1. იმ გარემოებათა გამოსავლენად, რომლებიც ამართლებს ბრალდებულს ან/და ამსუბუქებს მის პასუხისმგებლობას, ადვოკატმა დაცვის ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი უნდა გამოიყენოს. ადვოკატს არა აქვს უფლება, იმოქმედოს ბრალდებულის მითითებისა და ინტერესების საწინააღმდეგოდ. ადვოკატს ასევე არა აქვს უფლება, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ შეიტანოს საჩივარი ან უარი თქვას მასზე ბრალდებისა და სასჯელის ნაწილებში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ბრალდებულს აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას.
2. სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის დასაშვებად ადვოკატი წარადგენს ორდერს და თავის მოწმობას.
3. ადვოკატს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით გაეცნოს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიღოს მტკიცებულებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების, მათ შორის, გამოკითხვის ოქმების, ასლები, აგრეთვე ისარგებლოს ბრალდებულის ყველა უფლებით და დაცვის მხარის ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. ადვოკატი ვერ ისარგებლებს იმ უფლებებით, რომლებითაც, თვით ამ უფლებების ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება მხოლოდ ბრალდებულმა ისარგებლოს.
4. ადვოკატი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს საპროცესო მოქმედების ჩატარების ადგილზე და სასამართლოში.
საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 12
ივნისის
კანონი №
3715
– ვებგვერდი, 24.06.2015წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6842 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 14.07.2020 კანონი №6842
- 12.06.2015 კანონი №3715
- 14.06.2013 კანონი №741
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (29.12.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 44. ბრალდებულის ადვოკატის სამართლებრივი მდგომარეობა 1. იმ გარემოებათა გამოსავლენად, რომლებიც ამართლებს ბრალდებულს ან/და ამსუბუქებს მის პასუხისმგებლობას, ადვოკატმა დაცვის ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი უნდა გამოიყენოს. ადვოკატს არა აქვს უფლება, იმოქმედოს ბრალდებულის მითითებისა და ინტერესების საწინააღმდეგოდ. ადვოკატს ასევე არა აქვს უფლება, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ შეიტანოს საჩივარი ან უარი თქვას მასზე ბრალდებისა და სასჯელის ნაწილში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ბრალდებულს აქვს ისეთი ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას. [ 1. იმ გარემოებათა გამოსავლენად, რომლებიც ამართლებს ბრალდებულს ან/და ამსუბუქებს მის პასუხისმგებლობას, ადვოკატმა დაცვის ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი უნდა გამოიყენოს. ადვოკატს არა აქვს უფლება, იმოქმედოს ბრალდებულის მითითებისა და ინტერესების საწინააღმდეგოდ. ადვოკატს ასევე არა აქვს უფლება, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ შეიტანოს საჩივარი ან უარი თქვას მასზე ბრალდებისა და სასჯელის ნაწილებში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ბრალდებულს აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას. (ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან)] 2. სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის დასაშვებად ადვოკატი წარადგენს ორდერს და თავის მოწმობას. 3. ადვოკატს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით გაეცნოს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიღოს მტკიცებულებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების, მათ შორის, გამოკითხვის ოქმების, ასლები, აგრეთვე ისარგებლოს ბრალდებულის ყველა უფლებით და დაცვის მხარის ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. ადვოკატი ვერ ისარგებლებს იმ უფლებებით, რომლებითაც, თვით ამ უფლებების ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება მხოლოდ ბრალდებულმა ისარგებლოს. 4. ადვოკატი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს საპროცესო მოქმედების ჩატარების ადგილზე და სასამართლოში.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(25)
- საქმე №4აგ.-2026 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.05.2026
სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს, რომლის თანახმად, იმ გარემოებათა გამოსავლენად, რომლებიც ამართლებს ბრალდებულს ან/და ამსუბუქებს მის…
- საქმე №ბს-1130(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2026
…სიითი ნომერი; დ) იურიდიული პირი - სახელწოდება, რეგისტრაციის ნომერი; ე) დავალების შინაარსი (უნდა მოიცავდეს საპროცესო მოქმედებას და მათი შესრულების ადგილს ან ორგანოს); ვ) ორდერის გამცემი პირის ხელმოწერა; ზ) ორდერის მოქმედების ვადა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის დასაშვებად ადვოკატი წარადგენს ორდერს და თავის მოწმობას.
- საქმე №2კ-779აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.01.2026
…გადაცემით ბრალდებულს წაერთმევა, მათ შორის, საქმის სამივე ინსტანციაში გასაჩივრების შესაძლებლობა. 4.20. იმავდროულად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არჩევის უფლება ექსკლუზიურად ბრალდებულს ენიჭება. საქართველოს სსსკ-ის 44-ე მუხლი მკაფიოდ განსაზღვრავს ადვოკატის უფლებებს. ადვოკატს არ აქვს უფლება, იმოქმედოს ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ და ისარგებლოს იმ უფლებებით, რომლებიც ბუნებით მხოლოდ ბრალდებულს ეკუთვნის.
- საქმე №2კ-100აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.07.2025
სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 44-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, ადვოკატს უფლება არა აქვს ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ შეიტანოს საჩივარი.
- საქმე №ბ-1250-7(ა-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.10.2024
მათივე მოსაზრებით, რამდენადაც სარჩელის აღძვრის, საქმის წარმოებაში მიღების, საქმის განხილვისა და საქმეზე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა მაშინ მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371 მუხლი და 44-ე მუხლის 47-ე და 49-ე პუნქტები, ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 214 მუხლი, რომ არა საქართველოს სამხედრო პროკურატურის გამომძიებლის 2004 წლის 9 მაისის დადგენილება გ.
- საქმე №2კ-1089აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.10.2024
- საქმე №2კ-695აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.09.2024
- საქმე №2კ-414აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.04.2024
- საქმე №2კ-808აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.01.2024
- საქმე №2კ-864აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.12.2023
- საქმე №2კ-468აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.11.2022
- საქმე №2კ-1000აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.03.2022
- საქმე №2კ-605აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.12.2021
- საქმე №2კ-511აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.12.2021
- საქმე №ბს-168(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.09.2021
- საქმე №ას-798-763-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2015
- საქმე №ბს-661-646(2კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2015
- საქმე №2კ-798აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №2კ-478აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №330100117001896355 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.12.2018
- საქმე №120100119003177493 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 12.03.2020
- საქმე №080100118002599657 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 11.02.2019
- საქმე №330210018002596417 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 12.12.2018
- საქმე №820100118002458859 · ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო · 17.10.2018
- საქმე №280100118002387400 · ჩხოროწყუს მაგისტრატი სასამართლო · 26.04.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება