1. პროკურორი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი. მას ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი.
2. სასამართლოში თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას პროკურორი დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს.
3. ზემდგომი პროკურორი უფლებამოსილია გააუქმოს ქვემდგომი პროკურორის მიერ მიღებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შეიტანოს მასში ცვლილება ან შეცვალოს იგი ახალი გადაწყვეტილებით.
4. პროკურორი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სხდომაში.
5. ამ კოდექსის საფუძველზე გამოძიებისას პროკურორის დადგენილების შესრულება სავალდებულოა.
6. პროკურორი უფლებამოსილია:
ა) საგამოძიებო ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაცვით სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაავალოს ამა თუ იმ სამართალდამცავ ორგანოს ან გამომძიებელს; საქმე ჩამოართვას ერთ გამომძიებელს და გადასცეს მეორეს. საქართველოს გენერალურ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს; გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობიდან ჩამოაშოროს ქვემდგომი პროკურორი და მისი ფუნქციები დააკისროს სხვა პროკურორს;
ბ) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში ან თვითონ აწარმოოს წინასწარი გამოძიება სრული მოცულობით;
გ) გამოძიებისას სავალდებულო მითითება მისცეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს ან/და ქვემდგომ პროკურორს;
დ) მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის ცალკეული მასალები ან მთლიანად სისხლის სამართლის საქმე;
ე) ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების, ადამიანის უფლებათა შემზღუდველი საგამოძიებო მოქმედების ან/და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების მისაღებად, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს;
ე1) პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულს ამ კოდექსით დადგენილი წესით შეუზღუდოს ხანმოკლე პაემნის ან/და ხანგრძლივი პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლება;
ვ) გააუქმოს გამომძიებლის ან ქვემდგომი პროკურორის დადგენილება;
ზ) შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და გამოძიება ან შეაჩეროს სისხლისსამართლებრივი დევნა;
თ) გადაწყვიტოს საჩივარი გამომძიებლის მოქმედების ან/და დადგენილების გამო, ხოლო მისი სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში საჭირო ახსნა-განმარტება მისცეს სასამართლოს;
ი) შეცვალოს ბრალდება;
კ) ბრალდებულთან დადოს საპროცესო შეთანხმება და სასამართლოში წარადგინოს შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე;
ლ) სასამართლოში წარადგინოს მტკიცებულება, მონაწილეობა მიიღოს მისი დასაშვებობის საკითხის განხილვაში;
მ) სასამართლოს მიმართოს გამოძიების პროცესში კერძო პირთაგან მტკიცებულებათა გამოთხოვის შუამდგომლობით;
ნ) მოითხოვოს და დაუბრკოლებლად მიიღოს სახელმწიფო ორგანოებიდან დოკუმენტი თუ სხვა ნივთიერი მტკიცებულება;
ო) გამოიტანოს დადგენილება ბრალდებულის (მსჯავრდებულის) ძებნის შესახებ;
პ) პირი ცნოს დაზარალებულად და განუმარტოს მისი უფლება-მოვალეობები;
ჟ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის
კანონი №
3814
–
ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4031 - ვებგვერდი, 26.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 15.12.2023 კანონი №4031
- 30.11.2018 კანონი №3814
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 33. პროკურორი 1. პროკურორი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი. მას ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი. 2. სასამართლოში თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას პროკურორი დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს. 3. ზემდგომი პროკურორი უფლებამოსილია გააუქმოს ქვემდგომი პროკურორის მიერ მიღებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შეიტანოს მასში ცვლილება ან შეცვალოს იგი ახალი გადაწყვეტილებით. 4. პროკურორი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სხდომაში. 5. ამ კოდექსის საფუძველზე გამოძიებისას პროკურორის დადგენილების შესრულება სავალდებულოა. 6. პროკურორი უფლებამოსილია: ა) საგამოძიებო ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაცვით სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაავალოს ამა თუ იმ სამართალდამცავ ორგანოს ან გამომძიებელს; საქმე ჩამოართვას ერთ გამომძიებელს და გადასცეს მეორეს. საქართველოს გენერალურ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს; გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობიდან ჩამოაშოროს ქვემდგომი პროკურორი და მისი ფუნქციები დააკისროს სხვა პროკურორს; ბ) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში ან თვითონ აწარმოოს წინასწარი გამოძიება სრული მოცულობით; გ) გამოძიებისას სავალდებულო მითითება მისცეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს ან/და ქვემდგომ პროკურორს; დ) მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის ცალკეული მასალები ან მთლიანად სისხლის სამართლის საქმე; ე) ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების, ადამიანის უფლებათა შემზღუდველი საგამოძიებო მოქმედების ან/და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების მისაღებად, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს; ე1) პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულს ამ კოდექსით დადგენილი წესით შეუზღუდოს ხანმოკლე პაემნის ან/და ხანგრძლივი პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლება; ვ) გააუქმოს გამომძიებლის ან ქვემდგომი პროკურორის დადგენილება; ზ) შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და გამოძიება ან შეაჩეროს სისხლისსამართლებრივი დევნა; თ) გადაწყვიტოს საჩივარი გამომძიებლის მოქმედების ან/და დადგენილების გამო, ხოლო მისი სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში საჭირო ახსნა-განმარტება მისცეს სასამართლოს; ი) შეცვალოს ბრალდება; კ) ბრალდებულთან დადოს საპროცესო შეთანხმება და სასამართლოში წარადგინოს შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე; ლ) სასამართლოში წარადგინოს მტკიცებულება, მონაწილეობა მიიღოს მისი დასაშვებობის საკითხის განხილვაში; მ) სასამართლოს მიმართოს გამოძიების პროცესში კერძო პირთაგან მტკიცებულებათა გამოთხოვის შუამდგომლობით; ნ) მოითხოვოს და დაუბრკოლებლად მიიღოს სახელმწიფო ორგანოებიდან დოკუმენტი თუ სხვა ნივთიერი მტკიცებულება; ო) გამოიტანოს დადგენილება ბრალდებულის (მსჯავრდებულის) ძებნის შესახებ; პ) პირი ცნოს დაზარალებულად და განუმარტოს მისი უფლება-მოვალეობები; ჟ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(224)
- საქმე №ბს-83(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2026
…პროკურატურა ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურატურა ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს დანაშაულის გამოძიებას, სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად კი, პროკურორი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი, მას ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი.
- საქმე №2კ-983აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.12.2025
საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილს (პროკურორი უფლებამოსილია, მათ შორის – ბრალდებულთან დადოს საპროცესო შეთანხმება და სასამართლოში წარადგინოს შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე);
- საქმე №ბს-552(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.11.2025
…კონსტიტუციის 18.4 მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე და 207-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1005-ე, 413-ე, მე-18 მუხლებზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე, 33-ე, 166-ე, 167-ე, მე-3, მე-19, 268-ე მუხლებზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობდა გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გ.ო-ეს წარედგინა ბრალი.
- საქმე №ბს-365(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2025
კასატორი მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე და 33-ე მუხლებზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-19 მუხლებზე. კასატორის შეფასებით, მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით დასტურდება, რომ ზ.
- საქმე №2კ-1აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.06.2025
ს-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს: საქართველოს სსსკ-ის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პროკურორი უფლებამოსილია, შეცვალოს ბრალდება, ხოლო იმავე კოდექსის 250-ე მუხლის პირველი და მეორე…
- საქმე №ბს-1081(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.04.2025
- საქმე №2კ-857აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.01.2025
- საქმე №2კ-1300აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.12.2024
- საქმე №2კ-37აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.07.2024
- საქმე №2კ-1009აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.03.2024
- საქმე №ბს-1277(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2024
- საქმე №2კ-1084აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.01.2024
- საქმე №2კ-775აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.11.2023
- საქმე №2კ-419აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.10.2023
- საქმე №ბს-981(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
- საქმე №ბს-363(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
- საქმე №ას-836-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.03.2023
- საქმე №2კ-790აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.11.2022
- საქმე №ბს-770(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.11.2022
- საქმე №2კ-343აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.10.2021
- საქმე №ბს-264(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.09.2021
- საქმე №2კ-304აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.08.2021
- საქმე №ბს-890(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2019
- საქმე №ბს-101-101(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.04.2018
- საქმე №2კ-750აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.05.2017
- საქმე №2კ-227აპ.-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.02.2014
- საქმე №2კ-370აპ.-12 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.12.2012
- საქმე №2კ-24აპ.-11 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.02.2011
- საქმე №010100119003248266 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 20.02.2020
- საქმე №330100119002946088 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.02.2020
- საქმე №140100118002408865 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.02.2020
- საქმე №140100119003271402 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.02.2020
- საქმე №330100118002482993 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.01.2020
- საქმე №330100119002993783 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.01.2020
- საქმე №330100119003234624 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.12.2019
- საქმე №330310018002790305 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.11.2019
- საქმე №330310018002386512 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.11.2019
- საქმე №330100118002667881 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.11.2019
- საქმე №020310019002936047 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 11.11.2019
- საქმე №020310018002617116 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 23.09.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 224-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება