1. თუ პროკურორი, ბრალდებული და მისი ადვოკატი საპროცესო შეთანხმების დადებაზე შეთანხმდებიან, პროკურორი წერილობით ადგენს შუამდგომლობას, რომელშიც აღინიშნება:
ა) ბრალდებულის სახელი და გვარი, დაბადების რიცხვი, თვე და წელი;
ბ) ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით;
გ) ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები;
დ) ბრალდებულის გამოძიებასთან თანამშრომლობის შემთხვევაში – თანამშრომლობის ფორმა და შინაარსი;
ე) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლებითაც გათვალისწინებულია შესაბამისი დანაშაული;
ვ) პროკურატურის მიერ მოთხოვნილი სასჯელის სახე და ზომა;
ვ1) პროკურატურის მიერ მოთხოვნილი ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის შესახებ;
ზ) მითითება ამ კოდექსის 210-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილების შესახებ ან იმავე მუხლის 13 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესახებ.
2. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ბრალდებულის წერილობითი განცხადება, რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული და მისი ადვოკატი. ბრალდებულის განცხადებაში დადასტურებული უნდა იყოს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა. ამასთანავე, ბრალდებული სრულყოფილად უნდა აღიქვამდეს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს, რის შესახებაც უნდა აღინიშნოს ბრალდებულის განცხადებაში.
3. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას ხელს აწერენ პროკურორი, ბრალდებული და მისი ადვოკატი, აგრეთვე ბრალდებულის კანონიერი წარმომადგენელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. (ამოღებულია - 24.07.2014, №2517).
5. (ამოღებულია – 11.03.2011, №4430).
6. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობა და საპროცესო შეთანხმების ოქმი საჯაროა, გარდა იმ ნაწილისა, რომელშიც მითითებულია ბრალდებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია. ბრალდებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ მის ხელმომწერ პირებსა და სასამართლოს, აგრეთვე იმ ბრალდებულს (მის ადვოკატს), რომლის შესახებაც სხვა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამოძიებას მამხილებელ ინფორმაციას აწვდის. ასეთი ბრალდებულისათვის (მისი ადვოკატისათვის) აღნიშნული საპროცესო შეთანხმების შინაარსი სრულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
7. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის საპროცესო შეთანხმების ოქმი.
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4430- ვებგვერდი,22.03.2011წ.
საქართველოს 2014
წლის 24
ივლისის კანონი №2517 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის
კანონი №
3814
–
ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(76)
- საქმე №2კ-422აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.12.2025
…საკუთრებაში არსებული ქონება:... 8. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა სალომე ჩიქობავამ, მსჯავრდებულმა ვ. ო., ასევე მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ბ. 9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე…
- საქმე №2კ-1076აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.01.2024
…პრეიუდიციად ცნობის დროს ბრალდებულის წერილობითი თანხმობა არ წარმოდგენილა. მართალია, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლი პირდაპირ არ ითხოვს ბრალდებულის წერილობით თანხმობას, მაგრამ ამ უფლების დელეგირება ადვოკატისათვის დაუშვებელია. საქართველოს სსსკ-ის 211-ე მუხლის მეორე ნაწილში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ მტკიცებულებათა უდავოდ ცნობას ესაჭიროება ბრალდებულის წერილობითი თანხმობა.
- საქმე №2კ-1274აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.12.2023
…საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 20 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. 4.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე…
- საქმე №2კ-183აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.04.2023
…- 4 წელი და 6 თვე. 11. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ლაშა ამირანაშვილმა, მსჯავრდებულმა ი. გ-ა, ასევე მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ზ–ა. 12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე…
- საქმე №2კ-1181აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.02.2023
…საქმიანობის უფლება. 9. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ნიკოლოზ დგებუაძემ, მსჯავრდებულმა თ. კ-მ, ასევე მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. შ–მ. 10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე…
- საქმე №2კ-814აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.09.2022
- საქმე №2კ-556აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.11.2021
- საქმე №2კ-793აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.10.2021
- საქმე №2კ-229აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.09.2021
- საქმე №2კ-141აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.02.2021
- საქმე №2კ-36აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.02.2021
- საქმე №190140019002808560 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.12.2019
- საქმე №330100117001871804 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.07.2019
- საქმე №160140020003586166 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 15.04.2020
- საქმე №160100120003584517 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 13.04.2020
- საქმე №080100119003236683 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 14.02.2020
- საქმე №080100119003192983 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 29.10.2019
- საქმე №010100119003177752 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 07.10.2019
- საქმე №330100119002951677 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.09.2019
- საქმე №080100119002957707 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 21.04.2019
- საქმე №080100119002957457 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 20.04.2019
- საქმე №080100119002942854 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 19.04.2019
- საქმე №080100119002956910 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 19.04.2019
- საქმე №080100119002943043 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 18.04.2019
- საქმე №210100119002951507 · სიღნაღის რაიონული სასამართლო · 17.04.2019
- საქმე №080100118002631743 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 16.04.2019
- საქმე №080100119002906208 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 15.04.2019
- საქმე №080100119002932004 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 15.04.2019
- საქმე №330100117001954140 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.04.2019
- საქმე №080100119002918665 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 11.04.2019
- საქმე №080100119002923755 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 11.04.2019
- საქმე №080100119002911532 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 05.04.2019
- საქმე №080100119002911710 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 05.04.2019
- საქმე №080100118002532155 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 04.04.2019
- საქმე №080100119002929515 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 04.04.2019
- საქმე №080100119002930205 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 04.04.2019
- საქმე №080100119002839600 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 03.04.2019
- საქმე №210100119002925749 · სიღნაღის რაიონული სასამართლო · 02.04.2019
- საქმე №210100119002920020 · სიღნაღის რაიონული სასამართლო · 29.03.2019
- საქმე №210100119002907388 · სიღნაღის რაიონული სასამართლო · 26.03.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 76-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება