1. თუ ბრალდებულის მაგისტრატ მოსამართლესთან პირველი წარდგენის შემდეგ ბრალდება შეიცვალა, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ბრალდებულს განუმარტავს ბრალდების არსს, ამ ბრალდებით გათვალისწინებული სასჯელის ზომას და ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის არსს (ასეთი მკურნალობის არსებობის შემთხვევაში).
2. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე არკვევს, ცნობს თუ არა ბრალდებული თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და რა მოცულობით, და საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსით გათვალისწინებული დებულებები საპროცესო შეთანხმების შესახებ.
3. თუ ბრალდებულს ბრალი წაუყენეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი დანაშაულის ჩადენისათვის, მოსამართლე ვალდებულია ბრალდებულს განუმარტოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დებულებები და მასთან დაკავშირებული ბრალდებულის უფლებები. ამის შემდეგ მოსამართლე არკვევს, თანახმაა თუ არა ბრალდებული, რომ მისი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს. თუ ბრალდებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარს არ განაცხადებს, მოსამართლე ნიშნავს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თარიღს.
4. წინასასამართლო სხდომის მოსამართლე:
ა) განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე;
ბ) ამ კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესითა და სტანდარტით განიხილავს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობას. თუ ბრალდებულს პატიმრობა აქვს შეფარდებული, მოსამართლე ვალდებულია პირველივე წინასასამართლო სხდომაზე თავისი ინიციატივით განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, დააყენა თუ არა მხარემ შუამდგომლობა პატიმრობის შეცვლის ან გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ სასამართლო ვალდებულია თავისი ინიციატივით ორ თვეში ერთხელ მაინც განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი;
გ) განიხილავს შუამდგომლობას საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის მიზნით;
დ) განიხილავს მხარეთა სხვა შუამდგომლობებს;
ე) წყვეტს არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემის საკითხს.
5. არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დარწმუნდება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა.
6. თუ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით არ იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განჩინებით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას. განჩინება ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 5 დღის ვადაში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. მოსამართლე საჩივარს ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე განიხილავს. წინასასამართლო სხდომის მოსამართლის განჩინების გაუქმების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია საქმეს უბრუნებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის მიღებიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს წინასასამართლო სხდომის გამართვას ამ კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხების გადასაწყვეტად.
7. წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილება მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ ერთჯერადად, 5 დღის ვადაში საჩივრდება გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მეშვეობით, რომელიც საჩივარს, საქმის მასალებსა და წინასასამართლო სხდომის ოქმს დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე განიხილავს საჩივარს მისი შესვლიდან 5 დღის ვადაში.
საქართველოს 2015
წლის 19 თებერვლის
კანონი №3090 - ვებგვერდი, 06.03.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 8
ივლისის კანონი
№3976
- ვებგვერდი, 20.07.2015წ.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.04.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 16.04.2025 კანონი №500
- 08.07.2015 კანონი №3976
- 19.02.2015 კანონი №3090
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(49)
- საქმე №2კ-1151აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.06.2026
კასატორის მოთხოვნაზე, სასამართლომ გააუქმოს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ყველა საოქმო განჩინება, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის განხილვა წინასასამართლო სხდომის კომპეტენციაა.
- საქმე №2კ-940აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.04.2026
…შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017). 9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენცია მკაფიოდ არის განსაზღვრული საქართველოს სსსკ-ის XXVI თავით. საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის განხილვა წინასასამართლო სხდომის კომპეტენციაა.
- საქმე №2კ-836აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.03.2026
…საოქმო განჩინება დაცვის მხარემ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2025 წლის 14 მაისის განჩინებით გასაჩივრებული საოქმო განჩინება დარჩა უცვლელად. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილება მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის…
- საქმე №2კ-796აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.02.2026
ქ–ის საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებაზე, რომელიც ეხება წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ დაცვის მხარის მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობას და აღნიშნავს, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაცვის მხარემ გაასაჩივრა საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2023 წლის 6 მაისის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის 2023 წლის 1 მაისის საოქმო განჩინება, დაცვის მხარის მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩა უცვლელი.
- საქმე №2კ-822აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.02.2026
…დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2025 წლის 2 ივნისის განჩინებით გასაჩივრებული საოქმო განჩინება დარჩა უცვლელი. 5.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილება მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის…
- საქმე №2კ-779აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.01.2026
- საქმე №2კ-772აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.12.2024
- საქმე №2კ-225აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.08.2024
- საქმე №2კ-87აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.06.2024
- საქმე №2კ-864აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.12.2023
- საქმე №ბს-981(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
- საქმე №5აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.04.2023
- საქმე №2კ-816აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.11.2022
- საქმე №2კ-467აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.11.2022
- საქმე №2კ-659აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.01.2022
- საქმე №2კ-394აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.07.2021
- საქმე №2კ-1006აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.06.2021
- საქმე №2კ-809აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.05.2021
- საქმე №2კ-820აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.03.2021
- საქმე №2კ-702აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.04.2019
- საქმე №2კ-719აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.02.2019
- საქმე №2კ-240აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.09.2016
- საქმე №2კ-74აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.07.2016
- საქმე №73აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.01.2016
- საქმე №010141318700068610 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 24.04.2019
- საქმე №190100115000793588 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 22.02.2019
- საქმე №330100119002805690 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.12.2019
- საქმე №150100118002404098 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.06.2019
- საქმე №010310014418451 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 16.04.2019
- საქმე №330100118002452189 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.03.2019
- საქმე №190100115000793588 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.10.2018
- საქმე №330100116001381648 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.05.2018
- საქმე №140100119002996431 · გორის რაიონული სასამართლო · 29.01.2020
- საქმე №330100115784938 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.12.2019
- საქმე №330100119003053704 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.10.2019
- საქმე №080100114002652057 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 04.09.2019
- საქმე №010100119003067572 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 07.08.2019
- საქმე №330100118002786682 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.08.2019
- საქმე №140100118002600178 · გორის რაიონული სასამართლო · 11.06.2019
- საქმე №140100118002735343 · გორის რაიონული სასამართლო · 31.03.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 49-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება