განაჩენი შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100123007290626
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №11აპ-25 ქ. თბილისი
ა. ე. 11აპ-25 14 ივლისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ შმაგი გობეჯიშვილისა და მსჯავრდებულ ე. ა–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ. ქ–ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 ნოემბრის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ე. ა–ს, - პ/ნ ......, - ბრალად ედებოდა:
1.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ჩადენილი არაერთგზის, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის XXXIII-ე თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 „დ“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით.
ე. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით ე. ა– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განჩინებით.
2023 წლის 16 მარტს, დილის საათებში, ქ. თ..., ა–ის დასახლებაში, ე. ა–მა 550 ლარად ა. ბ–ს უკანონოდ მიასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,1133 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რაც 2023 წლის 16 მარტს ამოღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ა. ბ–თან ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად.
1.2. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ჩადენილი დიდი ოდენობით და არაერთგზის, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით და იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის XXXIII-ე თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული – დანაშაული გათვალისწინებული – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-5 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით.
ე. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით ე. ა– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განჩინებით.
2023 წლის 16 მარტს, საღამოს საათებში, ქ. თ...., გ–ის გზატკეცილზე, რ. ს– - ვ.... მიმდებარე ტერიტორიაზე, ე. ა–მა 550 ლარად ა. ბ–ს უკანონოდ მიასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,5241 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რაც 2023 წლის 16 მარტს ამოღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ა. ბ–თან ჩატარებული ამოღების შედეგად.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 დეკემბრის განაჩენით:
2.1. ე. ა– ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 16 მარტის დილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;
2.2. ე. ა– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 16 მარტის საღამოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს – №..... გადაწყვეტილებით (ე. ა– პირობით ვადამდე გათავისუფლდა 1 წლით, 1 თვითა და 19 დღით ადრე) განსაზრვრული პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ ე. ა–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.4. ე. ა–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 30 მარტიდან;
2.5. ე. ა–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ჩამოერთვა:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 წლით;
ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 წლით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 წლით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 წლით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება - 15 წლით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 წლით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 წლით;
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
3.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა მოითხოვა ცვლილება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 დეკემბრის განაჩენში და ე. ა–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
3.2. მსჯავრდებულმა ე. ა–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ. ქ–ემ მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 დეკემბრის განაჩენის გაუქმება, ე. ა–ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 ნოემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
5.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი შმაგი გობეჯიშვილი ითხოვს ცვლილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 ნოემბრის განაჩენში და ე. ა–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
5.2. მსჯავრდებული ე. ა– და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ბ. ქ–ე ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 ნოემბრის განაჩენის გაუქმებას, ე. ა–ს უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.
5.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია მსჯავრდებულ ე. ა–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ. ქ–ის შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება ე. ა–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით გამართლების ნაწილში.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ბრალდების მხარე ითხოვს ე. ა–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო დაცვის მხარე – ე. ა–ს სრულად გამართლებას.
3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.
5. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ბრალდების მხარის მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საქართველოს სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით ადასტურებენ ე. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 16 მარტის დილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
6. ე. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 16 მარტის დილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის სამტკიცებლად წარმოდგენილია მხოლოდ მოწმე ა. ბ–ის ჩვენება. მოწმის განმარტებით, იგი ე. ა–ს იცნობს პენიტენციური დაწესებულებიდან, სადაც ისინი ერთად იხდიდნენ სასჯელს. სასჯელის მოხდის შემდეგ ის და ე. ა– შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც ე–მა მას 550 ლარად შესთავაზა ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინის მიყიდვა, ვინაიდან ე–მა იცოდა მისი ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება. იგი დასთანხმდა ე. ა–ს შემოთავაზებას და პერიოდულად ყიდულობდა მისგან ნარკოტიკულ საშუალებას 550 ლარად. იგი ე. ა–სგან ზოგჯერ დღეში ორჯერ ან სამჯერ ყიდულობდა ნარკოტიკულ საშუალებებს. 2023 წლის 16 მარტს დღის საათებში, ა....ის დასახლებაში, მან ისევ შეიძინა ე. ა–სგან ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ერთ ე.წ. ბაშად, რისთვისაც გადაუხადა 550 ლარი ხელზე. შეძენის შემდეგ იგი სახლისკენ გაემართა, რა დროსაც სახლთან ახლოს შეაჩერეს პოლიციელებმა, განუმარტეს უფლებები და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოუღეს ე. ა–სგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და ასევე – ქაღალდში გახვეული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, რომელიც ნაპოვნი ჰქონდა პირადად. ჩხრეკის მიმდინარეობას პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი იღებდა ვიდეოკამერით. ამოღებული ნივთიერებები პოლიციელებმა ჩადეს შესაბამის პაკეტში და დალუქეს. ასევე, შეადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელსაც იგი გაეცნო და შენიშვნები არ გამოუთქვამს, თუმცა აღელვების ნიადაგზე ხელი არ მოუწერია მასზე. ამის შემდეგ, იგი წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც გამოკითხეს, რა დროსაც მან გამოძიებას ნებაყოფლობით მიაწოდა ინფორმაცია მისგან ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინის ე. ა–სგან შეძენის თაობაზე. ამავე დროს მან გამოთქვა მზაობა ეთანამშრომლა გამოძიებასთან და ნებაყოფლობით მიეღო მონაწილეობა ე. ა–სგან ნარკოტიკული ნივთიერების საკონტროლო შესყიდვაში, რასაც ფარულად გადაიღებდა ვიდეოჩამწერი საშუალებით.
7. სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ ეთანხმება კასატორი ბრალდების მხარის მითითებას, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფარული ვიდეოჩანაწერებითა და მათი კრებსებით დგინდება, რომ ა. ბ–სა და ე. ა–ს 2023 წლის 16 მარტს დილითაც ჰქონდათ კონტაქტი ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით. კერძოდ: ა. ბ–ი ე. ა–ს ეკითხება „ეს რა არის?.. სველია“, რაზეც ე. ა– პასუხობს „იგივეა“. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ ფარულ ვიდეოჩანაწერში არ ისმის ა. ბ–ის კითხვაზე „ეს რა არის?.. სველია“, რას პასუხობს ე. ა–, ანალოგიურადაა მითითებული ვიდეოჩანაწერის კრებსით ამონაწერში (იხ.: ტ.1, ს.ფ. 141). იმავდროულად, სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა 2023 წლის 16 მარტს, დილის საათებში, ა. ბ–ისაგან გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალების – 0,1133 გრამი ჰეროინი (იხ.: ქიმიური ექსპერტიზის N720/სქ-722/ქრ დასკვნა ტ.1, ს.ფ.115-121) – ე. ა–სადმი კუთვნილებას.
8. ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
9. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 16 მარტის საღამოს ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: მოწმეთა: ა. ბ–ის, გ. ხ–ის, გ. ჟ–ს ჩვენებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით, 2023 წლის 17 მარტის ქიმიური ექსპერტიზის №.... დასკვნით, 2023 წლის 6 ოქტომბრის ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის N... დასკვნით, 2023 წლის 8 მაისის ფონოსკოპიური ექსპერტიზის N.... დასკვნით და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ე. ა–ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა არაერთგზის და გასაღება (იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის XXXIII-ე თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული) ჩადენილი დიდი ოდენობით.
10. ა. ბ–ის განმარტებით, 2023 წლის 16 მარტს, დილის საათებში, გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკის საფუძველზე მისგან ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება. მან გამოძიებას ნებაყოფლობით მიაწოდა ინფორმაცია მისგან ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინის ე. ა–სგან შეძენის თაობაზე. ამავე დროს გამოხატა თანხმობა ე. ა–სგან ნარკოტიკული ნივთიერების საკონტროლო შესყიდვაში ნებაყოფლობით მონაწილეობაზე, რასაც ფარულად გადაიღებდა ვიდეოჩამწერი საშუალებით. იგი ე. ა–თან შეთანხმებული იყო, რომ იმავე დღეს - 2023 წლის 16 მარტს, საღამოს, დაახლოებით 18:00 საათზე მისგან კვლავ შეიძენდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, რის შესახებაც მან განუცხადა გამომძიებელს. ა. ბ–ი გაათავისუფლეს დაკავებიდან და საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადასცეს ფულადი თანხა - 550 ლარი, ასევე, აღჭურვეს სპეციალური აპარატურით, რომ მოეხდინა შესყიდვის ფარული ვიდეო გადაღება. იგი მივიდა შეხვედრის ადგილას, გ–ის გზატკეცილზე, რ. ს– - ვ.... მიმდებარე ტერიტორიაზე. შეხვედრაზე ე. ა– მივიდა „ჰონდას“ მარკის ავტომანქანით, რომლის უკანა მარცხენა სავარძელზეც იჯდა იგი. მანქანაში სხვა პირებიც ისხდნენ, რომლებსაც მოწმე არ იცნობდა. მან ე–ს ფანჯრიდან მიაწოდა 550 ლარი, ხოლო ე–მა მიაწოდა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მოთავსებული იყო თავმომწვარ პოლიეთილენის შეკვრაში. ე–მა მას უთხრა, რომ იგივე სახის ნარკოტიკული საშუალება იყო, რაც დილით მიჰყიდა. ამის შემდეგ ე. ა– წავიდა, ხოლო თვითონ წამოვიდა მოშორებით, სადაც მას ელოდებოდა გამომძიებელი, რომელმაც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ამოღების ჩატარების შესახებ დადგენილების საფუძველზე, მისგან ამოიღო ე. ა–სგან შეძენილი ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც ჩადო შესაბამის პაკეტში და დალუქა მის თვალწინ. გამომძიებელმა ასევე შეადგინა ამოღების ოქმი, რომელსაც იგი გაეცნო და მოაწერა ხელი.
11. ა. ბ–ის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია თანხვდენილია ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ფარულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებთან, რომლებიც გამოკვლეულ იქნა საქმის არსებითი განხილვის დროს. ვიდეოჩანაწერის თანახმად, ა. ბ–ი მოძრაობს ქუჩაში, ვიღაცას ეძახის მანქანა დაატრიალეო, თვითონ გადაადგილდება ფეხით, რა დროსაც მის წინ ჩერდება ავტომობილი, უკანა სავარძელზე მჯდომი ე. ა– (როგორც შემდგომში დადგინდა) წევს მინას, ა. ბ–ი ეკითხება ე. ა–ს სად იყო ამდენ ხანს, რაზეც პასუხობს, რომ იყო გზაში. საუბრის პარალელურად ა. ბ–ი აწვდის თანხას (შუაზე გადაკეცილ ქაღალდის ფულის კუპიურებს), ხოლო ე. ა– აწვდის პატარა შეკვრას სავარაუდოდ ე.წ. ბაშს, რაზეც ა. ბ–ი პასუხობს რომ სველია, მანქანა კი დაიძვრება ადგილიდან და იქიდან რას პასუხობს ე. ა– არ ისმის, ა. ბ–ი აგრძელებს ფეხით სიარულს და ჯდება ავტომობილში (როგორც მოწმეთა ჩვენებებით დგინდება გამომძიებელ გ. ჟ–სთან).
12. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას, რომ მოცემული ფარული ვიდეოჩანაწერი არაინფორმატიულია, მასში არ ჩანს ე. ა–ს მიერ ა. ბ–ისათვის რაიმე ნივთის გადაცემა და არც თანხა ჩაუთვლია ა. ბ–ს ე. ა–სათვის, ასევე ფონოსკოპიური ექსპერტიზით ვერ დგინდება, რომ პირი რომელიც ესაუბრება ა. ბ–ს არის ე. ა–.
12.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა მიერ სასამართლოში გამოკვლეულ ფარულ ვიდეოჩანაწერზე გარკვევით ჩანს როგორც ა. ბ–ის მიერ ე. ა–სათვის თანხის გადაცემის, ასევე ე. ა–ს მიერ პატარა შეკვრის მიწოდების ფაქტი, ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ფონოსკოპიური ექსპერტიზის №... დასკვნით ვერ დადგინდა, რომ ჩანაწერში მოსაუბრე პირის ხმა ეკუთვნოდა ე. ა–ს (რადგან ექსპერტიზაზე წარდგენილი ვიდეოჩანაწერები არ იყო საკმარისი საიდენტიფიკაციო გამოკვლევისათვის პიროვნების ხმისა და მეტყველების მიხედვით) ფონოსკოპიური ექსპერტიზის №... დასკვნით და ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის №..... დასკვნით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის №.....- საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დისკზე არსებულ ვიდეოგრამებს არ აღენიშნებოდა რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. ამასთან, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის №..... დასკვნით დგიდნება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკზე არსებული ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოგამოსახულებებზე და ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ ე– ბ-ის ძე ა....-ს (პ/ნ ......) ფოტოგამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთი და იმავე პირის იერსახის გამოსახულება (იხ.: ტ.4, ს.ფ. 250-260).
12.2. ა. ბ–ის არაერთგზის ნასამართლობაზე დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, სასამართლო სიფრთხილით ეკიდება და ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში აღნიშნული მოწმის ჩვენების გარდა წარმოდგენილია ობიექტური მტკიცებულება – ფარული ვიდეოჩანაწერი და ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის №.... დასკვნა. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია ალტერნატიული ჰაბიტოსკოპიური ან/და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ვიდეოჩანაწერზე ასახული პირი არ არის ე. ა– ან/და ფარულ ვიდეოჩანაწერს აღენიშნება რედაქტირების ან/და მონტაჟის ნიშნები. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული მტკიცებულების სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის/არ გაზიარების სამართლებრივი საფუძველი.
13. 2023 წლის 16 მარტს, ა. ბ–ისაგან გადაუდებელი აუცილებლობით ამოღებულ ე. ა–საგან შეძენილ ნივთიერებებზე (იხ: 2023 წლის 16 მარტის ამოღების ოქმი (ტ.1, ს.ფ.93-97)) ჩატარებული 2023 წლის 17 მარტის ქიმიური ექსპერტიზის №..... დასკვნით დგინდება, რომ ე. ა–ს მიერ, ა. ბ–ისათვის გადაცემული და ა. ბ–ისგან ამოღებული თეთრი ფერის თავმილღობილ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული ნოტიო მოყავისფრო ნივთიერება, წონით - 4,8202გ, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის რაოდენობაა - 0,5241გ (იხ.: ტ. 1, ს.ფ. 126-131).
14. დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს სასამართლო დაცვის მხარის მსჯელობას ნარკოტიკული საშუალებების შესაძლო შეცვლის შესახებ, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დალუქულ ნარკოტიკულ საშუალებაზე არ ფიქსირდება საგამოძიებო მოქმედება ამოღებაში მონაწილე ა. ბ–ისა და გამომძიებელ გ. ჟ–ს ხელმოწერები.
14.1. სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედების ოქმი უნდა პასუხობდეს საქართველოს სსსკ-ის 135-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 120-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. ამოღების დროს ამოღებული ნივთის შეფუთვისას, შეფუთულ ნივთზე, ლუქის გარდა, აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები რომლებიც საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ.
14.2. ა. ბ–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ე. ა–საგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება მანქანაში ჩაჯდომისას ეჭირა ხელში, მისგან ნარკოტიკის ამოღებისას საკუთარი ხელით ჩადო პაკეტში პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული ნარკოტიკი, შემდეგ გამომძიებლებმა პაკეტის თავი დააწებეს და დალუქეს მის თვალწინ, პაკეტს ეწერა შინაგან საქმეთა სამინისტრო, შეადგინეს ასევე ამოღების ოქმი, რომელსაც გაეცნო და ხელი მოაწერა, როგორც ახსოვს პაკეტისთვის ხელი არ მოუწერია, დაავიწყდა პაკეტზე ხელის მოწერა (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 დეკემბრის სხდომის ოქმი 16:00:15-16:01:56). სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. ჟ–სათვის ამ მიმართულებით დამაზუსტებელი კითხვები დაცვის მხარეს არ დაუსვამს(იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის სხდომის ოქმი).
14.3. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარისათვის იმთავითვე (გ. ჟ–სა და გ. ხ–ის მოწმის სახით დაკითხვისას) ცნობილი იყო, რომ ა. ბ–ისაგან გადაუდებელი აუცილებლობით ამოღებული ნარკოტიკული საშუალების დალუქვის პაკეტზე მითითებული იყო ორი სუბიექტის ვინაობა (სახელი და გვარი), ხოლო ხელმოწერა იყო მხოლოდ გ. ხ–ის. შესაბამისად, დაცვის მხარეს როგორც გ. ხ–ის, ასევე გ. ჟ–ს, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ჰქონდა შესაძლებლობა დაესვა მათთვის სასურველი კითხვები. ამასთან, ა. ბ–ის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას რაიმე არსებითი მნიშვნელობის გარემოება, რაც აუცილებელს გახდიდა მოცემულ მოწმეთა ხელახალ დაკითხვას არ გამოვლენილა.
15. დაცვის მხარის არგუმენტებზე, რომ 16.03.2023 წელს, დღის საათებში და წინა დღეებთან მიმართებით, არ მომხდარა ინფორმაციის გამოთხოვა, ჰქონდათ თუ არა სატელეფონო კონტაქტი ე. ა–სა და ა. ბ–ს, ა. ბ–ის ტელეფონიდან ასევე არ არის გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ შეხვედრის დასანიშნად ა. ბ–მა დაურეკა ე. ა–ს, – სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მოცემული გარემოება არ წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებას ე. ა–ს მოცემულ ეპიზოდში მსჯავრდებისათვის.
15.1. ამასთან, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომლებიც მოიპოვეს და წარმოადგინეს მხარეებმა; ერთი მხრივ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია, გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, ხოლო, მეორეს მხრივ კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15).
15.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა/ხელი შეეშალა დაცვის უფლების განხორციელებაში, მათ შორის, მტკიცებულებების მოპოვებაში (მაგ., ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებაში), სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევაში (მაგ., არსებითი განხილვის სხდომაზე პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე გ. ჟ–ს დაკითხვისას), დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების პროცესის მწარმოებელი ორგანოსათვის წარდგენაში. აღნიშნულის მიუხედავად, დაცვის მხარის მიერ სამართალწარმოებისას არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება/დასაბუთებული არგუმენტი, რაც დაადასტურებდა/მიუთითებდა საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიების/ პოზიციის საფუძვლანობას და სასამართლოს მისცემდა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
16. კასატორი დაცვის მხარის მტკიცებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ისე დაიგეგმა, ბრალდების მხარისათვის არ იყო ცნობილი რა ამოიღეს ა. ბ–ისაგან, ვინაიდან ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა თარიღდება 2023 წლის 17 მარტით.
16.1. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, მათ შორის, საქართველოს სსსკ-ით პირდაპირ გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების (მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების) ჩატარებისას გამოიყენება დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რაც გულისხმობს „ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობას, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა“.
16.2. მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ა. ბ–ს შესაძლოა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება, რის საფუძველზეც ჩატარდა ა. ბ–ის პირადი ჩხრეკა გადაუდებელი აუცილებლობით. ჩხრეკის შემდგომ თავად ა. ბ–მა განმარტა, რომ მისგან ამოღებული იყო ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შეიძინა ე. ა–საგან.
17. ფარული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ არ მოხდა ე. ა–ს დაკავება, რადგან მის მიმართ კვლავაც გრძელდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, მისი პირადი ჩხრეკა და დაკავება მოხდა 2023 წლის 30 მარტს. ამასთან საკონტროლო შესყიდვიდან ე. ა–ს დაკავებამდე გასული დროის გათვალისწინებით (ა. ბ–ს თანხა გადაეცა 2023 წლის 16 მარტს (იხ.: ტ.1, ს.ფ. 91), იმავე დღეს ჩატარადა საკონტროლო შესყიდვა (იხ.: საკონტროლო შესყიდვის განხორციელების შესახებ დავალება (ტ.1, ს.ფ. 83-85), ე. ა–ს პირადი ჩხრეკა და დაკავება კი მოხდა 30 მარტს (იხ.: 2023 წლის 30 მარტის პირადი ჩხრეკის ოქმი – ტ. 2, ს.ფ. 2-6; 2023 წლის 30 მარტის დაკავების ოქმი – ტ.2, ს.ფ. 7-11), მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ობიექტურად ნეიტრალური მტკიცებულებების (ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეოჩანაწერი), ასევე – საკონტროლო შესყიდვიდან დაკავებამდე გასული დროის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ის გარემოება, რომ ა. ბ–ის მიერ საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში ე. ა–სთვის გადაცემული ფულის კუპიურები ვერ იქნა ამოღებული, per se არ წარმოქმნის ე. ა–ს უდანაშაულობის მტკიცებულებას. ამასთან, დაცვის მხარის მსჯელობა მოცემული თანხის – 550 ლარის – დაკარგვისა და შემდგომში მოუძიებლობის შესახებ, მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში (ე. ა–ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა გასაღების დასადასტურებლად) არარელევანტურია.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ე. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-5 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
19. ე. ა–სათვის 2023 წლის 16 მარტის დილის ეპიზოდზე წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით, კასატორი დაცვის მხარის არგუმენტებთან მიმართებით (რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას დაირღვა საქართველოს სსსკ-ის მოთხოვნები), სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნულ ეპიზოდში ე. ა– ცნობილია უდანაშაულოდ და გამართლდა.
20. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.
21. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა). ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4, მე-5 ან მე-7 ნაწილით.
21.1. ე. ა–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-5 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელი განსაზღვრული აქვს დანაშაულთა იდეალური ერთობლიობის წესით, შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ე. ა–სათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-5 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელზე გაავრცელოს ამნისტია.
22. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ე. ა–ს სასჯელი განსაზღვრული აქვს განაჩენთა ერთობლიობის წესით.
22.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულება ვერ იქნება დამოკიდებული განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის წესის (შთანთქმის, ნაწილობრივ შეკრების ან სრულად შეკრების) გამოყენებაზე, ვინაიდან სასჯელის შთანთქმა, იმავდროულად, არ გულისხმობს, მის გაუქმებას (იხ. მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 ნოემბრის №791-24 განჩნება). ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი უნდა აღსრულდეს მსჯავრდებულის მიმართ არსებულ თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით შეფარდებულ და მოუხდელ სასჯელზე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
22.2. შესაბამისად, სასამართლო იმსჯელებს ე. ა–ს მიმართ გამოტანილ წინარე განაჩენებზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებაზე.
23. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით ე. ა–, ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
23.1. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
23.2. საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 24 იანვრის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
23.3. საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 28 მარტის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
23.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით;
23.5. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
23.6. ე. ა–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2013 წლის 14 მაისიდან.
24. თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენით:
24.1. ე. ა– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 6 თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;
24.2. ე. ა– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი;
24.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულის რეციდივის გამო, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. ა–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 6 თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი;
24.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით ე. ა–ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და მოუხდელი სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
24.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
24.6. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 10 წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
24.7. ე. ა–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2016 წლის 7 მაისიდან.
25. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განაჩენით:
25.1. ე. ა– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით.
25.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენით ე. ა–ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით და თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
25.3. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
26. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით:
26.1. ე. ა– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
26.2. ე. ა– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი;
26.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. ა–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
26.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განაჩენით ე. ა–ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 წელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 6 წლით - შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
26.5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად;
26.6. მსჯავრდებულ ე. ა–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2018 წლის 7 მარტიდან;
26.7. ე. ა–ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.
27. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი.
28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ე. ა–ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
29. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით: N-- პენიტენციური დაწესებულების მოთხოვნა მსჯავრდებულ ე. ა–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
29.1. მსჯავრდებული ე. ა– გათავისუფლდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელებისგან და აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა);
29.2. სხვა ნაწილში რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად;
29.3. მსჯავრდებულ ე. ა–ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნულ სასჯელზე;
29.4. მსჯავრდებული ე. ა– გათავისუფლდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელებისგან და აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა);
29.5. სხვა ნაწილში რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად;
29.6. მსჯავრდებულ ე. ა–ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნულ სასჯელზე;
29.7. საბოლოოდ ე. ა–ს მოსახდელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით, დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
29.8. მსჯავრდებულ ე. ა–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2018 წლის 7 მარტიდან;
29.9. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
30. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე ე. ა–ს სასჯელი შეუმცირდა 75 დღით და განესაზღვრა – 5 წლით, 9 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა.
31. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს – 2022 წლის 3 ნოემბრის N---------- გადაწყვეტილებით მსჯავრდებული ე. ა– პირობით ვადამდე გათავისუფლდა – 1 წლით, 1 თვითა და 19 დღით ადრე.
32. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით ე. ა–სათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელთან - 5 წლით თავისუფლების აღკვეთასთან (საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით) მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ე. ა–ს მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მოხდილია სრულად, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას უკვე მოხდილ სასჯელზე გაავრცელოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის N1022აპ-24 განაჩენი; 2024 წლის 4 დეკემბრის N1218აპ-24 განაჩენი; 2024 წლის 21 ნოემბრის N1331-24 განჩინება).
32.1. შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი უნდა გავრცელდეს ე. ა–სათვის განსაზღვრულ 2 წლით თავისუფლების აღკვეთაზე (რომელიც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად 3 წლის გამოსაცდელი ვადით). კერძოდ,32.2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასჯელისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით ერთი მეექვსედით შეუმცირდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
32.3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
32.4. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებას არ შეიცავს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი-მე-3 მუხლები, ე. ა–ს ასევე არ ჩაუდენია ამავე კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული. შესაბამისად, ვინაიდან ე. ა–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის სასჯელი განსაზღვრული აქვს იდეალური ერთობლიობის წესით მისთვის დანიშნული სასჯელი (მოუხდელი ნაწილი) უნდა შემცირდეს 1/6-ით. შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე უნდა განესაზღვროს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაითვალოს პირობით 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
33. თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენით: ე. ა–სათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის განსაზღვრულ სასჯელებთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტსა (სასჯელისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა მათ შორის საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) და მე-2 მუხლის პირველ პუნქტს (დანიშნული სასჯელი გაუნახევრდება განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა)).
33.1. ე. ა–ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში განსაზღვრული აქვს ჯარიმა - 1000 ლარი, შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე (ამნისტია არ ვრცელდება სასჯელის სახით განსაზღვრულ ჯარიმაზე), სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ე. ა– გაათავისუფლოს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელის – ჯარიმა 1000 ლარის – მოხდისაგან.
33.2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პირი, რომელმაც ჩაიდინა მათ შორის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, მასზე ამ მუხლის პირველი ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ-ის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო გასაღებისა, ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა ან მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღებისა) ჩადენისთვის.
33.2.1. ე. ა– საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო ნასამართლობის მქონე (რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში). შესაბამისად, ე. ა–ზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი.
33.2.2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ე. ა–ს 1/6-ით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა (რომელიც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით) და განესაზღვროს - 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
33.3. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. ა–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა (რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით);
33.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით ე. ა–ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებული მოუხდელი სასჯელი - 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;
33.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებულმა სასჯელმა - 3 წლით და 4 თვით თვით თავისუფლების აღკვეთამ უნდა შთანთქას წინა – რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 3 წლით და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა (რომელიც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით). სხვა ნაწილში თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
34. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განაჩენთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ ე. ა– თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე სრულად გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში განსაზღვრული სასჯელის (150 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის) მოხდისაგან და აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა). ამასთან, მოცემული განაჩენით საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენით ე. ა–ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი. შესაბამისად, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით (მთლიანად მიემატა წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი), „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გათვალისწინებით, ე. ა–ს უნდა განესაზღვროს 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა (რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით);
35. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით ე. ა–სათვის საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში განსაზღვრულ სასჯელებთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს:
35.1. ე. ა–ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის განსაზღვრული აქვს ჯარიმა - 2000 ლარი. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამნისტია არ ვრცელდება სასჯელის სახით განსაზღვრულ ჯარიმაზე. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ე. ა– გაათავისუფლოს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელის – ჯარიმა 2000 ლარის – მოხდისაგან.
35.2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა).
35.2.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გარდა ნარკოტიკული დანაშაულისა, ე. ა– ასევე ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი. იმავდროულად, ვინაიდან, ე. ა–სათვის მსჯავრადშერაცხილ დანაშაულზე მითითებას ასევე არ შეიცავს ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ე. ა–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი უნდა შეუმცირდეს 1/6-ით.
35.3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ე. ა–სათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქა როგორც საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელი – ჯარიმა 2000 ლარი, ასევე – საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განაჩენით ე. ა–სათვის განსაზღვრული მოუხდელი და ამნისტიით შემცირებული სასჯელი. ამასთან, 2022 წლის 3 ნოემბრის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს – N........ გადაწყვეტილებით ე. ა– პირობით ვადამდე გათავისუფლდა 1 წლით, 1 თვითა და 19 დღით ადრე. შესაბამისად, ე. ა–სათვის საბოლოოდ მოსახდელად დარჩენილი სასჯელი – 1 წლით, 1 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა – უნდა შემცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 11 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და ე. ა–სათვის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნამდე, მის მიმართ გამოტანილ წინარე განაჩენებზე უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.
37. საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან განსხვავებით არ ახდენს საქმის სრული მოცულობით გადასინჯვას საქმეში არსებული ყველა ფაქტების და მტკიცებულებების შეფასებას რომელსაც ემყარებოდა განაჩენი, უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ფარგლები შეზღუდულია სამართლის კონკრეტული საკითხებით“( Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017). იმავდროულად, გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ მოითხოვს კასატორების ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR, 11/10/2011), გულისხმობს კონკრეტული და მკაფიო პასუხების გაცემას კასატორიების იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.. Lobzhanidze and Peradze v. Georgia, nos. 21447/11, 35839/11, par.66, ECtHR, 27/02/2020).
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ შმაგი გობეჯიშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ ე. ა–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ. ქ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3.1. ე. ა– ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 16 მარტის დილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
3.2. ე. ა– ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და მე-5 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 16 მარტის საღამოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
4.1. ე. ა–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა (რომელიც ჩაეთვალა პირობითად 3 წლის გამოსაცდელი ვადით) „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა (რომელიც ჩაეთვალოს პირობითად 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით);
4.2. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
5.1. ე. ა–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით) „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩაეთვალოს პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით);
5.2. ე. ა–სათვის საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელზე – ჯარიმა - 1000 ლარი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ ვრცელდება;
5.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. ა–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გათვალისწინებით, განესაზღვროს – 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით);
5.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით ე. ა–ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი;
5.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა მოუხდელმა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებულმა სასჯელმა - 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა (რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით);
5.6. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენით ე. ა–ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი.
6.1. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გათვალისწინებით, ე. ა–ს განესაზღვროს – 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა (რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით);
6.2. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის განაჩენითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს – №.... გადაწყვეტილებით ე. ა–სათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი (1 წლით, 1 თვითა და 19 დღით) „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით შემცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს – 11 თვითა და 10 დღით პირობითი მსჯავრი;
8. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ე. ა–სათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს – №........ გადაწყვეტილებით განსაზღვრული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებული პირობით მსჯავრი (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება) – 11 თვითა და 10 დღით;
9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს – №......---- გადაწყვეტილებით განსაზღვრული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებული სასჯელი (11 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა) და საბოლოოდ ე. ა–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა;
10. ე. ა–ს სასჯელის ვადა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 30 მარტიდან;
11. ე. ა–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ჩამოერთვას:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 წლით;
ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 წლით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 წლით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 წლით;
ე) საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება - 15 წლით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 წლით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 წლით;
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
13. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე