1. დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის 11 თვის შემდეგ. მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულს შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.
2. მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულს მუშაობის მეორე წლიდან შვებულება შეიძლება მიეცეს სამუშაო წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს.
3. მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულმა შვებულება შეიძლება ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს.
4. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.
5. თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებელს უფლება აქვს, დაადგინოს დასაქმებულთათვის წლის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებათა მიცემის რიგითობა.
6. ამ კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის ორგანული კანონი №3542 – ვებგვერდი, 12.10.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.09.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 21.09.2023 ორგანული კანონი №3542
- 29.09.2020 ორგანული კანონი №7177
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.05.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 32. შვებულების მიცემის წესი 1. დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის 11 თვის შემდეგ. მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულს შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც. 2. მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულს მუშაობის მეორე წლიდან შვებულება შეიძლება მიეცეს სამუშაო წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს. 3. მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულმა შვებულება შეიძლება ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს. 4. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო. 5. თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებელს უფლება აქვს, დაადგინოს დასაქმებულთათვის წლის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებათა მიცემის რიგითობა. 6. ამ კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(108)
- საქმე №ას-201-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2026
…წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით. მე-5 პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტისას იგი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად. ამავე კოდექსის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის 11 თვის შემდეგ.
- საქმე №ას-1540-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.04.2026
…უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით; იგივე წესია დადგენილი მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების 5.4 მუხლითა და დამსაქმებლის შრომის შინაგანაწესის 8.3.2 მუხლით. 52. საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის 11 თვის შემდეგ, თუმცა მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულს შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.
- საქმე №ას-1479-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2024
…დასაქმებულის ინიციატივით, რასაც მოწმობს საქმეში წარდგენილი განცხადებები და თავად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი (სშკ-ს 47.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი). 5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სშკ-ის 31.5 და 32.1 მუხლებით და განმარტა, რომ გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება შრომითი ურთიერთობის მე-11 თვის შემდეგ დასაქმებულს წარმოეშვება იმ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი მისი ინიციატივით წყვეტს შრომით ხელშეკრულებას, რის გამოც დასაქმებული ვერ ახდენს შვებულებით სარგებლობის უფლების რეალიზაციას.
- საქმე №ას-115-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2024
რაც შეეხება მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნას, პალატამ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილსა და იმავე კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით, განმარტა, რომ სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნები წარმოადგენს ნაწარმოებ…
- საქმე №ას-521-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2023
…უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით; იგივე წესია დადგენილი მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების 7.1 მუხლითა და დამსაქმებლის შრომის შინაგანაწესის 22.1 მუხლით. 28. საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის 11 თვის შემდეგ, თუმცა მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულს შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.
- საქმე №ას-800-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.07.2023
- საქმე №ას-1414-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2022
- საქმე №ას-283-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.07.2022
- საქმე №ას-9-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2022
- საქმე №ას-304-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.06.2021
- საქმე №ას-553-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2021
- საქმე №ას-1001-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2021
- საქმე №ას-259-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.12.2020
- საქმე №ას-574-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2020
- საქმე №ას-175-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2020
- საქმე №ას-1450-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2020
- საქმე №ას-999-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2020
- საქმე №ას-1259-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.02.2020
- საქმე №ას-365-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.10.2019
- საქმე №ას-1733-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2019
- საქმე №ას-715-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.07.2019
- საქმე №ას-1873-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2019
- საქმე №ას-1190-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.04.2019
- საქმე №ას-543-543-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2019
- საქმე №ას-1221-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2019
- საქმე №ას-1558-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.01.2019
- საქმე №ას-1274-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.12.2018
- საქმე №ას-1121-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2018
- საქმე №ას-1263-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.12.2018
- საქმე №ას-861-861-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2018
- საქმე №ას-315-315-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.06.2018
- საქმე №ას-682-636-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.09.2017
- საქმე №ას-225-214-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.06.2017
- საქმე №ას-295-279-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.05.2017
- საქმე №ას-200-189-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2017
- საქმე №ას-941-906-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2017
- საქმე №ას-679-650-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2016
- საქმე №ას-194-185-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2016
- საქმე №ას-10-10-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2016
- საქმე №ას-14-14-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2016
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 108-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
პრაქტიკა ძველი ნუმერაციით — ყოფილი მუხლი 22 (75)
29.09.2020-მდე ეს ნორმა იყო ამავე აქტის მუხლი 22; გადაწყვეტილებები მას ძველი ნომრით უთითებენ.
- საქმე №ას-45-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2024
…კანონიერება. 3.5. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე, 24 სამუშაო დღით. ამავე კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ.
- საქმე №ას-537-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.06.2023
2011 წლის გამოუყენებელი შვებულების ფულადი სახით ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 21-ე, 22-ე და 25-ე მუხლებით (ორგანული კანონის მოქმედი რედაქციით 31-ე, 32-ე და 35-ე მუხ.) და განმარტა, რომ ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება წარმოადგენს დასაქმებულის დასვენების დროს, ანუ იმ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს ფულადი კომპენსაციით.
- საქმე №ას-949-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2021
…ნოემბერს, 3 დეკემბერს, 4 დეკემბერს და 5 დეკემბერს. 25. სშკ-ის (2018 წელს მოქმედი რედაქცია) 21-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში სულ მცირე, 24 სამუშაო დღით. ამავე კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად კი (2) მუშაობის მეორე წლიდან დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს სამუშაო წლის ნებისმიერ დროს.
- საქმე №ას-715-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.07.2019
- საქმე №ას-495-495-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.04.2019
- საქმე №ას-1090-1010-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2018
- საქმე №ას-171-171-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2018
- საქმე №ას-45-45-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.05.2018
- საქმე №ას-1154-1074-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2018
- საქმე №ას-227-216-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2017
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს შრომის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 75, 27/12/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება