საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 05.06.2025
საქმის ნომერი
2კ-29აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.06.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№29აპ-25 თბილისი

ბ. ნ., 29აპ-25 5 ივნისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ბ.სა და ინტერესების დამცველი ადვოკატების – ე. ო-სა და მ. ფ-ის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ელიზბარ გოზალიშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა:

1.1. დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ კ. კ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, კ. კ-ე, -- ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და კ. კ-ეს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით;

კ. კ-ეს საპროცესო შეთანხმების პირობად განესაზღვრა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის – -- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის დარჩენილი ღირებულების – 10 000 ლარის – ანაზღაურება 2023 წლის 1 ოქტომბრამდე.

1.2. დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ მ. მ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, მ. მ-ე, - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების, მდებარე თ-ში, თ-ის --ის მიმდებარედ არსებული, -- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა; სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ. მ-ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების, მდებარე თ-ში, თ-ის --ის მიმდებარედ არსებული *----- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა;

მ. მ-ეს საპროცესო შეთანხმების პირობად განესაზღვროს სახელმწიფოსთვის მიყენებული დარჩენილი ზიანის – - საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ღირებულების – 13200 ლარის – ანაზღაურება 2023 წლის 1 ოქტომბრამდე.

1.3. დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ნ. ბ.ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, ნ. ბ., - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მიხედვით, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების, მდებარე თ-ში, თ-ის --ის მიმდებარედ არსებული, --- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა; სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ნ. ბ.ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების, მდებარე თ-ში, თ-ის --ის მიმდებარედ არსებული -- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა;

ნ. ბ.ს საპროცესო შეთანხმების პირობად განესაზღვრა სახელმწიფოსთვის მიყენებული დარჩენილი ზიანის – -- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ღირებულების – 26400 ლარის – ანაზღაურება 2023 წლის 1 ოქტომბრამდე.

1.4. გ. კ-ე, - ნასამართლობის არმქონე, ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მიხედვით, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების, მდებარე თ-ში, თ-ის --ის მიმდებარედ არსებული, -- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა; სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ. კ-ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების, მდებარე თ-ში, თ-ის --ის მიმდებარედ არსებული, --- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა;

გ. კ-ეს საპროცესო შეთანხმების პირობად განესაზღვრა სახელმწიფოსთვის მიყენებული დარჩენილი ზიანის – -- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის დარჩენილი ღირებულების – 9000 ლარის – ანაზღაურება 2023 წლის 1 ოქტომბრამდე.

1.5. ნ. ბ-ი, -- ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – ჯარიმა – 10 000 (ათი ათასი) ლარი; სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების, მდებარე თ-ში, თ-ის --ის მიმდებარედ არსებული, -- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი – ჯარიმა 10 000 ლარი და ნ. ბ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების, მდებარე თ-ში, თ-ის --ის მიმდებარედ არსებული, -- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა.

2. სასამართლომ დაადგინა, რომ:

2.1. კ. კ-ემ ჩაიდინა: თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2012 წელს საქართველოს მოქალაქე ს. გ-ემ განიზრახა, თაღლითური გზით დაუფლებოდა თ-ში, თ-ის --ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს. იგი დროის სხვადასხვა მონაკვეთში დაუკავშირდა იმ პირებს, რომლებსაც თ-ის ზ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითნებურად ჰქონდათ დაკავებული სხვადასხვა ფართობის მიწის ნაკვეთები და შესთავაზა მათ, რომ დაეხმარებოდა, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის გამოყენების გზით, მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრში დარეგისტრირებაში იმ შემთხვევაში, თუ ნაკვეთის ნაწილს მას დაუთმობდნენ. ს. გ-ის გეგმის მიხედვით, აღნიშნულ პირებს, თავის მხრივ, უნდა მოეძებნათ სანდო პირები, რომლებზეც დროებით ფორმალურად გაფორმდებოდა მიწის ნაკვეთები.

· 2012 წლის გაზაფხულზე ს. გ-ე დაუკავშირდა კ. კ-ეს, რომელიც თ-ის ზ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითნებურად ფლობდა, დაახლოებით, 1000 კვ/მ მიწის ნაკვეთს და შესთავაზა, რომ დაეხმარებოდა, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის გამოყენების გზით, მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირებაში იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთის ნაწილს მას დაუთმობდა.

· 2013 წლის დეკემბერში ს. გ-ემ კ. კ-ეს გადასცა მის სახელზე შედგენილი მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც, თითქოს ეს ნაკვეთი მას საკუთრებაში გადაცემული ჰქონდა 1997 წელს. თავის მხრივ, კ. კ-ემ ხელი მოაწერა მიღება-ჩაბარების აქტს და მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ნაკვეთის მის სახელზე დარეგისტრირების მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა და ამ პირზე, საერთო ჯამში, დარეგისტრირდა 27 000 ლარის ღირებულების, 600 კვ/მ მიწის ნაკვეთი.

2.2. მ. მ-ემ ჩაიდინა: თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2012 წელს საქართველოს მოქალაქე ს. გ-ემ განიზრახა, თაღლითური გზით დაუფლებოდა თ-ში, თ-ის --ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს. იგი დროის სხვადასხვა მონაკვეთში დაუკავშირდა იმ პირებს, რომლებსაც თ-ის ზ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითნებურად ჰქონდათ დაკავებული სხვადასხვა ფართობის მიწის ნაკვეთები და შესთავაზა მათ, რომ დაეხმარებოდა, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის გამოყენების გზით, მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრში დარეგისტრირებაში იმ შემთხვევაში, თუ ნაკვეთის ნაწილს მას დაუთმობდნენ. ს. გ-ის გეგმის მიხედვით, აღნიშნულ პირებს, თავის მხრივ, უნდა მოეძებნათ სანდო პირები, რომლებზეც დროებით ფორმალურად გაფორმდებოდა მიწის ნაკვეთები.

· 2012 წლის გაზაფხულზე ს. გ-ე დაუკავშირდა მ. მ-ეს, რომელიც თ-ის ზ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითნებურად ფლობდა, დაახლოებით, 4200 კვ/მ მიწის ნაკვეთს და შესთავაზა, რომ, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის გამოყენების გზით, დაეხმარებოდა მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირებაში იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთის ნაწილს მას დაუთმობდა. ს. გ-ის შემოთავაზებას მ. მ-ე დასთანხმდა და, დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, შეარჩია ნაცნობი სანდო პირები: გ. ბ., დ. ა., თ. დ., ტ. დ., ზ. ს., ვ. ზ., ბ. ჯ., ი. გ., ზ. ე., ა. ძ., გ. კ. და გ. ძ..

· 2013 წლის ივნისი-დეკემბრის თვეებში მ. მ-ემ ზემოაღნიშნულ პირებს გადასცა ს. გ-ის მიერ დამზადებული მიწის ნაკვეთების ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა თანახმადაც, თითქოს ეს ნაკვეთები ამ პირებს საკუთრებაში გადაცემული ჰქონდათ 1997 წელს. თავის მხრივ, მ. მ-ის დავალებით, ხსენებულმა პირებმა მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ნაკვეთების მათ სახელზე დარეგისტრირების მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა და ამ პირებზე, საერთო ჯამში, დარეგისტრირდა 171 600 ლარად ღირებული, 600-600 კვ/მ მიწის ნაკვეთები.

2.3. ნ. ბ.მ ჩაიდინა: თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2012 წელს საქართველოს მოქალაქე ს. გ-ემ განიზრახა, თაღლითური გზით დაუფლებოდა თ-ში, თ-ის --ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს. იგი დროის სხვადასხვა მონაკვეთში დაუკავშირდა იმ პირებს, რომლებსაც თ-ის ზ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითნებურად ჰქონდათ დაკავებული სხვადასხვა ფართობის მიწის ნაკვეთები და შესთავაზა მათ, რომ, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის გამოყენების გზით, დაეხმარებოდა მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრში დარეგისტრირებაში იმ შემთხვევაში, თუ ნაკვეთის ნაწილს მას დაუთმობდნენ. ს. გ-ის გეგმის მიხედვით, აღნიშნულ პირებს, თავის მხრივ, უნდა მოეძებნათ სანდო პირები, რომლებზეც დროებით ფორმალურად გაფორმდებოდა მიწის ნაკვეთები.

· 2012 წლის გაზაფხულზე ს. გ-ე დაუკავშირდა ნ. ბ.ს, რომელიც თ-ის ზ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითნებურად ფლობდა, დაახლოებით, 7900 კვ/მ მიწის ნაკვეთს და შესთავაზა, რომ, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის გამოყენების გზით, დაეხმარებოდა მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირებაში იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთის ნაწილს მას დაუთმობდა. ს. გ-ის შემოთავაზებას ნ. ბ. დასთანხმდა და, დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, შეარჩია ნაცნობი სანდო პირები: თ. კ., გ. ყ., გ. ც., ლ. ბ., ო. კ., დ. ს., რ. ტ., ბ. ჩ., ბ. ბ. და ე. გ..

· 2013 წლის ივნისი-დეკემბრის თვეებში ნ. ბ.მ ზემოაღნიშნულ პირებს გადასცა ს. გ-ის მიერ დამზადებული მიწის ნაკვეთების ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა თანახმადაც, თითქოს ეს ნაკვეთები ამ პირებს საკუთრებაში გადაცემული ჰქონდათ 1997 წელს. თავის მხრივ, ნ. ბ.ს დავალებით, ხსენებულმა პირებმა მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ნაკვეთების მათ სახელზე დარეგისტრირების მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა და ამ პირებზე, საერთო ჯამში, დარეგისტრირდა 140 400 ლარად ღირებული, 600-600 კვ/მ მიწის ნაკვეთები.

2.4. გ. კ-ემ ჩაიდინა: თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2012 წელს საქართველოს მოქალაქე ს. გ-ემ განიზრახა, თაღლითური გზით დაუფლებოდა თ-ში, თ-ის --ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს. იგი დროის სხვადასხვა მონაკვეთში დაუკავშირდა იმ პირებს, რომლებსაც თ-ის ზ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითნებურად ჰქონდათ დაკავებული სხვადასხვა ფართობის მიწის ნაკვეთები და შესთავაზა მათ, რომ, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის გამოყენების გზით, დაეხმარებოდა მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრში დარეგისტრირებაში იმ შემთხვევაში, თუ ნაკვეთის ნაწილს მას დაუთმობდნენ. ს. გ-ის გეგმის მიხედვით, აღნიშნულ პირებს, თავის მხრივ, უნდა მოეძებნათ სანდო პირები, რომლებზეც დროებით, ფორმალურად გაფორმდებოდა მიწის ნაკვეთები.

· 2012 წლის გაზაფხულზე ს. გ-ე დაუკავშირდა გ. კ-ეს, რომელიც თ-ის ზ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითნებურად ფლობდა, დაახლოებით, 3000 კვ/მ მიწის ნაკვეთს და შესთავაზა, რომ, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის გამოყენების გზით, დაეხმარებოდა მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირებაში იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთის ნაწილს მას დაუთმობდა. ს. გ-ის შემოთავაზებას გ. კ-ე დასთანხმდა და, დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, შეარჩია ნაცნობი სანდო პირები: თ. კ., ქ. კ., დ. გ. და ი. გ.. 2013 წლის ბოლოს გ. კ-ემ ხელი მოაწერა, ასევე ხელი მოაწერინა ზემოაღნიშნულ პირებსაც, ს. გ-ის მიერ დამზადებულ მიწის ნაკვეთების ყალბ მიღება-ჩაბარების აქტებზე, რომელთა თანახმად, თითქოს ეს ნაკვეთები ამ პირებს საკუთრებაში გადაცემული ჰქონდათ 1997 წელს. თავის მხრივ, გ. კ-ის დავალებით, ხსენებულმა პირებმა მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ნაკვეთების მათ სახელზე დარეგისტრირების მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა და ამ პირებზე, საერთო ჯამში, დარეგისტრირდა 52 800 ლარად ღირებული, 600-600 კვ/მ მიწის ნაკვეთები.

2.5. ნ. ბ-მა ჩაიდინა: თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2012 წელს საქართველოს მოქალაქე ს. გ-ემ განიზრახა, თაღლითური გზით დაუფლებოდა თ-ში, თ-ის --ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს. იგი დროის სხვადასხვა მონაკვეთში დაუკავშირდა იმ პირებს, რომლებსაც თ-ის ზ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითნებურად ჰქონდათ დაკავებული სხვადასხვა ფართობის მიწის ნაკვეთები და შესთავაზა მათ, რომ დაეხმარებოდა, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის გამოყენების გზით, მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრში დარეგისტრირებაში იმ შემთხვევაში, თუ ნაკვეთის ნაწილს მას დაუთმობდნენ. ს. გ-ის გეგმის მიხედვით, აღნიშნულ პირებს, თავის მხრივ, უნდა მოეძებნათ სანდო პირები, რომლებზეც დროებით, ფორმალურად გაფორმდებოდა მიწის ნაკვეთები.

· 2013 წლის ოქტომბერში ს. გ-ე დაუკავშირდა ს. ბ-ს, რომელიც თ-ის ზ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითნებურად ფლობდა, დაახლოებით, 1200 კვ/მ მიწის ნაკვეთს და შესთავაზა, რომ დაეხმარებოდა, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის გამოყენების გზით, მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირებაში იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთის ნაწილს მას დაუთმობდა. ს. ბ-მა აღნიშნულს შესახებ უამბო თავის მეუღლეს – ნ. ბ-ს, რომელიც დაეთანხმა ს. გ-ის შეთავაზებას.

· 2013 წლის ოქტომბერში ს. ბ-მა თავის მეუღლეს გადასცა ს. გ-ის მიერ დამზადებული მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც, თითქოს ეს ნაკვეთი ნ. ბ-ს საკუთრებაში გადაცემული ჰქონდა 1997 წელს. თავის მხრივ, ნ. ბ-მა ხელი მოაწერა მიღება-ჩაბარების აქტს და მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ნაკვეთის მის სახელზე დარეგისტრირების მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა და ამ პირზე, საერთო ჯამში, დარეგისტრირდა 30 000 ლარად ღირებული, 600 კვ/მ მიწის ნაკვეთი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ბ-ის ადვოკატმა თ. ნ-ემ, რომელმაც მოითხოვა ნ. ბ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. უფროსმა პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა შესაგებლით მოითხოვა ადვოკატის სააპელაციო საჩივრის არდაკმაყოფილება.

5. 2022 წლის 28 დეკემბერს უფროსმა პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განაჩენით პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დამტკიცდა პროკურორ ელიზბარ გოზალიშვილს, მსჯავრდებულ ნ. ბ-სა და ადვოკატ თ. ნ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 3 ოქტომბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: ნ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – ჯარიმა 10000 ლარი, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის მიხედვით, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი, ხოლო სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება, მდებარე თ-ში, თ-ის --ის მიმდებარედ არსებული, 01.12.15.003.115 საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ნ. ბ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, საბოლოოდ, განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის მიხედვით, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი, ხოლო სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება, მდებარე თ-ში, თ-ის --ის მიმდებარედ არსებული, 01.12.15.003.115 საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი. მსჯავრდებულ ნ. ბ-ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი – 2022 წლის 10 ოქტომბრიდან იმავე წლის 28 დეკემბრის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

7. 2023 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს გენერალური პროკურატურის უფროსმა პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საპროცესო შეთანხმებით დამტკიცების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 3 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება ნ. ბ.ს, მ. მ-ისა და კ. კ-ის მსჯავრდების ნაწილში, ასევე – საქმის პროკურორისათვის დაბრუნება, რადგან ნ. ბ.მ, კ. კ-ემ და მ. მ-ემ დაარღვიეს მათთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების პირობა, კერძოდ, 2023 წლის 1 ოქტომბრამდე სრულად არ გადაიხადეს დაკისრებული ზიანის თანხა.

8. კ. კ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ა-ემ შესაგებლით ითხოვა, არ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი კ. კ-ის მიმართ.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენით უფროსი პროკურორის – ელიზბარ გოზალიშვილის – სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი მ. მ-ის, ნ. ბ.სა და კ. კ-ის მიმართ დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების ნაწილში გაუქმდა; სისხლის სამართლის საქმე მ. მ-ის, ნ. ბ.სა და კ. კ-ის მიმართ დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნ. ბ.მ და მისმა ადვოკატებმა: ე. ო-ემ და მ. ფ-ემ. მათ ითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 3 ოქტომბრის განაჩენის აღდგენა ნ. ბ.ს მიმართ დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების ნაწილში იმ მოტივით, რომ იგი აფხაზეთიდან დევნილი, პასუხისმგებლობის გრძნობით გამსჭვალული პიროვნებაა, საპროცესო შეთანხმებით დადგენილ პირობას ასრულებდა კეთილსინდისიერად, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში და მისი მხრიდან შეგნებულად ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან თავის არიდებას ადგილი არ ჰქონია.

11. საქმის მასალების შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საქართველოს სსსკ-ის 209-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე. ზემოჩამოთვლილ პირობებთან ერთად, საპროცესო შეთანხმების დადებისას ბრალდებული პროკურორს შეიძლება შეუთანხმდეს თანამშრომლობაზე ან/და ზიანის ანაზღაურებაზე. საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

13. საქმეში წარმოდგენილია 2022 წლის 27 სექტემბრით დათარიღებული საპროცესო შეთანხმების დადების ოქმი, რომელსაც, ბრალდებულ ნ. ბ.სთან ერთად, ხელს აწერს მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი კ. ჩ.. მითითებული ოქმით დასტურდება, რომ, სასჯელთან დაკავშირებული პირობების გარდა, ბრალდებულთან ასევე მოხდა შეთანხმება სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, კერძოდ: საპროცესო შეთანხმების პირობად ნ. ბ.ს განესაზღვრა სახელმწიფოსთვის მიყენებული დარჩენილი ზიანის – 01.12.15.003.070 და 01.12.15.003.085 საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთების ღირებულების – 26400 ლარის – ანაზღაურება 2023 წლის 1 ოქტომბრამდე. ამასთან, ბრალდებულს განემარტა, რომ, საპროცესო შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში, პროკურორი უფლებამოსილი იყო, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ განაჩენის გაუქმების მოთხოვნით მიემართა სასამართლოსათვის.

14. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით განიხილა პროკურორის შუამდგომლობა ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ, კერძოდ: გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული ნ. ბ. საპროცესო შეთანხმების შედეგების თაობაზე; რომ საპროცესო შეთანხმება დადებული იყო ნებაყოფლობით და ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული ნ. ბ. სრულად აცნობიერებდა საპროცესო შეთანხმების სამართლებრივ შედეგებს; მისთვის ცნობილი იყო საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; საპროცესო შეთანხმებაში ასახული იყო პროკურორსა და ბრალდებულს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა; ბრალდებული ნ. ბ. აცნობიერებდა, მათ შორის, საპროცესო შეთანხმებაში ასახულ პირობას ზიანის ანაზღაურებაზე და რომ მას ჰქონდა საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმისა და სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებები. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით დაკმაყოფილდა პროკურორ ელიზბარ გოზალიშვილის შუამდგომლობა და დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ნ. ბ.ს შორის 2022 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, საპროცესო შეთანხმების დადების ოქმში მითითებული პირობებით.

15. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, განაჩენის გამოტანის შემდეგ ნ. ბ.მ დაარღვია მასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების პირობები, კერძოდ, 2023 წლის 1 ოქტომბრამდე სრულად არ გადაიხადა დაკისრებული ზიანის თანხა, რაც დადასტურდა როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 11 ოქტომბრის №7/54952 წერილით, ისე – სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ გაცხადებული პოზიციებით. აღნიშნული გარემოებები კი წარმოადგენს მსჯავრდებულ ნ. ბ.ს მხრიდან საპროცესო შეთანხმების პირობების დარღვევას, რაც მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმების საფუძველია, ვინაიდან, როგორც ზემოთაც აღინიშნა, ნ. ბ.სათვის ცნობილი იყო საპროცესო შეთანხმების პირობები, სურდა საპროცესო შეთანხმების დამტკიცება მიღწეული პირობებით და აცნობიერებდა საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის სამართლებრივ შედეგს.

16. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ პროკურორის მიერ დაცულია საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა.

17. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საპროცესო შეთანხმების პირობის დარღვევა წარმოადგენს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების საფუძველს (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: N184აპ-21, N131-20, №1014აპ-19).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან წარმოდგენილი მასალებით დასტურდება მსჯავრდებულ ნ. ბ.ს მიერ საპროცესო შეთანხმების პირობების დარღვევა და არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების, 307-ე მუხლის, 209-215 მუხლების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. ბ.სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – ე. ო-სა და მ. ფ-ის – საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე