შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 14.11.2023
საქმის ნომერი
2კ-775აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.11.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100121004894292

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე 775აპ-23 ქ. თბილისი

ც. ლ. ,775აპ-23 14 ნოემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას,პროკურორ – ნიკოლოზ დგებუაძის,ადვოკატ – გ. ნ–ის,მსჯავრდებულ – ლ. ც–ს

მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას შუამდგომლობა ლ. ც–ს (დაბადებული 1... წელს) მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:

1.1. ლ. ც–ს, – დაბადებულს 1... წელს, – ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ხუთი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ხუთი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

1.2. თ. ც–ს, – დაბადებულს 1--- წელს, – ბრალად ედებოდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით ლ. ც–სა და თ. ც–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით ლ. ც.ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2.1. 2020 წლის მარტში ლ. და თ. ც–ები ქ. თ–ში– პ–ს გ. №..ში გახსნილი მაღაზიის ფილიალში პროდუქციის განთავსებისა და შემდგომი რეალიზაციის პირობით, მოტყუებით დაეუფლნენ ტ. მ–ს კუთვნილ Victoria secret-ის ბრენდის ფირმის 1353 ერთეულ პროდუქციას. ლ. და თ. ც–ების ქმედებით ტ. მ–ს მიადგა 71 520 ლარის დიდი ოდენობით ზიანი;

2.2. 2020 წლის 30 აგვისტოს ქ. თ-ში, ქ-ს ქუჩის 3----ში მდებარე ქ. გ–ს საცხოვრებელი ბინა №---დან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით, თაღლითობისთვის ნასამართლევი ლ. ც.მოტყუებით ქ. თ–ში– პ–ს გ. №..ში მდებარე ავეჯის მაღაზიაში რეალიზაციის მიზნით, განთავსების პირობით, დაეუფლა ქ. გ–სვე კუთვნილ როიალს. ლ. ც–ს ქმედებით ქ. გ–ს მიადგა 9208,8 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი;

2.3. 2020 წლის 21 მაისს ქ. თ. პ–ს გ–ს №..შიმდებარე ჯ. მ–ს სარგებლობაში არსებული კომერციული ფართიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით, თაღლითობისთვის ნასამართლევი ლ. ც.მოტყუებით, შეძენის პირობით, დაეუფლა ჯ. მ–ს კუთვნილ კაფე-საცხობის ინვენტარს. ლ. ც–ს ქმედებით ჯ. მ–ს მიადგა 30 319,25 დიდი ოდენობით ზიანი;

2.4. 2020 წლის მაისის დასაწყისში მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში ქ. თ-ში, რ. უ.ს. ქუჩის №-ში და ქ. თ-ში, ო-ს ქ., ბინა №..ში მდებარე ე. გ–ს საცხოვრებელი ბინებიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით, თაღლითობისთვის ნასამართლევი ლ. ც.მოტყუებით რეალიზაციის მიზნით ქ. თ. პ–ს გ–ს №..შიმდებარე ავეჯის მაღაზიაში განთავსების პირობით დაეუფლა ,,ბელუქსის“ ფირმის ტყავის სამეულსა და სამზარეულოს ანტიკვარულ ნივთებს. ლ. ც–ს ქმედებით ე. გ–სმიადგა 11 211,55 ლარის დიდი ოდენობით ზიანი;

2.5. 2020 წლის 16 ივნისს ქ. თ-ში, ა. მ-ს ქუჩის №..ში მდებარე ნ. ს–ს საცხოვრებელი სახლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით თაღლითობისთვის ნასამართლევი ლ. ც.მოტყუებით, შეძენის პირობით, დაეუფლა ანტიკვარულ ჩარჩოს თავისივე სარკით. ლ. ც–ს ქმედებით ნ. ს–ს მიადგა 500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი;

2.6. 2020 წლის 2 ივლისს, დ-ს მუნიციპალიტეტის სოფელი ა–ში მდებარე ა. ა–ს საცხოვრებელი ბინიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით, თაღლითობისთვის ნასამართლევი ლ. ც.მოტყუებით, შეძენის პირობით, დაეუფლა ანტიკვარულ კაბინეტს. ლ. ც–ს ქმედებით ა. ა–ს მიადგა 8253,09 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი;

2.7. 2020 წლის 11 ნოემბერს ქ. თ-ში, ჭ-ს გ-–ი №.., კ.., ბინა №-ში მდებარე ი. კ–სსაცხოვრებელი ბინიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით თაღლითობისთვის ნასამართლევი ლ. ც.მოტყუებით, შეძენის პირობით, დაეუფლა ავეჯს. ლ. ც–ს ქმედებით ი. კ–სმიადგა 15 000 ლარის დიდი ოდენობით ზიანი;

2.8. 2020 წლის 4 ნოემბერს ჯ-ს ქუჩის №... მდებარე ნ. კ–ს საცხოვრებელი ბინიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით თაღლითობისთვის ნასამართლევი ლ. ც.მოტყუებით, შეძენის პირობით, დაეუფლა ნ. კ–სვე კუთვნილ ავეჯს, კერძოდ, კუთხის სავარძელსა და ექვს სკამს. ლ. ც–ს ქმედებით ნ---- კ------ეს მიადგა 3000 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი;

2.9. 2021 წლის თებერვალში ქ. თ-ში, დ-ს ქუჩის №.... მდებარე ც. კ–ს საცხოვრებელი ბინიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით, თაღლითობისთვის ნასამართლევი ლ. ც.მოტყუებით, შეძენის პირობით დაეუფლა ,,gerbstadt”-ის მოდელის როიალს. ლ. ც–ს ქმედებით ც. კ–ს მიადგა 9185,18 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი;

2.10. 2021 წლის 19 თებერვალს ქ. თ-ში, დ-ს მ....... მდებარე ხ. ლ–ს საცხოვრებელი ბინიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით თაღლითობისთვის ნასამართლევი ლ. ც.მოტყუებით, შეძენის პირობით დაეუფლა ხ. ლ–ს კუთვნილ ავეჯს, კერძოდ, ,,პეტროფის“ ფირმის როიალს, გერმანული წარმოების პიანინოსა და ,,ვეიმარის“ დასახელების ჭურჭელს. ლ. ც–ს ქმედებით ხ. ლ–სმიადგა 18821,97 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი;

2.11. 2021 წლის 25 მარტს ქ. თ-ში, კ-ს ქუჩაზე №......... მდებარე ლ. თ–ს საცხოვრებელი ბინიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით თაღლითობისთვის ნასამართლევი ლ. ც.მოტყუებით, მცირე ზომის როიალში გაცვლის პირობით დაეუფლა ,,პეტროფის“ ფირმის როიალს. ლ. ც–ს ქმედებით ლ. თ–ს მიადგა 12 000 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი;

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის განაჩენით:

3.1. ლ. ც.გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ნ. ს–ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და ცნობილ იქნა უდანაშაულოდ;

3.2. ლ. ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ტ. მ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.3. ლ. ც.ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (ქ. გ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.4. ლ. ც.ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ჯ. მ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.5. ლ. ც.ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ე. გ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.6. ლ. ც.ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (ა. ა–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.7. ლ. ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ი. კ–სეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.8. ლ. ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (ნ. კ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი;

3.9. ლ. ც.ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (ც. კ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.10. ლ. ც.ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ხ. ლ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.11. ლ. ც.ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ლ. თ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.12. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ტ. მ–ს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი დანაშაულებისთვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ ლ. ც–ს სასჯელის სახით განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.13. ლ. ც–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2021 წლის 20 ივნისიდან;

3.14. თ. ც. გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და ცნობილ იქნა უდანაშაულოდ;

3.15. გამართლებულ - თ. ც–ს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

4.1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა მედეა ცირამუამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის განაჩენში ცვლილება:

4.1.1. ლ. ც–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ხუთი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (ხუთი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის სანქციის ფარგლებში მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;

4.1.2. თ. ც–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სანქციით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;

4.2. მსჯავრდებულ ლ. ც–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ნ-მა მოითხოვა ლ. ც–ს გამართლება, ალტერნატივის სახით კი არასაპატიმრო სასჯელის შეფარდება, რათა ლ. ც–ს მიეცეს დაზარალებულებისათვის დარჩენილი ვალის ანაზღაურების შესაძლებლობა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ც–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ნ-მა, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის განაჩენის გაუქმებას, ლ. ც–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ალტერნატივის სახით კი სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენებას.

7. 2023 წლის 7 ნოემბერს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა მედეა ცირამუამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასსა და ლ. ც–ს შორის 2023 წლის 13 ოქტომბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

7.1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას წარმოდგენილი შუამდგომლობის თანახმად, 2023 წლის 13 ოქტომბერს პროკურატურამ გაითვალისწინა რა ჩადენილი დანაშაულებისათვის დაწესებული სასჯელის სიმძიმე, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა ლ. ც-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულსა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორს შორის წერილობით დაიდო საპროცესო შეთანხმება ბრალზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

8. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორი მედეა ცირამუა შუამდგომლობით ითხოვს:

8.1. ლ. ც.ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ტ. მ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 3 წელი, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს – 2 წელი;

8.2. ლ. ც.ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (ქ. გ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 3 წელი, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს –2 წელი;

8.3. ლ. ც.ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ჯ. მ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 3 წელი, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს –2 წელი;

8.4. ლ. ც. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ე. გ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 3 წელი, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს –2 წელი;

8.5. ლ. ც. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (ა. ა–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 3 წელი, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს – 2 წელი;

8.6. ლ. ც. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 3 წელი, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს – 2 წელი;

8.7. ლ. ც. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ი. კ–სეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 3 წელი, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს – 2 წელი;

8.8. ლ. ც. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (ნ. კ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 3 წელი, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს – 2 წელი;

8.9. ლ. ც.ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (ც. კ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 3 წელი, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს – 2 წელი;

8.10. ლ. ც. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ხ. ლ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 3 წელი, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს – 2 წელი;

8.11. ლ. ც. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ლ. თ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 3 წელი, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს – 2 წელი;

8.12. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით ბრალდებულს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს– 5 წელი თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 3 წელი, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს 2 წელი;

8.13. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს განაჩენების მიხედვით სასჯელის განსაზღვრის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;

8.14. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განჩინებითა და გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილის - 4 წლით, 4 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთიდან – 1 წელი, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით კვლავ ჩაეთვალოს პირობით. დანიშნული სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბოს და განაჩენთა ერთობლიობით ბრალდებულს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 3 წელი, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს – 3 წელი, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს – 3 წელი.

9. ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ შუამდგომლობის სარეზოლუციო ნაწილში არის ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, ლ. ც–სთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების ოქმით განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებისა (4 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების (6 ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულებთან ერთად დამატებით მითითებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულით მსჯავრდებაზე (პუნქტი 9.6.) და შესაბამისად სასჯელის განსაზღვრაზე, ასევე საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით(ტ. მ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ნაცვლად მითითებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე (ლ. ც–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ჯგუფურად) ამოერიცხა ბრალდებიდან თ. ც–ს გამართლების გამო და შესაბამისად მისი ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით).

10. დაცვის მხარე დაეთანხმა პროკურორის მოთხოვნას.

11 .სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილია მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განცხადება, რომლის თანახმადაც, ლ. ც.თავს სრულად ცნობს დამნაშავედ, აღიარებს და ინანიებს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას. ამასთან, მსჯავრდებული ითხოვს, რომ მასთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება, ბრალზე გარიგებისა და სასჯელის განსაზღვრის ფორმით, შეღავათიანი სასჯელის პირობით: სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

11.1. დაცვის მხარემ საკასაციო სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ თანახმაა საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ც–სათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განჩინებითა და გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წელი, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის განაჩენებით ლ. ც–ს საბოლოო სასჯელი დანიშნული ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით – მხოლოდ დანაშაულთა ერთობლიობის წესით (რაც ბრალდების მხარეს არ გაუსაჩივრებია) და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ იმსჯელეს პირობითი მსჯავრის გაუქმების და სასჯელის საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრის საკითხზე.

12. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ საკასაციო საჩივართან მიმართებით დააზუსტა მოთხოვნა და იშუამდგომლა, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, არ იქნეს განხილული საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის განაჩენზე ლ. ც–ს მიმართ.

13. საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ნიკოლოზ დგებუაძემ, მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა გ. ნ-მა.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება: უნდა დაკმაყოფილდეს სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა და დამტკიცდეს პროკურორ მედეა ცირამუასა და ლ. ც–ს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება.

3. საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, არსებობს თუ არა ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი. ამავე მუხლის მე-61 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, ან დაადგენს, რომ პროკურორის შუამდგომლობა ამ თავის სხვა მოთხოვნათა დარღვევით არის წარმოდგენილი, იგი საქმეს პროკურორს უბრუნებს.

4. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ლ. ც–ს მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა ან რაიმე უკანონო დაპირება; საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების, ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ლ. ც.ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ლ. ც. ადასტურებს, რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო ადვოკატისაგან ეფექტური იურიდიული დახმარება და სამართალწარმოების (მათ შორის, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამართალწარმოების) ფარგლებში დაცვის უფლების შეზღუდვას ადგილი არ ჰქონია; იგი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების სამართლებრივ შედეგებს; მისთვის ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება იწვევს ნასამართლობას, საპროცესო შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში პროკურორი უფლებამოსილი იქნება მიმართოს სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით, საპროცესო შეთანხმების დამტკიცება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისგან; სრულად აცნობიერებს დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც ბრალი ედება და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც იგი აღიარებს; მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას მიაწვდის სასამართლოს.

4.1. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ ლ. ც. სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით(ექვსი ეპიზოდი)) და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. სასამართლო დარწმუნდა, რომ ლ. ც–სათვის ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; იგი ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, საპროცესო შეთანხმებაში ასახულია ლ. ც–სა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა; ლ. ც. და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს; აცნობიერებენ, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ გაითვალისწინოს შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

5. სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ ბრალდების მხარის შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით დადგენილი მტკიცებითი სტანდარტით (საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები) დასტურდება ლ. ც–ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა (გარდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით(ნ. ს–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისა).

6. ლ. ც–ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი, სასამართლოში გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებულების – ტ. მ–ს, ქ. გ–ს, ჯ. მ–ს, ე. გ–ს, ა. ა–ს, ი. კ–ს, ნ. კ–ს, ც. კ–ს, ხ. ლ–ს, ლ. თ–ს, მოწმეების: დ. კ–ს, დ. რ–ს, ა–ს, ი. გ–ს, ა. გ–ის, მ. კ–ის, ვ. კ–ის, ზ. ტ–ს ჩვენებებით, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი: მოწმეთა რ. ც-ის, ქ. კ-ს, ე. მ-ის, ა. ჯ-ის, დ. ქ-ს, გ. ხ-ს, ლ. შ-ს, გ. ჩ-ის, დ. ს-ს, დ. მ– ს, გ. ს-ს, ბ. ჯ-ის, ხ. ჯ-ს, ნ. ა-ს, ი-ს, მ. ჯ-ს, ბ. კ-ს, დ. ბ-ს, დ. გ-ს, ზ. ქ-ს, თ. ა-ს, ექსპერტების – გ. გ-ს, ს. ბ-ს, კ. დ-ს, ზ. ჯ-ის, პ. დ-ის, ლ. პ-ს, გამომძიებლების – ა-ს, თ. ჯ-ს, გ. დ-ს, ა.ჭ–ს, მ. ბ–ს, მ. მ--ს და თ. კ-ს გამოკითხვის ოქმებით, ტ. მ–ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, შპს „მაგთიკომიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ლ. ც–მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული.

8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

8.2. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილს (პროკურორი უფლებამოსილია, მათ შორის – ბრალდებულთან დადოს საპროცესო შეთანხმება და სასამართლოში წარადგინოს შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე); საქართველოს სსსკ-ის 209-ე მუხლის პირველ ნაწილს (სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე); საქართველოს სსსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილს (საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პროკურორს უფლება აქვს, მოითხოვოს ბრალდებულისათვის სასჯელის შემცირება ან დანაშაულთა ერთობლიობისას მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე).

8.3. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ: მნიშვნელოვანია სანქციის თვისობრივი მდგომარეობა, რაც ვლინდება არა მარტო კონკრეტული კატეგორიის სანქციაში, არამედ ამ სანქციის არსებობის (რეალიზაციის) ფორმაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება N1/1/428,447,459 „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-31); არ შეიძლება სამართლებრივი მოვლენების ბუნების განსაზღვრისას, კერძოდ, მათი განმარტებისას, არ გავითვალისწინოთ მისი არსებობისა და ყოფიერების გარემო. სხვაგვარი შეფასებისას სამართლებრივი მოვლენების ფორმით შემოსაზღვრული შინაარსი გაცილებით ვიწრო იქნებოდა, ვიდრე მათი მოქმედების სივრცეში დანახული შინაარსი. საკმარისია გაჩნდეს იმისი პრეტენზია, რომ ყოველი მსგავსი მოვლენა, აუცილებლად უნდა მოექცეს შესაბამის ნორმატიულ ფორმაში, რომ ეს იქნებოდა ფორმალური მიდგომა და მსგავსი მოვლენების ორგანული კავშირის ეჭვქვეშ დაყენება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება N1/1/428,447,459 „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32).

8.4. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლს, რომელიც საპროცესო შეთანხმების დადებისას უშვებს საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელის ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნის შესაძლებლობას, ასევე ითვალისწინებს პირობითი მსჯავრის ბუნებასა და იმ გარემოებას, რომ პირობითი მსჯავრი არაპირდაპირ სასჯელთა სისტემის სივრცეშია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება N1/1/428,447,459 „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32), საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლს, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს სრულად პირობითად (გარდა ამავე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა), სამართლიანობის პრინციპს, სასჯელის ზოგადი და კერძო პრევენციის, რესოციალიზაციის მიზნებს.

9. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლის მოთხოვნებს, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელის მეშვეობით საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას, ლ. ც–ს პიროვნებას და მის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მოტივს.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას შუამდგომლობა ლ. ც–ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს კასატორი დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე დაზუსტებულ მოთხოვნას – საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

11.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

11.2. შესაბამისად, ლ. ც–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. ნ–ის – საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

11.3. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუასა და მსჯავრდებულ ლ. ც–ს შორის;

3.1. ლ. ც.ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ტ. მ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 3 წელი, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს – 2 წელი;

3.2. ლ. ც.ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (ქ. გ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 3 წელი, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს –2 წელი;

3.3. ლ. ც.ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ჯ. მ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 3 წელი, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს –2 წელი;

3.4. ლ. ც.ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ე. გ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 3 წელი, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს –2 წელი;

3.5. ლ. ც.ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (ა. ა–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 3 წელი, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს – 2 წელი;

3.6. ლ. ც.ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ი. კ–სეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 3 წელი, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს – 2 წელი;

3.7. ლ. ც.ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (ნ. კ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 3 წელი, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს – 2 წელი;

3.8. ლ. ც.ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (ც. კ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 3 წელი, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს – 2 წელი;

3.9. ლ. ც.ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ხ. ლ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 3 წელი, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს – 2 წელი;

3.10. ლ. ც.ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ლ. თ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 3 წელი, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს – 2 წელი;

3.11. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით ბრალდებულს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს– 5 წელი თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 3 წელი, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს 2 წელი;

3.12. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს გაუქმდეს განაჩენების მიხედვით სასჯელის განსაზღვრის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;

3.13. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განჩინებითა და გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილის - 4 წლით, 4 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთიდან – 1 წელი, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით კვლავ ჩაეთვალოს პირობით. დანიშნული სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბოს და განაჩენთა ერთობლიობით ბრალდებულს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 3 წელი, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს – 3 წელი, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს – 3 წელი.

4. მსჯავრდებულ ლ. ც–ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ვადა აეთვალოს დაკავებიდან - 2021 წლის 20 ივნისიდან;

5. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

6. მსჯავრდებულ ლ. ც–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. ნ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანის შესახებ არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვის გამო;

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი