1. თუ მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმება არ არის დადებული, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ მაგისტრატი მოსამართლე განსაზღვრავს წინასასამართლო სხდომის თარიღს.
2. წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრისას მაგისტრატი მოსამართლე ითვალისწინებს მხარეთა პოზიციას, საქმის სირთულესა და მოცულობას. მოსამართლემ მხარეებს საკმარისი დრო და საშუალება უნდა მისცეს დაცვისა და ბრალდების მოსამზადებლად.
3. წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს პირის დაკავებიდან ან ბრალდებულად ცნობიდან (თუ ის არ დაუკავებიათ) არა უგვიანეს 60 დღისა. მხარეს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით აღნიშნული ვადის გონივრულ ვადამდე გაგრძელების ან შემცირების შესახებ, რის თაობაზედაც უნდა აცნობოს მეორე მხარეს. მეორე მხარე უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრებები წერილობით წარუდგინოს სასამართლოს შუამდგომლობის წარდგენიდან 3 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
4. თუ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაა გამოყენებული, ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად წინასასამართლო სხდომის გამართვის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მისი დაკმაყოფილებიდან არაუგვიანეს 72 საათისა სასამართლო იწვევს მხარეებს, რათა დაადგინოს, აუცილებელია თუ არა აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვება. ამ საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესითა და სტანდარტით.
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418
საქართველოს 2015 წლის 8
ივლისის კანონი
№3976
- ვებგვერდი, 20.07.2015წ.
თავი XXI
საპროცესო შეთანხმე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 08.07.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 08.07.2015 კანონი №3976
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №2კ-890აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.03.2024
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს სსსკ-ის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილისა (წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს პირის დაკავებიდან ან ბრალდებულად ცნობიდან (თუ ის არ დაუკავებიათ) არა უგვიანეს 60 დღისა.
- საქმე №2კ-818აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.01.2024
…რომლის მტკიცებულებად გამოყენებასაც მხარეები აპირებდნენ, წარდგენილი უნდა ყოფილიყო სასამართლოში, სხვაგვარად – დაუშვებელია, რისი გათვალისწინებითაც, წინასასამართლო სხდომის ვადის გახანგრძლივება სასამართლომ შეუსაბამოდ მიიჩნია, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, წინასასამართლო სხდომის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობაზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
- საქმე №330310016001460030 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.06.2019
…31 მაისს გამოტანილი იქნა დადგენილება ზ------- ს----------ას ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის შესაბამისად, ბრალდებული - ზ------- ს----------ა არ იქნა წარდგენილი წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულად ცნობიდან არაუგვიანეს 60 დღისა, რადგან პროკურორმა სასამართლოს არ მიმართა წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის შუამდგომლობით.
- საქმე №010100119003067572 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 07.08.2019
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 93 – 94 -ე, 219-ე, 269-ე, 206-ე, 208-ე მუხლებით. დ ა ა დ გ ი ნ ა: ბრალდებული სო-------------–-ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის…
- საქმე №010100119002832086 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 01.03.2019
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 93 – 94 -ე, 219-ე, 269-ე, 206-ე, 208-ე მუხლებით. დ ა ა დ გ ი ნ ა: ბრალდებული გუ--------–-ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
- საქმე №330310016001460030 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.01.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება