1. პროკურორი ვალდებულია საპროცესო შეთანხმების დადებამდე დაზარალებულთან გაიაროს კონსულტაცია და შეატყობინოს მას საპროცესო შეთანხმების დადება, რის შესახებაც პროკურორი ადგენს ოქმს.
11. სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას დაზარალებულს უფლება აქვს, სასამართლოს წერილობით ან სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს ზეპირად მიაწოდოს ინფორმაცია იმ ზიანის შესახებ, რომელიც მას დანაშაულის შედეგად მიადგა.
2. დაზარალებულს უფლება არა აქვს, გაასაჩივროს საპროცესო შეთანხმება.
3. საპროცესო შეთანხმება დაზარალებულს არ ართმევს უფლებას, შეიტანოს სამოქალაქო სარჩელი.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2014
წლის 24
ივლისის კანონი №2517 - ვებგვერდი, 06.08.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.07.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 24.07.2014 კანონი №2517
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(15)
- საქმე №ას-199-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2022
ამასთან, მოპასუხეებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების ფაქტი, ვერ გახდება ვერც სარჩელის გამარტივებული წესით განხილვაზე და ვერც დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 217-ე მუხლში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ დაზარალებულს არ აქვს უფლება, გაასაჩივროს საპროცესო შეთანხმება.
- საქმე №ას-113-108-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.05.2015
…გამოც იგი გარდაიცვალა. დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, დაზარალებულის უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება მის რომელიმე ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის 217-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო შეთანხმება დაზარალებულს არ ართმევს უფლებას, შეიტანოს სამოქალაქო სარჩელი.
- საქმე №330210019002917050 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.03.2020
…შემთხვევაში, 2013 წლის 0--------------ს - განაჩენის გამოტანისას, უკვე ცნობილი უნდა ყოფილიყო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის სტატუსის შესახებ, ასევე იმ პირების თაობაზე, ვინც პასუხისგებაში იყვნენე მიცემულები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 217-ე მუხლის თანახმად,1. პროკურორი ვალდებულია საპროცესო შეთანხმების დადებამდე დაზარალებულთან გაიაროს კონსულტაცია და შეატყობინოს მას საპროცესო შეთანხმების დადება, რის შესახებაც პროკურორი ადგენს ოქმს.
- საქმე №150100120003526891 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 07.04.2020
სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 210- 217-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებ
- საქმე №150100119003272677 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 02.12.2019
სარეზოლუციო ნაწილი: ვიხელმძღვანელე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 210- 217-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებ
- საქმე №150100118002712794 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 04.06.2019
- საქმე №150100118002537963 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 13.02.2019
- საქმე №330100115001122014 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.01.2019
- საქმე №150100118002513570 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 17.01.2019
- საქმე №150100118002608884 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 20.09.2018
- საქმე №150100118002246374 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 26.03.2018
- საქმე №150100117002247082 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 27.02.2018
- საქმე №150100118002248616 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 21.02.2018
- საქმე №150100118002258782 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 22.01.2018
- საქმე №150100119003281625 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 03.12.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება