პირი უფლებამოსილია ნაფიც მსაჯულად მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესში, თუ:
ა) საქართველოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულია, როგორც 18 წელს გადაცილებული პირი;
ბ) იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;
გ) ცხოვრობს აღმოსავლეთ ან დასავლეთ საქართველოში − იმის შესაბამისად, თუ საქართველოს რომელ ნაწილში მდებარე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში იმართება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი;
დ) არ აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რომელიც ხელს შეუშლის მის მიერ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებას.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის
კანონი
№5591
- ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6842 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 14.07.2020 კანონი №6842
- 24.06.2016 კანონი №5591
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (29.12.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 29. მოთხოვნები ნაფიცი მსაჯულისადმი პირი უფლებამოსილია ნაფიც მსაჯულად მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესში, თუ: ა) საქართველოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულია, როგორც 18 წელს გადაცილებული პირი; ბ) იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა; გ) ცხოვრობს აღმოსავლეთ ან დასავლეთ საქართველოში − იმის შესაბამისად, თუ საქართველოს რომელ ნაწილში მდებარე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში იმართება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი; დ) შეზღუდული არა აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობები, რაც ხელს არ შეუშლის მის მიერ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებას. [ დ) არ აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რომელიც ხელს შეუშლის მის მიერ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებას. (ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-977(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.11.2024
კასატორი მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-10, 29-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან არ იქნა შესრულებული პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველეყო საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის ეფექტური დაცვა.
- საქმე №ბს-738(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.07.2019
კასატორმა - სამცხე-ჯავახეთის პროკურატურამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლზე, სზაკ-ის 207-ე, 208-ე მუხლებზე, სკ-ის 413-ე, 992-ე, 1005-ე მუხლებზე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3, მე-29, 32-ე და 33-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გარდა სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით დადგენილი და ეროვნული სასამართლო პრაქტიკა.
- საქმე №2კ-2-I-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.09.2016
ნ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა, 2003 წლის 10 ივნისის დადგენილებით გამოცხადდა ძებნა, ხოლო 2003 წლის 17 ივნისის დადგენილებით - საქართველოს სსსკ-ის 29-ე მუხლის,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლის სამართლის №….. საქმეზე შეჩერდა სამართალწარმოება ბრალდებულ ე.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება