1. ნაფიც მსაჯულს და ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს უფლება აქვთ, დროულად მიიღონ სახელმწიფოსგან ყველა ხარჯის ანაზღაურება, რომლებიც პირდაპირაა დაკავშირებული მათ მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულებასთან. დღიური, სამგზავრო და სხვა პირდაპირი ხარჯების ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სასამართლო ნაფიცი მსაჯულების თანხმობით უზრუნველყოფს მათ გადაყვანას მათთვის საგანგებოდ გამოყოფილი ტრანსპორტით მათი საცხოვრებელი ან დროებითი განთავსების ადგილიდან შესაბამის სასამართლომდე და უკან.
2. დასაქმებულ პირს ნაფიც მსაჯულად სასამართლო პროცესში მონაწილეობის დროს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ანაზღაურება.
3. (ამოღებულია - 28.06.2021, №707).
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის
კანონი
№5591
- ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის კანონი №707 – ვებგვერდი, 29.06.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.06.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 28.06.2021 კანონი №707
- 24.06.2016 კანონი №5591
- 28.10.2011 კანონი №5170
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (28.06.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 28. ნაფიცი მსაჯულის (მსაჯულობის კანდიდატის) სოციალური გარანტიები 1. ნაფიც მსაჯულს და ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს უფლება აქვთ, დროულად მიიღონ სახელმწიფოსგან ყველა ხარჯის ანაზღაურება, რომლებიც პირდაპირაა დაკავშირებული მათ მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულებასთან. დღიური, სამგზავრო და სხვა პირდაპირი ხარჯების ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სასამართლო ნაფიცი მსაჯულების თანხმობით უზრუნველყოფს მათ გადაყვანას მათთვის საგანგებოდ გამოყოფილი ტრანსპორტით მათი საცხოვრებელი ან დროებითი განთავსების ადგილიდან შესაბამის სასამართლომდე და უკან. 2. დასაქმებულ პირს ნაფიც მსაჯულად სასამართლო პროცესში მონაწილეობის დროს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ანაზღაურება. 3. სასამართლო(ამოღებულია ვალდებულია- ინდივიდუალურად28.06.2021, გაითვალისწინოს№707). ნაფიცი მსაჯულის კანონიერი ინტერესები. სასამართლო თავისუფლდება ამ ვალდებულებისაგან, თუ ნაფიცი მსაჯულის კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილებით დაცული სიკეთე ნაკლებია, ვიდრე მართლმსაჯულებისათვის ან მესამე პირისათვის მიყენებული ზიანი. ასეთ შემთხვევაში პირი არ უნდა გათავისუფლდეს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებისაგან. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(14)
- საქმე №1აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.07.2025
ა–ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილი დანაშაულის ჩადენაში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
- საქმე №33აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.12.2022
ჭ-ე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,ა“ ქვეპუნქტისა და 28-ე მუხლის პირველი ნაწილის,,პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
- საქმე №6აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2022
ჭ–ე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,ა“ ქვეპუნქტისა და 28-ე მუხლის პირველი ნაწილის,,პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
- საქმე №100აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.03.2018
წელს, - მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყდა საქმისწარმოება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში პროკურორის მიერ ბრალდებაზე უარის თქმის გამო;
- საქმე №35აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.11.2016
„ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 5 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და სსსკ-ის 28-ე მუხლის საფუძველზე თ. ჩ. გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან.
- საქმე №2კ-266აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.11.2015
- საქმე №8საზ.-2010 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.05.2010
- საქმე №140210018002725136 · გორის რაიონული სასამართლო · 21.12.2018
- საქმე №2კ-206-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.12.2024
- საქმე №ბს-599(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2023
- საქმე №2კ-457აპ.-11 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.10.2011
- საქმე №ას-779-833-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.07.2011
- საქმე №2კ-143აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.06.2010
- საქმე №2კ-372აპ.-09 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.10.2009
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება