1. მოსამართლეს უფლება აქვს, მოწმის დაკითხვის დროს უარი თქვას ბრალდებულის დასწრებაზე, თუ გამოიყენება მოწმის დაცვის ერთ-ერთი სპეციალური ღონისძიება.
2. ბრალდებულს დროულად უნდა შეატყობინონ მისი ან/და მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დრო და ადგილი. ბრალდებულს არა აქვს მისი ჩატარების არასაპატიო მიზეზით გადადების მოთხოვნის უფლება. თუ ბრალდებული დაპატიმრებულია და ჰყავს ადვოკატი, ასეთ საგამოძიებო მოქმედებას ესწრება მისი ადვოკატი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საგამოძიებო მოქმედებაში ბრალდებულის უშუალო მონაწილეობა აუცილებელია. თუ ბრალდებულს ან/და მის ადვოკატს გონივრულ ვადაში არ ეცნობა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დრო და ადგილი, ასეთი საგამოძიებო მოქმედება არ უნდა ჩატარდეს, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
3. თუ ადვოკატი საპატიო მიზეზით არ იღებს მონაწილეობას დანიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში, პროკურორი ვალდებულია იმ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რომელშიც ადვოკატს უნდა მიეღო მონაწილეობა, ერთჯერადად გადადოს გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 5 დღისა. ამ ვადის გასვლისთანავე პროკურორი საგამოძიებო მოქმედებას ატარებს ადვოკატის მონაწილეობის გარეშე, თუ არ არსებობს ამ კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა. ადვოკატის გამოუცხადებლობა არ იწვევს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების გადადება
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.11.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 40. ბრალდებულის დასწრების უფლების შეზღუდვა 1. მოსამართლეს უფლება აქვს, მოწმის დაკითხვის დროს უარი თქვას ბრალდებულის დასწრებაზე, თუ გამოიყენება მოწმის დაცვის ერთ-ერთი სპეციალური ღონისძიება. 2. ბრალდებულს დროულად უნდა შეატყობინონ მისი ან/და მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დრო და ადგილი. ბრალდებულს არა აქვს მისი ჩატარების არასაპატიო მიზეზით გადადების მოთხოვნის უფლება. თუ ბრალდებული დაპატიმრებულია და ჰყავს ადვოკატი, ასეთ საგამოძიებო მოქმედებას ესწრება მისი ადვოკატი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საგამოძიებო მოქმედებაში ბრალდებულის უშუალო მონაწილეობა აუცილებელიააუცილებელია. . თუ ბრალდებულს ან/და მის ადვოკატს გონივრულ ვადაში არ ეცნობა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დრო და ადგილი, ასეთი საგამოძიებო მოქმედება არ უნდა ჩატარდეს, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი. 3. თუ ადვოკატი საპატიო მიზეზით არ იღებს მონაწილეობას დანიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში, პროკურორი ვალდებულია იმ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რომელშიც ადვოკატს უნდა მიეღო მონაწილეობა, ერთჯერადად გადადოს გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 5 დღისა. ამ ვადის გასვლისთანავე პროკურორი საგამოძიებო მოქმედებას ატარებს ადვოკატის მონაწილეობის გარეშე, თუ არ არსებობს ამ კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა. ადვოკატის გამოუცხადებლობა არ იწვევს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების გადადებას.გადადება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №2კ-148აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.04.2024
ამასთან მსჯავრდებულების თანდასწრებით სასამართლოს მიერ არასრულწლოვანი მოწმის არდაკითხვასთან დაკავშირებით გასაჩივრებული განაჩენით განიმარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლი ადგენს ბრალდებულის პროცესზე დასწრების უფლების შეზღუდვას.
- საქმე №330100117001937154 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.06.2018
…მიერ გამოტანილი განჩინების შესრულებაზე საპროცესო მოქმედების - ხმის ნიმუშის აღების თაობაზე, არამედ სურდა ადვოკატის მონაწილეობა ამ საპროცესო მოქმედებაში, ხოლო მისი ახალი ადვოკატი იმყოფებოდა საზღვარგარეთ, სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის რეგულაციაზე, რომლის თანახმად, თუ არ არსებობს ამ კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა, ადვოკატის გამოუცხადებლობა არ იწვევს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების გადადებას.
- საქმე №160100117002207595 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 15.02.2018
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სასამართლომ იხელმძღვანელა, ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14, მე-40 მუხლებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტული მინიმალური წესების არასრუწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-5…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება