1. სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას აწარმოებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის სისტემის საგამოძიებო დანაყოფების გამომძიებლები.
2. უწყებრივი კუთვნილების მიუხედავად, ყველა გამომძიებელს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვს და მათ მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება თანაბარი იურიდიული ძალისაა.
3. გამომძიებელს, რომელიც უშუალოდ არ იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, უფლება აქვს, პროკურორის დავალებით აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩაატაროს ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედება.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4424- ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 3 ივნისის კანონი №4731 - ვებგვერდი, 22.06.2011წ.
საქართველოს 2013 წლის
დეკემბრის კანონი №1797 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 8
ივლისის კანონი
№3955
- ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3126
–
ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 21
ივლისის
კანონი №
3276
–
ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4604 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №697 – ვებგვერდი, 25.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 8-ჯერ.
- 24.06.2025 კანონი №697
- 30.12.2021 კანონი №1314
- 08.05.2019 კანონი №4604
- 21.07.2018 კანონი №3276
- 05.07.2018 კანონი №3126
- 08.07.2015 კანონი №3955
- 03.06.2011 კანონი №4731
- 11.03.2011 კანონი №4424
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 34. გამოძიების ორგანოები 1. სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას აწარმოებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის სისტემის საგამოძიებო დანაყოფების გამომძიებლები. 2. უწყებრივი კუთვნილების მიუხედავად, ყველა გამომძიებელს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვს და მათ მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება თანაბარი იურიდიული ძალისაა. 3. გამომძიებელს, რომელიც უშუალოდ არ იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, უფლება აქვს, პროკურორის დავალებით აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩაატაროს ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედება. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს 2013 წლის დეკემბრის კანონი №1797 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №2კ-1148აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2026
კასატორის მტკიცებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას დაირღვა რიგი საპროცესო ნორმები, მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, ვინაიდან გამომძიებლები (მათ შორის, ვ. ზ-ე, მ. მ-ე) პროკურორის დავალების გარეშე ახორციელებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იყვნენ საქმის გამომძიებლები;
- საქმე №2კ-663აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.11.2024
ს-მა – სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება, საქართველოს სსკ-ის 31-ე მუხლის 1-ელი ნაწილისა და სსსკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ან მსჯავრდებულის…
- საქმე №2კ-809აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.05.2021
…სსსკ-ის) 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად პროკურორი უფლებამოსილია საგამოძიებო ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაცვით სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაავალოს ამა თუ იმ სამართალდამცავ ორგანოს ან გამომძიებელს. იმავე კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, გამომძიებელს, რომელიც უშუალოდ არ იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, უფლება აქვს, პროკურორის დავალებით აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩაატაროს ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედება.
- საქმე №2კ-43აპ.-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.06.2013
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას არ დარღვეულა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 34–ე მუხლის მე–3 ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, გამომძიებელს, რომელიც უშუალოდ არ იძიებს სისხლის სამართლის…
- საქმე №2კ-812აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დ-ს საქმეზე მტკიცებულებები მოიპოვეს არაუფლებამოსილმა პირებმა, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას აწარმოებენ, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლები.
- საქმე №330100119002821199 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.06.2019
- საქმე №010100118002720783 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 27.05.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება