1. პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე:
ა) თუ უკანასკნელი წლის განმავლობაში უკვე იყო ნაფიცი მსაჯული;
ბ) თუ ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვასთან, და მისი კონკრეტულ პერიოდსა და ვითარებაში შეცვლა შეუძლებელია ან მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს, რაც დასტურდება ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი ინფორმაციების ერთობლიობით. ეს წესი განსაკუთრებული მნიშვნელობის სხვა სამუშაოს შემსრულებელ პირზე შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში;
გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;
დ) თუ ხანგრძლივად იმყოფება ან მიემგზავრება საქართველოს ფარგლების გარეთ;
ე) თუ 70 წელს გადაცილებულია.
2. სასამართლო ვალდებულია ინდივიდუალურად გაითვალისწინოს ნაფიცი მსაჯულის კანონიერი ინტერესები. სასამართლო თავისუფლდება ამ ვალდებულებისგან, თუ ნაფიცი მსაჯულის კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილებით დაცული სიკეთე ნაკლებია, ვიდრე მართლმსაჯულებისთვის ან მესამე პირისთვის მიყენებული ზიანი. ასეთ შემთხვევაში პირი არ უნდა გათავისუფლდეს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებისგან.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის კანონი №707 – ვებგვერდი, 29.06.2021წ.
თავი IV
პროკურორი, გამომძიებე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.06.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 28.06.2021 კანონი №707
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (28.06.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 31. უარი ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე 1. პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე: ა) თუ უკანასკნელი წლის განმავლობაში უკვე იყო ნაფიცი მსაჯული; ბ) თუ ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიცრომელიც დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვასთან, და მისი კონკრეტულ პერიოდსა და ვითარებაში შეცვლა გამოიწვევსშეუძლებელია ან მნიშვნელოვან ზიანს;ზიანს გამოიწვევს, რაც დასტურდება ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი ინფორმაციების ერთობლიობით. ეს წესი განსაკუთრებული მნიშვნელობის სხვა სამუშაოს შემსრულებელ პირზე შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო; დ) თუ ხანგრძლივად იმყოფება ან მიემგზავრება საქართველოს ფარგლებსფარგლების გარეთ; ე) თუ 70 წელს გადაცილებულია. 2. სასამართლო ვალდებულია ინდივიდუალურად გაითვალისწინოს ნაფიცი მსაჯულის კანონიერი ინტერესები. სასამართლო თავისუფლდება ამ ვალდებულებისგან, თუ ნაფიცი მსაჯულის კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილებით დაცული სიკეთე ნაკლებია, ვიდრე მართლმსაჯულებისთვის ან მესამე პირისთვის მიყენებული ზიანი. ასეთ შემთხვევაში პირი არ უნდა გათავისუფლდეს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებისგან. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 თავი IV პროკურორი, გამომძიებელიგამომძიებე
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(24)
- საქმე №22აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.09.2022
რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის,,ბ“ ქვეპუნქტს, სასამართლომ განმარტა, რომ რ. ნ–სის საქმის განხილვისას საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი დებულებების დარღვევა არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რაც მოწმობს მტკიცებულების დაუშვებლობას.
- საქმე №ას-1322-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.04.2019
მეორე კასატორმა მიუთითა სსკ-ის 128-ე, 130-ე, 131-ე, 144-ე, 992-ე და 1008-ე მუხლები, სისხლის სამართლის საქმის წარმოებისა და განაჩენის დადგენის პერიოდში მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 30-ე, 31-ე, 33-ე, 37-ე, 38-ე, 39-ე მუხლები. 91. მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლას კანონმდებელი უკავშირებს სსკ-ის 1008-ე მუხლით განსაზღვრული 2 პირობიდან ერთ-ერთის არსებობას: ა) როდესაც შეიტყო ზიანის შესახებ;
- საქმე №ას-491-491-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.01.2019
სუსგ №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი), რომლის თანახმადაც, გამოძიებისათვის მიმართვა ხანდაზმულობის ვადის დენას წყვეტდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების განხორციელებამდე, ვიდრე დასაშვები იყო სამოქალაქო სარჩელის განხილვა ზიანის ანაზღაურების თაობაზე (ადრე მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 30-ე და 31-ე მუხლების თანახმად, პირს, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი, უფლება აქვს, სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ამ მიზნით წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი“.
- საქმე №330210013214835 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 04.04.2019
მეორე კასატორმა მიუთითა სსკ-ის 128-ე, 130-ე, 131-ე, 144-ე, 992-ე და 1008-ე მუხლები, სისხლის სამართლის საქმის წარმოებისა და განაჩენის დადგენის პერიოდში მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 30-ე, 31-ე, 33-ე, 37-ე, 38-ე, 39-ე მუხლები. 91. მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლას კანონმდებელი უკავშირებს სსკ-ის 1008-ე მუხლით განსაზღვრული 2 პირობიდან ერთ-ერთის არსებობას: ა) როდესაც შეიტყო ზიანის შესახებ;
- საქმე №340210015001009696 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 25.01.2019
სუსგ №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი), რომლის თანახმადაც, გამოძიებისათვის მიმართვა ხანდაზმულობის ვადის დენას წყვეტდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების განხორციელებამდე, ვიდრე დასაშვები იყო სამოქალაქო სარჩელის განხილვა ზიანის ანაზღაურების თაობაზე (ადრე მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 30-ე და 31-ე მუხლების თანახმად, პირს, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი, უფლება აქვს, სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ამ მიზნით წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი“.
- საქმე №330210014587582 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.02.2018
- საქმე №120100119003253135 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 18.03.2020
- საქმე №060100119003183464 · სამტრედიის რაიონული სასამართლო · 30.01.2020
- საქმე №120100119003151191 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 19.01.2020
- საქმე №120100119003218066 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 24.12.2019
- საქმე №120100119003055737 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 25.11.2019
- საქმე №120100119003034891 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 13.11.2019
- საქმე №020100118002628821 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 01.11.2019
- საქმე №120100119002990142 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 11.10.2019
- საქმე №120100117002053049 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 24.08.2019
- საქმე №120100119002802847 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 02.08.2019
- საქმე №120100118002581350 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 17.06.2019
- საქმე №120100118002483320 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 05.03.2019
- საქმე №120100118002735222 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 01.03.2019
- საქმე №120100118002585298 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 08.02.2019
- საქმე №120100118002342653 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 16.01.2019
- საქმე №120100118002299987 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 12.01.2019
- საქმე №120100117002196531 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 22.12.2018
- საქმე №120100118002338268 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 08.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება