1. გამომძიებელი არის სახელმწიფო მოსამსახურე ან მოხელე, რომელიც უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება. პროკურორი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს გამოძიებას, სარგებლობს გამომძიებლის სტატუსით.
2. გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად.
3. გამომძიებელი ვალდებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით შეასრულოს პროკურორის მითითება. თუ გამომძიებელი არ ეთანხმება პროკურორის მითითებას, მას უფლება აქვს, საქმე და თავისი მოსაზრებები წერილობით წარუდგინოს ზემდგომ პროკურორს. ზემდგომ პროკურორს შეუძლია გააუქმოს ქვემდგომი პროკურორის მითითება ან გამოძიება სხვა გამომძიებელს დაავალოს. აღნიშნულ საკითხზე ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა.
4. გამომძიებელი ვალდებულია შეასრულოს სასამართლოს განჩინება.
5. ამ კოდექსის შესაბამისად გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილების შესრულება სავალდებულოა.
6. თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძვლები, გამომძიებელი უფლებამოსილია:
ა) ჩაატაროს ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედება, გარდა იმ მოქმედებისა, რომლის ჩატარებაც პროკურორის კომპეტენციაა;
ბ) შესაბამის ორგანოს მისცეს წერილობითი მითითება დაკავებულთა და დაპატიმრებულთა გამოძიების ადგილზე მიყვანის შესახებ;
ბ1) პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულს ამ კოდექსით დადგენილი წესით შეუზღუდოს ხანმოკლე პაემნის ან/და ხანგრძლივი პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლება;
გ) მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების, რევიზიის, ინვენტარიზაციის, შემოწმების ჩატარება და დოკუმენტის წარდგენა;
გ1) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, წარუდგინოს მოთხოვნა დანაშაულის შესაძლო ჩადენის შედეგად დაუფლებული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირებისა და მისი აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების შესახებ დაუყოვნებლივ შეტყობინების თაობაზე, ამასთანავე, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას საჭიროების შემთხვევაში წარუდგინოს მოთხოვნა დანაშაულის შესაძლო ჩადენის შედეგად დაუფლებული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) და მისი შეზღუდვის (ბლოკირების) შესახებ დაუყოვნებლივ შეტყობინების თაობაზე;
დ) მოიწვიოს თარჯიმანი, ექსპერტი, ამოსაცნობი პირი;
ე) მისი მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საჩივარი და სისხლის სამართლის საქმის მასალები საპროცესო ხელმძღვანელ პროკურორს ან სასამართლოს;
ვ) სხვა გამომძიებლისათვის საგამოძიებო დავალების მიცემის თხოვნით მიმართოს საპროცესო ხელმძღვანელ პროკურორს;
ვ1) სისხლის სამართლის საქმის აღდგენის მიზნით, წერილობით მიმართოს შესაბამის ორგანოს ან დაწესებულებას საჭირო მასალების ან/და ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნით, აგრეთვე სრული მოცულობით ჩაატაროს საპროცესო მოქმედებები;
ზ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418
საქართველოს 2015 წლის 27
ოქტომბრის კანონი
№4378
- ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21
დეკემბრის კანონი
№164
- ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1575 – ვებგვერდი, 06.06.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4031 - ვებგვერდი, 26.12.2023წ.
თავი V
ბრალდებული, ადვოკა
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 15.12.2023 კანონი №4031
- 24.05.2022 კანონი №1575
- 21.12.2016 კანონი №164
- 27.10.2015 კანონი №4378
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 37. გამომძიებელი 1. გამომძიებელი არის სახელმწიფო მოსამსახურე ან მოხელე, რომელიც უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება. პროკურორი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს გამოძიებას, სარგებლობს გამომძიებლის სტატუსით. 2. გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. 3. გამომძიებელი ვალდებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით შეასრულოს პროკურორის მითითება. თუ გამომძიებელი არ ეთანხმება პროკურორის მითითებას, მას უფლება აქვს, საქმე და თავისი მოსაზრებები წერილობით წარუდგინოს ზემდგომ პროკურორს. ზემდგომ პროკურორს შეუძლია გააუქმოს ქვემდგომი პროკურორის მითითება ან გამოძიება სხვა გამომძიებელს დაავალოს. აღნიშნულ საკითხზე ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა. 4. გამომძიებელი ვალდებულია შეასრულოს სასამართლოს განჩინება. 5. ამ კოდექსის შესაბამისად გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილების შესრულება სავალდებულოა. 6. თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძვლები, გამომძიებელი უფლებამოსილია: ა) ჩაატაროს ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედება, გარდა იმ მოქმედებისა, რომლის ჩატარებაც პროკურორის კომპეტენციაა; ბ) შესაბამის ორგანოს მისცეს წერილობითი მითითება დაკავებულთა და დაპატიმრებულთა გამოძიების ადგილზე მიყვანის შესახებ; ბ1) პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულს ამ კოდექსით დადგენილი წესით შეუზღუდოს ხანმოკლე პაემნის ან/და ხანგრძლივი პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლება; გ) მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების, რევიზიის, ინვენტარიზაციის, შემოწმების ჩატარება და დოკუმენტის წარდგენა; გ1) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, წარუდგინოს მოთხოვნა დანაშაულის შესაძლო ჩადენის შედეგად დაუფლებული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირებისა და მისი აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების შესახებ დაუყოვნებლივ შეტყობინების თაობაზე, ამასთანავე, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას საჭიროების შემთხვევაში წარუდგინოს მოთხოვნა დანაშაულის შესაძლო ჩადენის შედეგად დაუფლებული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) და მისი შეზღუდვის (ბლოკირების) შესახებ დაუყოვნებლივ შეტყობინების თაობაზე; დ) მოიწვიოს თარჯიმანი, ექსპერტი, ამოსაცნობი პირი; ე) მისი მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საჩივარი და სისხლის სამართლის საქმის მასალები საპროცესო ხელმძღვანელ პროკურორს ან სასამართლოს; ვ) სხვა გამომძიებლისათვის საგამოძიებო დავალების მიცემის თხოვნით მიმართოს საპროცესო ხელმძღვანელ პროკურორს; ვ1) სისხლის სამართლის საქმის აღდგენის მიზნით, წერილობით მიმართოს შესაბამის ორგანოს ან დაწესებულებას საჭირო მასალების ან/და ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნით, აგრეთვე სრული მოცულობით ჩაატაროს საპროცესო მოქმედებები; ზ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418 თავი V ბრალდებული, ადვოკატიადვოკა
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(87)
- საქმე №ბს-274(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2026
მოცემულ შემთხვევაში, მართალია, 116-ე მუხლი წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს და მისთვის დაწესებული სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გადიოდა 2019 წელს (2013 წლიდან 6 წლის შემდეგ), თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად.
- საქმე №ბს-171(2კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2026
გამომძიებელი ვალდებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით შეასრულოს პროკურორის მითითება ( საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილი). გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად ( საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
- საქმე №2კ-915აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.04.2026
ბრალდების მხარემ გამოძიება არ აწარმოა საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის შესაბამისად, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, ვინაიდან არ გამოკითხა/დაკითხა კომისიის წევრი/ები.
- საქმე №ბს-1273(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.03.2026
გამომძიებელი ვალდებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით შეასრულოს პროკურორის მითითება ( საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილი), თავის მხრივ, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად ( საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
- საქმე №2კ-988აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.03.2026
…ორივე მოწმე სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით იძლევა ერთგვაროვან ჩვენებას. კერძოდ, როგორც ტ. ქ–ი, ასევე ე. ხ–ი უთითებს, რომ ტ. ქ–ს ხ. დ–ის მიმართ ფიზიკური ძალადობა არ ჩაუდენია. 8. საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია, გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად.
- საქმე №2კ-781აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.02.2026
- საქმე №2კ-630აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.12.2025
- საქმე №2კ-614აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.12.2025
- საქმე №2კ-468აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.11.2025
- საქმე №ბს-323(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
- საქმე №2კ-11აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2025
- საქმე №ბს-223(2კ-23.) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
- საქმე №ბს-223(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.12.2024
- საქმე №2კ-521აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.09.2024
- საქმე №2კ-14აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.07.2024
- საქმე №2კ-1437აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.06.2024
- საქმე №2კ-890აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.03.2024
- საქმე №2კ-1232აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.02.2024
- საქმე №2კ-808აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.01.2024
- საქმე №2კ-766აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.01.2024
- საქმე №2კ-241აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.09.2023
- საქმე №2კ-306აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.08.2023
- საქმე №2კ-1314აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.05.2023
- საქმე №ბს-363(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
- საქმე №2კ-112აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.05.2023
- საქმე №2კ-1310აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.05.2023
- საქმე №2კ-1294აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.04.2023
- საქმე №ბს-1301(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.02.2023
- საქმე №2კ-728აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.12.2022
- საქმე №ბს-402(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.11.2022
- საქმე №2კ-872აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.11.2022
- საქმე №2კ-229აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.07.2022
- საქმე №2კ-129აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.07.2022
- საქმე №2კ-1061აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.04.2022
- საქმე №2კ-1000აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.03.2022
- საქმე №2კ-524აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.12.2021
- საქმე №6აგ.-2019 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.08.2019
- საქმე №2კ-459აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.01.2019
- საქმე №2კ-332აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.11.2018
- საქმე №2კ-345აპ.-11 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.07.2011
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 87-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება