1. ამ თავით გათვალისწინებულ საქმეებზე სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და საჩივრდება ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. მხარეს უფლება აქვს, სასამართლოს უარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე 15 დღის ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.
3. მსჯავრდებულს უფლება აქვს, ამ თავით გათვალისწინებული განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ:
ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო;
ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება;
გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა;
დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
4. თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმებისას სასამართლო საქმეს უბრუნებს პროკურორს.
საქართველოს 2014
წლის 24
ივლისის კანონი №2517 - ვებგვერდი, 06.08.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.07.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 24.07.2014 კანონი №2517
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(443)
- საქმე №2კ-17-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.06.2026
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 95-ე და 98-ე მუხლებით, 209- 210-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ მთვარისა შველიძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
- საქმე №2კ-905აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.10.2025
…(17:18:36). 8. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ ლ. ლ–ას თითოეული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. 9. საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და საჩივრდება ამ მუხლით გათვალისწინებულ…
- საქმე №2კ-29აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.06.2025
…უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე. ზემოჩამოთვლილ პირობებთან ერთად, საპროცესო შეთანხმების დადებისას ბრალდებული პროკურორს შეიძლება შეუთანხმდეს თანამშრომლობაზე ან/და ზიანის ანაზღაურებაზე. საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
- საქმე №2კ-341აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.04.2025
…უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 აპრილის განჩინება და დაკმაყოფილდეს რ. მ–ის მიმართ არსებითი განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობა, შემდეგ გარემოებათა გამო: 2. საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეს უფლება აქვს, სასამართლოს უარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე 15 დღის ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.
- საქმე №2კ-892აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.11.2024
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209- 215-ე, 303-ე, 307-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. მსჯავრდებულ მ. დ-ის ადვოკატ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განაჩენზე არ იქნეს განხილული, დაცვის მხარის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო;
- საქმე №2კ-706აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.12.2023
- საქმე №2კ-1274აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.12.2023
- საქმე №2კ-416აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.06.2023
- საქმე №2კ-251აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.04.2023
- საქმე №2კ-858აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.01.2023
- საქმე №2კ-435აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.07.2022
- საქმე №2კ-989აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.03.2022
- საქმე №2კ-1014აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2021
- საქმე №2კ-69აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.05.2021
- საქმე №2კ-184აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.03.2021
- საქმე №12აგ.-2019 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.01.2021
- საქმე №2კ-358აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.09.2020
- საქმე №2კ-11-I-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.08.2020
- საქმე №2კ-13-I-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.08.2020
- საქმე №2კ-13-I-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.04.2019
- საქმე №2კ-49აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.06.2018
- საქმე №2კ-415აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.01.2018
- საქმე №2კ-182აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.09.2016
- საქმე №2კ-224აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.10.2015
- საქმე №2კ-26აპ.-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.04.2013
- საქმე №2კ-6აპ.-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.01.2013
- საქმე №2კ-105აპ.-12 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.03.2012
- საქმე №2კ-512აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №010100117002061748 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 27.06.2018
- საქმე №140100118002551986 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.03.2020
- საქმე №020100119002926213 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 02.03.2020
- საქმე №330100118002353983 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.02.2020
- საქმე №020100119002881283 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 25.02.2020
- საქმე №010100119003248266 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 20.02.2020
- საქმე №330100119002996897 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.02.2020
- საქმე №330100119002905345 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.02.2020
- საქმე №330100117002038702 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.01.2020
- საქმე №200100115792094 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.01.2020
- საქმე №010100118002637287 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 26.12.2019
- საქმე №190140019002808560 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.12.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 443-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება