმებელი ან დასაქმებულთა ჯგუფი (სულ მცირე, 20 დასაქმებული).
4. კოლექტიური დავის მხარე - კოლექტიურ შრომით დავაში ჩართული კოლექტიური შრომითი ურთიერთობის სუბიექტი ან დამსაქმებელი ან დასაქმებულთა ჯგუფი (სულ მცირე, 20 დასაქმებული).
5. კოლექტიური დავის მხარის წარმომადგენელი – შრომის კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლების შესაბამისად, კოლექტიური დავის მხარის მიერ არჩეული ან/და შრომის კოდექსის 56-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად განსაზღვრული კოლექტიური დავის მხარის წარმომადგენელი ან/და იმ დამსაქმებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი, რომელიც კოლექტიური დავის მხარეა.
5. კოლექტიური დავის მხარის წარმომადგენელი - შრომის კოდექსის 401 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლების შესაბამისად კოლექტიური დავის მხარის მიერ არჩეული ან/და შრომის კოდექსის 42-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად განსაზღვრული კოლექტიური დავის მხარის წარმომადგენელი ან/და იმ დამსაქმებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი, რომელიც კოლექტიური დავის მხარეა.
6. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია – შრომის კოდექსის 82-ე მუხლით განსაზღვრული კომისია.
6. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია - შრომის კოდექსის 521 მუხლით განსაზღვრული კომისია.
7. შემათანხმებელი პროცედურა - კოლექტიური დავის მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკება ან მედიაცია, რომელიც მიზნად ისახავს კოლექტიური დავის გადაწყვეტას.
8. მედიაცია − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) მიერ დანიშნული მედიატორის (შემდგომში − მედიატორი) უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით წარმართული მხარეთა შემათანხმებელი პროცედურა.
8. მედიაცია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) მიერ დანიშნული მედიატორის (შემდგომში - „მედიატორი“) უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით წარმართული შემათანხმებელი პროცედურა.
9. შემათანხმებელი კომისია − კომისია, რომელიც კომპლექტდება კოლექტიური დავის თითოეული მხარის თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლებისაგან შემათანხმებელი პროცედურებით კოლექტიური დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით.
9. შემათანხმებელი კომისია კომისია, რომელიც კომპლექტდება კოლექტიური დავის თითოეული მხარის თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლებისაგან შემათანხმებელი პროცედურებით კოლექტიური დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის დადგენილება №75 – ვებგვერდი, 18.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №518 - ვებგვერდი, 07.11.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №729 – ვებგვერდი, 04.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 24 მაისის დადგენილება №265 – ვებგვერდი, 25.05.2022წ.
1. კოლექტიური დავა უნდა გადაწყდეს შემათანხმებელი პროცედურების დაცვით ან/და სასამართლოსათვის ან მხარეთა შეთანხმებით არბიტრაჟისათვის მიმართვის გზით.
2. კოლექტიური დავის დაწყებისა და შემათანხმებელი პროცედურებით მისი გადაწყვეტის მიზნით კოლექტიური დავის ინიციატორი მხარის წარმომადგენელი მეორე მხარეს უგზავნის შემათანხმებელი პროცედურების დაწყების შესახებ წერილობით შეტყობინებას, რომელშიც ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული კოლექტიური დავის წარმოშობის საფუძველი და მხარის მოთხოვნები.
3. შემათანხმებელი პროცედურებით კოლექტიური დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით კოლექტიური დავის მხარეები ქმნიან შემათანხმებელ კომისიას, რომელიც შექმნილად ითვლება პირველი სხდომის ჩატარებისთანავე და წყვეტს თავის არსებობას შემათანხმებელი პროცედურის დასრულებისას.
4. შემათანხმებელი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას კოლექტიური დავის თითოეული მხრიდან ესწრება შემათანხმებელი კომისიის შესაბამისი მხარის წევრთა უმრავლესობა ან უფლებამოსილი უმრავლესობა, რომელიც განისაზღვრება შემათანხმებელი კომისიის რეგლამენტით.
5. თუ შემათანხმებელი კომისიის რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შემათანხმებელი კომისიის სხდომებს მორიგეობით უძღვებიან კოლექტიური დავის მხარეთა ინტერესების გამომხატველი შემათანხმებელი კომისიის წევრები. მედიაციის მსვლელობაში, შემათანხმებელი კომისიის სხდომას შეიძლება გაუძღვეს ასევე მედიატორი.
6. შემათანხმებელი კომისიის სხდომის მიმდინარეობის შესახებ საოქმო ჩანაწერები და მიღებული გადაწყვეტილებები შეიტანება სხდომის ოქმში, რომელიც დგება ორ პირად და რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე შემათანხმებელი კომისიის წევრები. სხდომის ოქმის თითო პირი გადაეცემა კოლექტიური დავის თითოეული მხარის შესაბამის წარმომადგენელს.
7. შემათანხმებელი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული წესები და პროცედურები, რომლებიც ამ მუხლით არ არის გათვალისწინებული, განისაზღვრება შემათანხმებელი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს შემათანხმებელი კომისია.
7. შემათანხმებელი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული ამ მუხლით გაუთვალისწინებელი წესები და პროცედურები განისაზღვრება შემათანხმებელი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს შემათანხმებელი კომისია.
8. კოლექტიური დავის მხარეები ყოველმხრივ უწყობენ ხელს შემათანხმებელი კომისიის ფუნქციონირებას, მათ შორის შემათანხმებელი კომისიის შესაბამისი წევრების სხდომებზე დასწრებისა და მუშაობისათვის შესაფერისი პირობებით უზრუნველყოფის მეშვეობით.
9. მოლაპარაკებების ნებისმიერ სტადიაზე, შეთანხმების მისაღწევად კოლექტიური დავის მხარეს უფლება აქვს, წერილობით მიმართოს მინისტრს მედიაციის დაწყების მიზნით კოლექტიურ დავაზე მედიატორის დანიშვნის თაობაზე, რის შესახებაც იმავე დღეს წერილობით აცნობებს კოლექტიური დავის მეორე მხარეს.
10. კოლექტიური დავის ნებისმიერ სტადიაზე მინისტრს უფლება აქვს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მიმართვის გარეშე, საკუთარი ინიციატივით დანიშნოს დავის მედიატორი, რის შესახებაც წერილობით ეცნობებათ კოლექტიური დავის მხარეებს.
10. კოლექტიური დავის ნებისმიერ სტადიაზე მინისტრს უფლება აქვს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მიმართვის გარეშე, საკუთარი ინიციატივით დანიშნოს დავის მედიატორი, რაც წერილობით უნდა ეცნობოს მხარეებს.
12. კოლექტიური დავის მხარეები ვალდებულნი არიან, მონაწილეობა მიიღონ შემათანხმებელ პროცედურებში და დაესწრონ ამ მიზნით დავის მედიატორის მიერ გამართულ შეხვედრებს. მხარემ მედიაციის პროცესში მონაწილეობა შეიძლება მიიღოს როგორც უშუალოდ, ისე თავისი წარმომადგენლის მეშვეობით.
13. შემათანხმებელი პროცედურებით კოლექტიური დავის გადაწყვეტის შემთხვევაში სათანადო ცვლილებები აისახება ინდივიდუალურ ან/და კოლექტიურ შრომით ხელშეკრულებებში კოლექტიური დავის მხარეების მიერ შეთანხმებული ფორმითა და ვადების დაცვით.
14. კოლექტიური დავის ნებისმიერ სტადიაზე მინისტრს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება შემათანხმებელი პროცედურების შეწყვეტის შესახებ, რაც არ ზღუდავს კოლექტიური დავის მხარეთა უფლებას მიმართონ სასამართლოს ან შეთანხმდნენ დავის არბიტრაჟისათვის გადაცემაზე.
15. (ამოღებულია - 24.05.2022, №265).
15. კოლექტიური დავის გადაწყვეტის მიზნით შემათანხმებელი პროცედურები დასრულებულად ითვლება კოლექტიური დავის გადაწყვეტის ან კოლექტიური დავის მხარეების მიერ ამ დავის გადაწყვეტის მიზნით არბიტრაჟისთვის (მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში) ან სასამართლოსთვის მიმართვის ან მინისტრის მიერ შემათანხმებელი პროცედურების შეწყვეტის შემთხვევაში.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 24 მაისის დადგენილება №265 – ვებგვერდი, 25.05.2022წ.
1. ამ წესის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მხარის წერილობითი მიმართვის ან ამავე მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული მინისტრის დავალების შესაბამისად, კოლექტიური დავის მედიაციის საორგანიზაციო სამსახური (შემდგომში − მედიაციის საორგანიზაციო სამსახური) შეისწავლის კოლექტიურ დავაზე მედიატორის დანიშვნის ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს და შესაფერის შემთხვევაში უზრუნველყოფს კოლექტიურ დავაზე მედიატორის კანდიდატის მინისტრისთვის წარდგენას და მისი დანიშვნისთვის შესაბამისი პროცედურების განხორციელებას.
1.კოლექტიურ დავაზე მედიატორის დანიშვნის თაობაზე ამ წესის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული წერილობითი მიმართვა ან იმავე მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული მინისტრის შესაბამისი დავალება წარმოებაში მიიღება კოლექტიური დავის მედიაციის საორგანიზაციო სამსახურის (შემდგომში - „მედიაციის საორგანიზაციო სამსახური“) მიერ, რომელიც შეისწავლის კოლექტიურ დავაზე მედიატორის დანიშვნის ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს და შესაფერის შემთხვევაში, უზრუნველყოფს კოლექტიურ დავაზე მედიატორად დანიშვნის კანდიდატის მინისტრისათვის წარდგენას.
11. კოლექტიურ დავაზე მედიაცია შეიძლება ერთდროულად ერთმა ან რამდენიმე მედიატორმა წარმართოს. ერთზე მეტი მედიატორის პროცესში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.
2. მედიატორად დანიშვნისას კანდიდატის შერჩევა ხდება მედიატორთა რეესტრიდან, რომელსაც აწარმოებს მედიაციის საორგანიზაციო სამსახური. მედიატორთა რეესტრი იქმნება შრომის სამართლის ან დაკავშირებულ სფეროებში ექსპერტული ცოდნის მქონე, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი პირებისაგან, რომელთაც აქვთ შრომითი ურთიერთობების საკითხებზე მოლაპარაკებების წარმოებაში სპეციალური ცოდნა ან/და გამოცდილება და რომელთაც, მათი მიმართვის საფუძველზე, რეკომენდაციას უწევს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია.
3. კონკრეტულ კოლექტიურ დავაზე მედიატორად დანიშვნის კანდიდატის შერჩევისას მიღებული უნდა იქნეს ყველა ზომა, რათა მოხდეს ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა, მათ შორის გამოირიცხოს მედიატორად ისეთი კანდიდატის დანიშვნა, რომელიც:
ა) კოლექტიური დავის მხარის ან მხარის წარმომადგენლის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავია;
ა) კოლექტიური დავის მხარის ან მხარის წარმომადგენლის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავია;
ბ) კოლექტიური დავის მხარესთან ან მის წარმომადგენელთან ასრულებს ან ასრულებდა ანაზღაურებად სამუშაოს ბოლო სამი წლის განმავლობაში;
გ) კონკრეტული კოლექტიური დავის განხილვისას შესაძლოა აღმოჩნდეს მიკერძოებული ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესის გამო.
4. კოლექტიურ დავაზე დასანიშნი მედიატორის კანდიდატზე მინისტრის თანხმობის შემთხვევაში, მედიაციის საორგანიზაციო სამსახურთან შეთანხმებით, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროს ცენტრალური აპარატისთვის გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში უზრუნველყოფს ამ კანდიდატისგან მედიაციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
4. კოლექტიურ დავაზე დასანიშნი მედიატორის კანდიდატზე მინისტრის თანხმობის შემთხვევაში, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სამინისტროს ცენტრალური აპარატისთვის გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში, მედიაციის საორგანიზაციო სამსახურთან შეთანხმებით, უზრუნველყოფს ამ კანდიდატისგან მედიაციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
5. კანდიდატი კოლექტიურ დავაზე მედიატორად დანიშნულად ითვლება მასთან ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მედიაციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან.
6. ერთ კოლექტიურ დავაზე მედიატორი ინიშნება მხოლოდ ერთხელ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ:
ა) კოლექტიური დავის გადაწყვეტის მიზნებიდან გამომდინარე, აუცილებელია იმავე კოლექტიურ დავაზე იმავე ან სხვა მედიატორის დანიშვნა;
ა) კოლექტიური დავის გადაწყვეტის მიზნებიდან გამომდინარე აუცილებელია მინისტრის მიერ იმავე კოლექტიურ დავაზე იმავე ან სხვა მედიატორის დანიშვნა;
ბ) კოლექტიურ დავაზე მედიატორად დანიშვნის შემდეგ, ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტის გამოვლენისას;
ბ) კოლექტიურ დავაზე მედიატორად დანიშვნის შემდეგ ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტის გამოვლენისას ან ნებისმიერ ისეთ შემთხვევაში, როდესაც კოლექტიურ დავაზე დანიშნული მედიატორის მიერ მედიაციის მომსახურების განხორციელება შეუძლებელია.
გ) მედიატორთა რეესტრის სხვა მედიატორების მიერ მედიაციის პროცესის წარმართვა შეუძლებელია;
დ) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება.
7. ამ წესის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კოლექტიურ დავაზე მედიატორის დანიშვნის შემთხვევაში, მედიაციის საორგანიზაციო სამსახური აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობებს კოლექტიური დავის მხარეებს.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 24 მაისის დადგენილება №265 – ვებგვერდი, 25.05.2022წ.
ა) ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული მედიაციის მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად მედიაციის მომსახურების მოსალოდნელი ხანგრძლივობისა და თავისებურებების გათვალისწინებით და უნდა უზრუნველყოფდეს მედიაციის მომსახურების დღიური ღირებულებისა და საჭიროებისამებრ, სამივლინებო და სხვა ხარჯების ანაზღაურებას;
ბ)მედიაციის მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ანაზღაურებული მომსახურების დღეების რაოდენობა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს. ამასთან, დავის მედიატორის მიერ დასაბუთებული შუამდგომლობის წარმოდგენის შემთხვევაში ამავე ხელშეკრულებით დამატებით ანაზღაურებული მედიაციის მომსახურების დღეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს, ხოლო კოლექტიური დავის მხარეებს შორის კოლექტიური ხელშეკრულების დადების მიზნით წარმოებული მედიაციის დროს - 14 დღეს;
გ) მედიაციის მომსახურების დღიური ღირებულება შეადგენს 120 ლარს;
დ) სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებით მოსამსახურეთა ქვეყნის შიგნით მივლინების ანაზღაურების პირობების ანალოგიურად;
ე) მედიატორის მოთხოვნითა და მედიაციის საორგანიზაციო სამსახურთან შეთანხმებით დასაშვებია მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დადებული მედიაციის მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ღირებულების ცვლილება მედიაციის მომსახურების ხანგრძლივობის ცვლილების ან/და ფაქტობრივად გაწეული სამივლინებო ხარჯების ოდენობის გათვალისწინებით.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 24 მაისის დადგენილება №265 – ვებგვერდი, 25.05.2022წ.
1. კოლექტიურ დავაზე მედიატორად დანიშვნის კანდიდატი ვალდებულია აცნობოს მედიაციის საორგანიზაციო სამსახურს ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ან რაიმე სხვა ისეთი გარემოების თაობაზე, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ მედიაციის განხორციელებას.
მუხლი 7. კოლექტიურ დავაზე მედიატორად დანიშვნის კანდიდატისა და დანიშნული მედიატორის ძირითადი ვალდებულებები და უფლებამოსილებები🔗
1. კოლექტიურ დავაზე მედიატორად დანიშვნის კანდიდატი ვალდებულია, დავაზე მედიატორად დანიშვნამდე, მედიაციის საორგანიზაციო სამსახურს აცნობოს ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების ან სხვა ობიექტური გარემოების არსებობის თაობაზე, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ მედიაციის წარმართვას.
ა) განიხილოს მედიაციის ფარგლებში მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები მიუკერძოებლად, კოლექტიური დავის გარემოებათა ობიექტურად შესწავლის საფუძველზე;
2. პირს უფლება არ აქვს, იყოს მედიატორი საქმეზე, თუ იგი მედიაციის პროცესის დაწყებამდე იყო იმავე საქმის ან მასთან არსებითად დაკავშირებული სხვა საქმის მხარე ან ამ მხარის წარმომადგენელი სასამართლოში, არბიტრაჟში ან მსგავს პროცესში, ან თუ მან სხვა სახის იურიდიული ან/და აუდიტორული მომსახურება გაუწია მედიაციის მხარეს.
ბ) დაუყოვნებლივ, მათ შორის კავშირგაბმულობის ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით, აცნობოს მედიაციის საორგანიზაციო სამსახურს ამ წესის მე-5მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ან რაიმე სხვა ისეთი გარემოების თაობაზე, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ მედიაციის განხორციელებას;
3. მედიატორს უფლება არ აქვს, კოლექტიური დავის მედიაციის დასრულების შემდეგ იმოქმედოს რომელიმე მხარის ინტერესების დასაცავად იმავე საქმეზე ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე.
გ) მედიაციის დასრულებისას, ასევე მინისტრის მოთხოვნის შემთხვევაში, საორგანიზაციო სამსახურში წარმოადგინოს ანგარიში კოლექტიურ დავასთან დაკავშირებით, რომელიც, მათ შორის, უნდა მოიცავდეს მედიატორის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშს;
4. კოლექტიურ დავაზე დანიშნული მედიატორი ვალდებულია:
დ) არ გაამჟღავნოს ან/და არ გამოიყენოს კომერციული ან სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველი ან სხვაგვარი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით და რომელიც მისთვის ცნობილი გახდა მედიაციის განხორციელებასთან დაკავშირებით;
ა) უზრუნველყოს მედიაციის პროცესის კეთილსინდისიერებისა და თანასწორობის, კონფიდენციალურობის, მედიატორის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით ჩატარება;
ე) გამორიცხოს მედიაციასთან დაკავშირებით რაიმე ანაზღაურების მიღება (მათ შორის, ქონებრივი ან სხვა სიკეთის სახით), გარდა მედიაციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურებისა;
ბ) მორიგების მიღწევის პროცესში დაიცვას დამოუკიდებელი და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების პრინციპი. მედიატორი არ არის უფლებამოსილი, მხარეთა შორის არსებული დავის საბოლოო გადაწყვეტასთან დაკავშირებით თავად მიიღოს გადაწყვეტილება;
ვ) ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.
გ) მედიაციის დაწყებამდე ან/და მედიაციის დაწყების შემდეგ, მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, იმ გარემოების გამოვლენისთანავე, რომელმაც შეიძლება საეჭვო გახადოს მისი დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, შეატყობინოს მხარეებს აღნიშნული გარემოების შესახებ;
დ) მედიაციის დაწყებამდე მხარეებს განუმარტოს მედიაციის პროცესის წარმართვის პრინციპები, მედიატორის როლი, მხარეთა უფლებები, მათ შორის, მედიაციის პროცესში თავიანთი წარმომადგენლების მეშვეობით მონაწილეობის უფლება, მხარეთა მოვალეობები, მედიაციის შესაძლო შედეგები და მხარეთა მიერ შეთანხმების მიღწევის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების წესი, აგრეთვე − მხარეებს მიაწოდოს ინფორმაცია კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებისა და მისი ფარგლების შესახებ;
ე) დაუყოვნებლივ, ნებისმიერი ხელმისაწვდომი საშუალების გამოყენებით, აცნობოს მედიაციის საორგანიზაციო სამსახურს ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ან სხვა გარემოების თაობაზე, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ მედიაციის წარმართვას;
ვ) მედიაციის დასრულებისას, ასევე მინისტრის მოთხოვნის შემთხვევაში, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, საორგანიზაციო სამსახურში წარადგინოს ანგარიში კოლექტიურ დავასთან დაკავშირებით, რომელიც, მათ შორის, უნდა მოიცავდეს მედიატორის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშს;
ზ) გამორიცხოს მედიაციასთან დაკავშირებით რაიმე ანაზღაურების მიღება (მათ შორის, ქონებრივი ან სხვა სიკეთის სახით), გარდა მედიაციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურებისა;
თ) ჯეროვნად შეასრულოს ამ წესითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.
5. მედიატორი უფლებამოსილია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მოითხოვოს მედიაციის პროცესში მხარის ან მხარეთა უშუალო მონაწილეობა.
6. მედიატორი უფლებამოსილია, მედიაციის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, მედიაციის მიმდინარეობისას, მხარეებს შესთავაზოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის წარდგენა.
7. ამ წესისა და მედიატორთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობათა (ვალდებულებათა) დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 24 მაისის დადგენილება №265 – ვებგვერდი, 25.05.2022წ.
მუხლი 8. კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება🔗
1. მედიაციის პროცესი, მათ შორის, ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას ან არსებითად გამომდინარეობს მედიაციის პროცესიდან, კონფიდენციალურია, თუ ამ ინფორმაციის გამცემ პირსა და მხარეს/მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია მედიაციის მონაწილეებმა არ შეიძლება გამოიყენონ სასამართლო ან საარბიტრაჟო განხილვის დროს ან დავის ნებისმიერი სხვა საშუალებით განხილვის პროცესში, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. კონფიდენციალურობის ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც:
ა) ინფორმაციის გაცემა აუცილებელია პირის კანონიერი ინტერესის დაცვისთვის;
ბ) ინფორმაციის გამჟღავნება სასამართლოს, საგამოძიებო ორგანოს ან სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე სხვა გადაწყვეტილებითაა გათვალისწინებული;
გ) მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას კონფიდენციალურობის დაცვის პირობით გამჟღავნებული ინფორმაცია მხარისათვის მედიაციის დაწყებამდე იყო ცნობილი ან იგი მან კანონით გათვალისწინებული სხვა საშუალებით მიიღო, ან ეს ინფორმაცია სხვაგვარად მოხვდა საჯარო სივრცეში ისე, რომ მხარეს ამ მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება პირდაპირ ან არაპირდაპირ არ დაურღვევია;
დ) ინფორმაციის წარდგენა ხდება სამედიაციო მორიგების შედგენის ფაქტის დასამტკიცებლად, როდესაც მეორე მხარე სადავოს ხდის ან უარყოფს ამ ფაქტს;
ე) სამედიაციო მორიგების შინაარსის გამჟღავნება აუცილებელია მის ნებაყოფლობით შესასრულებლად ან იძულებით აღსასრულებლად.
4. კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება მოქმედებს მედიაციის დასრულების შემდეგაც, თუ მხარეებსა და მედიატორს შორის დადებული წერილობითი შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 24 მაისის დადგენილება №265 – ვებგვერდი, 25.05.2022წ.
მუხლი 9. კოლექტიური დავის მედიაციის დასრულება🔗
1. კოლექტიური დავის მედიაცია დასრულებულად მიიჩნევა:
ა) თუ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულებაზე − მხარეთა შეთანხმების დღიდან;
ბ) თუ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ მედიაციის შეწყვეტაზე − მხარეთა შეთანხმების დღიდან;
გ) თუ მხარემ წერილობით უარი განაცხადა მედიაციაში მონაწილეობის გაგრძელებაზე − მხარის მიერ უარის განცხადების დღიდან;
დ) თუ ამოიწურა მედიაციისათვის განსაზღვრული ვადა − ამ ვადის ამოწურვის დღიდან;
ე) თუ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ მედიატორმა განაცხადა, რომ მედიაციის გაგრძელება არაგონივრული და გაუმართლებელია − მედიატორის მიერ საორგანიზაციო სამსახურისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის დღიდან;
ვ) თუ მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება შემათანხმებელი პროცედურების შეწყვეტის შესახებ − მინისტრის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან;
ზ) თუ კოლექტიური დავის მხარეებმა, ამ დავის გადაწყვეტის მიზნით, მიმართეს არბიტრაჟს (მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში) ან სასამართლოს − არბიტრაჟისთვის ან სასამართლოსთვის მიმართვიდან.
2. მხარეები ან/და მხარეთა წარმომადგენლები უზრუნველყოფენ სამედიაციო მორიგების შედგენას. მედიატორი შეიძლება დაეხმაროს მხარეებს სამედიაციო მორიგების შედგენაში.
3. სამედიაციო მორიგება წერილობით დგება და მას ხელს აწერენ მხარეები და მედიატორი.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 24 მაისის დადგენილება №265 – ვებგვერდი, 25.05.2022წ.
3. ამ წესისა და მედიატორთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობათა (ვალდებულებათა) დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.09.2025.
- როდის იქნა მიღებული „კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 25.11.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №301. სარეგისტრაციო კოდი — 020090000.10.003.017468.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 5 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.09.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.09.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“, №301, 25.11.2013, სარეგისტრაციო კოდი 020090000.10.003.017468 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.09.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2091854/