1. საპროცესო შეთანხმება იდება ზემდგომ პროკურორთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით.
11. საპროცესო შეთანხმების დადების შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ისე პროკურორს. საქმის განხილვისას სასამართლო უფლებამოსილია გაარკვიოს მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობა.
12. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორი ვალდებულია გააფრთხილოს ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტოს მას, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
13. განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს გენერალურ პროკურორს ან მის მოადგილეს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების შესახებ. ამ შემთხვევაში სამოქალაქო პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.
2. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პროკურორს უფლება აქვს, მოითხოვოს ბრალდებულისათვის სასჯელის შემცირება ან დანაშაულთა ერთობლიობისას მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე.
3. ბრალდებულისათვის სასჯელის შემცირების მოთხოვნისას ან ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი ითვალისწინებს საჯარო ინტერესს, რომელსაც იგი სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტების, ჩადენილი დანაშაულისა და მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმის, დანაშაულის ხასიათის, ბრალეულობის ხარისხის, ბრალდებულის საზოგადოებრივი საშიშროების, პიროვნული მახასიათებლების, ნასამართლობის, გამოძიებასთან თანამშრომლობისა და დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით ბრალდებულის ქცევის შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.
4. დაუშვებელია საპროცესო შეთანხმების დადება ადვოკატის უშუალო მონაწილეობისა და მის დადებაზე ბრალდებულის წინასწარი თანხმობის გარეშე.
5. დაუშვებელია ისეთი საპროცესო შეთანხმების დადება, რომელიც უზღუდავს ბრალდებულს უფლებას, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევაში მოითხოვოს შესაბამის პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება.
6. საპროცესო შეთანხმების შესახებ დგება ოქმი, რომელშიც ასახულია ბრალდებულსა და პროკურორს შორის მოლაპარაკების პროცესი (საპროცესო შეთანხმების ოქმი). საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცემა. ბრალდებულსა და მის ადვოკატს უფლება აქვთ, საპროცესო შეთანხმების ოქმზე გამოთქვან შენიშვნები. ისინი თან ერთვის ამ ოქმს. საპროცესო შეთანხმების ოქმს ხელს აწერენ პროკურორი, ბრალდებული და მისი ადვოკატი, აგრეთვე ბრალდებულის კანონიერი წარმომადგენელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
საქართველოს 2014
წლის 24
ივლისის კანონი №2517 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის
კანონი №
3814
–
ვებგვერდი, 13.12.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 30.11.2018 კანონი №3814
- 24.07.2014 კანონი №2517
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(37)
- საქმე №2კ-17-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.06.2026
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 95-ე და 98-ე მუხლებით, 209- 210-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ მთვარისა შველიძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
- საქმე №2კ-983აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.12.2025
…მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე); საქართველოს სსსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილს (საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პროკურორს უფლება აქვს, მოითხოვოს ბრალდებულისთვის სასჯელის შემცირება ან დანაშაულთა ერთობლიობისას მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე).
- საქმე №2კ-1300აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.12.2024
…მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე); საქართველოს სსსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილს (საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პროკურორს უფლება აქვს, მოითხოვოს ბრალდებულისათვის სასჯელის შემცირება ან დანაშაულთა…
- საქმე №2კ-37აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.07.2024
…მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე); საქართველოს სსსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილს (საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პროკურორს უფლება აქვს, მოითხოვოს ბრალდებულისათვის სასჯელის შემცირება ან დანაშაულთა…
- საქმე №2კ-775აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.11.2023
…მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე); საქართველოს სსსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილს (საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პროკურორს უფლება აქვს, მოითხოვოს ბრალდებულისათვის სასჯელის შემცირება ან დანაშაულთა ერთობლიობისას მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე).
- საქმე №2კ-419აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.10.2023
- საქმე №2კ-774აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.10.2023
- საქმე №2კ-251აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.04.2023
- საქმე №2კ-3-I-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.02.2019
- საქმე №ას-1223-1143-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2018
- საქმე №2კ-400აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №020100118002773421 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 06.02.2019
- საქმე №010100119003248266 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 20.02.2020
- საქმე №010100117001972807 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 24.06.2019
- საქმე №330210017002240009 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 21.06.2019
- საქმე №030100119002812917 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 15.05.2019
- საქმე №030100119002967146 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 25.04.2019
- საქმე №030100119002875912 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 17.04.2019
- საქმე №030100119002870910 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 27.02.2019
- საქმე №030100119002833991 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 06.02.2019
- საქმე №030100119002814652 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 04.02.2019
- საქმე №190100119002827653 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 01.02.2019
- საქმე №030100119002793566 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 04.01.2019
- საქმე №030100118002778176 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 24.12.2018
- საქმე №030100118002778168 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 24.12.2018
- საქმე №030100118002768270 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 21.12.2018
- საქმე №030100118002697987 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 29.10.2018
- საქმე №030100118002645579 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 02.10.2018
- საქმე №030100118002645409 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 01.10.2018
- საქმე №030100118002645399 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 01.10.2018
- საქმე №030100118002645688 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 01.10.2018
- საქმე №030100118002642705 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 27.09.2018
- საქმე №030100118002645680 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 26.09.2018
- საქმე №030140018002497765 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 10.09.2018
- საქმე №030100118002512497 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 27.06.2018
- საქმე №030100118002397778 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 15.04.2018
- საქმე №080100119003052191 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 20.11.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება