სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი:
ა) თუ არასრულწლოვანია;
ბ) თუ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;
გ) თუ აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას;
დ) თუ გამოტანილია განჩინება (დადგენილება) სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;
ე) თუ ჩადენილი ქმედებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით;
ვ) თუ მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე;
ზ) თუ სისხლის სამართლის საქმეს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო;
თ) თუ თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას;
ი) თუ გააძევეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
კ) თუ არაიდენტიფიცირებული პირია;
კ1) თუ განიხილება მისი გამარტივებული პროცედურის გამოყენებით უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის საკითხი;
ლ) ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქართველოს 2018 წლის 20
ივლისის
კანონი №3157
–
ვებგვერდი, 06.08.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6842 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 14.07.2020 კანონი №6842
- 20.07.2018 კანონი №3157
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (29.12.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 45. სავალდებულო დაცვა სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი: ა) თუ არასრულწლოვანია; ბ) თუ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა; გ) თუ აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას; [ გ) თუ აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას; (ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან)] დ) თუ გამოტანილია განჩინება (დადგენილება) სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; ე) თუ ჩადენილი ქმედებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით; ვ) თუ მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე; ზ) თუ სისხლის სამართლის საქმეს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო; თ) თუ თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას; ი) თუ გააძევეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან; კ) თუ არაიდენტიფიცირებული პირია; კ1) თუ განიხილება მისი გამარტივებული პროცედურის გამოყენებით უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის საკითხი; ლ) ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(18)
- საქმე №ბს-68(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.04.2026
…მუხლის მე-5 ნაწილზე მითითებით კასატორი განმარტავს, რომ ბრალდებულს აქვს ადვოკატის არჩევისა და ყოლის, ასევე მის მიერ არჩეული ადვოკატის ნებისმიერ დროს შეცვლის უფლება, ხოლო თუ ის უქონელია უფლება დაენიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. ამავე კოდექსის 45-ე მუხლის მიხედვით, სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი, თუ სახეზეა სავალდებულო დაცვის შემთხვევა.
- საქმე №ბს-83(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2026
…კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ბრალდებულს აქვს ადვოკატის არჩევისა და ყოლის, ასევე მის მიერ არჩეული ადვოკატის ნებისმიერ დროს შეცვლის უფლება, ხოლო თუ ის უქონელია – უფლება, დაენიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. ამავე კოდექსის 45-ე მუხლის მიხედვით, სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი, თუ არსებობს სავალდებულო დაცვის შემთხვევა.
- საქმე №ბს-1052(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.01.2026
კასატორმა აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 45-ე მუხლის მიხედვით, სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი, თუ გარკვეული კრიტერიუმებით იგი ექვემდებარება სავალდებულო დაცვას.
- საქმე №ბს-546(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.11.2025
კასატორმა აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 45-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი, თუ საქმეს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.
- საქმე №2კ-357აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.06.2025
განმცხადებელს, ასევე მიეთითა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 45-ე და 46-ე მუხლებზე და ეთხოვა, რომ ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება აცილების საფუძველი, მიეთითებინა მასზე.
- საქმე №2კ-978აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.02.2025
- საქმე №2კ-201აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.07.2024
- საქმე №2კ-416აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.06.2023
- საქმე №2კ-759აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.10.2022
- საქმე №ბს-168(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.09.2021
- საქმე №2კ-125აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.08.2019
- საქმე №2კ-180აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.07.2017
- საქმე №2კ-171აპ.-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.12.2014
- საქმე №2კ-798აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №160100117001932434 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.12.2018
- საქმე №330100117002152480 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.06.2018
- საქმე №030100118002438152 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 01.07.2019
- საქმე №020100117002071345 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 09.04.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება