1. დაცვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს, თუ:
ა) გადახდისუუნარო ბრალდებული მოითხოვს ადვოკატის დანიშვნას;
ბ) არსებობს ამ კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა და სისხლის სამართლის საქმეში არ მონაწილეობს ბრალდებულის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით).
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ან მოსამართლე ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს იურიდიული დახმარების შესაბამის სამსახურს ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნის მოთხოვნით.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდებულს უფლება აქვს, მიმართოს იურიდიული დახმარების შესაბამის სამსახურს ადვოკატის დანიშვნის მოთხოვნით.
4. დაცვის სახელმწიფოს ხარჯზე განხორციელების შემთხვევაში სახელმწიფო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიღებს დაცვისათვის საჭირო სხვა ხარჯებსაც, თუ ეს ხარჯები პირდაპირაა დაკავშირებული ბრალდებულის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებასთან.
5. ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე შერჩევისა და დანიშვნის პროცედურა განისაზღვრება „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6549 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.
თავი VI
მოწმე და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.06.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.06.2012 კანონი №6549
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (19.06.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 46. დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე 1. დაცვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს, თუ: ა) გადახდისუუნარო ბრალდებული მოითხოვს ადვოკატის დანიშვნას; ბ) არსებობს ამ კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა და სისხლის სამართლის საქმეში არ მონაწილეობს ბრალდებულის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით). 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურორიბრალდების მხარე ან მოსამართლე ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს იურიდიული დახმარების შესაბამის სამსახურს ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნის მოთხოვნით. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდებულს უფლება აქვს, მიმართოს იურიდიული დახმარების შესაბამის სამსახურს ადვოკატის დანიშვნის მოთხოვნით. 4. დაცვის სახელმწიფოს ხარჯზე განხორციელების შემთხვევაში სახელმწიფო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიღებს დაცვისათვის საჭირო სხვა ხარჯებსაც, თუ ეს ხარჯები პირდაპირაა დაკავშირებული ბრალდებულის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებასთან. 5. ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე შერჩევისა და დანიშვნის პროცედურა განისაზღვრება „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. თავი VI მოწმე და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეებიმონაწილეე
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ბს-68(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.04.2026
…ადვოკატის ნებისმიერ დროს შეცვლის უფლება, ხოლო თუ ის უქონელია უფლება დაენიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. ამავე კოდექსის 45-ე მუხლის მიხედვით, სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი, თუ სახეზეა სავალდებულო დაცვის შემთხვევა. კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაცვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს, თუ არსებობს სავალდებულო დაცვის შემთხვევა და საქმეში არ მონაწილეობს შეთანხმებით აყვანილი ადვოკატი.
- საქმე №ბს-1052(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.01.2026
…ანაზღაურების კრიტერიუმებიდან. კასატორმა აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 45-ე მუხლის მიხედვით, სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი, თუ გარკვეული კრიტერიუმებით იგი ექვემდებარება სავალდებულო დაცვას. ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაცვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს თუ არსებობს სავალდებულო დაცვის შემთხვევა და საქმეში არ მონაწილეობს შეთანხმებით აყვანილი ადვოკატი.
- საქმე №ბს-546(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.11.2025
…სასამართლოების პრაქტიკა ანალოგიურ საქმეებზე. კასატორმა აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 45-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი, თუ საქმეს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაცვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს თუ არსებობს სავალდებულო დაცვის შემთხვევა და საქმეში არ მონაწილეობს შეთანხმებით აყვანილი ადვოკატი.
- საქმე №2კ-201აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.07.2024
უ–სთვის სახაზინო წესით ადვოკატის დანიშვნის საფუძველი იყო საქართველოს სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი („გადახდისუუნარო ბრალდებული მოითხოვს ადვოკატის დანიშვნას“) და არა საქართველოს სსსკ-ის 45-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი;
- საქმე №2კ-825აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.01.2024
განმცხადებელს ასევე განემარტა საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილის, საქართველოს სსსკ-უს 45-ე მუხლისა და 46-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესები, მათ შორის, ბრალდებულის უფლება, მიმართოს იურიდიული დახმარების შესაბამის სამსახურს ადვოკატის დანიშვნის მოთხოვნით;
- საქმე №ბს-168(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.09.2021
- საქმე №175აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.03.2017
- საქმე №ა-693-შ-19-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.03.2015
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება