თუ მამკვიდრებელმა აჩუქა ნივთი მესამე პირს, მაშინ სავალდებულო წილზე უფლების მქონე პირს შეუძლია მოითხოვოს მისი შევსება იმ თანხით, რომლითაც გაიზრდება მისი სავალდებულო წილი, თუკი გაჩუქებული ნივთი სამკვიდროში შევა. საჩუქარი ანგარიშში არ ჩაითვლება, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის საჩუქრის გადაცემიდან ათი წელია გასულ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 1378. სავალდებულო წილის გაზრდა გაჩუქებული ნივთის ხარჯზე
სამოქალაქო კოდექსის 1378-ე მუხლი · სკ 1378
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-1039-2020
მითითებული პრეტენზიის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება შემდეგია: სსკ-ის 1378-ე მუხლი წარმოადგენს სავალდებულო წილის მიმღები პირის უფლებას. სავალდებულო წილის მიმღებ პირს შეუძლია მოითხოვოს მის მიერ მისაღები სამკვიდრო ქონების გაზრდა მამკვიდრებლის მიერ მის სიცოცხლეში მესამე პირზე გაჩუქებული ქონების ღირებულებით, თუმცა ჩუქების ფაქტიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი.
- საქმე №ას-944-890-2010
ლ-ძის სავალდებულო წილის გაზრდას, რადგან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1378-ე მუხლის თანახმად, თუ მამკვიდრებელმა აჩუქა ნივთი მესამე პირს, მაშინ სავალდებულო წილზე უფლების მქონე პირს შეუძლია, მოითხოვოს მისი შევსება იმ თანხით, რომლითაც გაიზრდება მისი სავალდებულო წილი, თუკი გაჩუქებული ნივთი სამკვიდროში შევა.
- საქმე №ას-884-1179-05
სააპელაციო პალატამ სკ-ის 1371-ე, 1372-ე და 1378-ე მუხლების საფუძველზე მიიჩნია, რომ თ. პ-ს გააჩნია სავალდებულო წილისა და გაჩუქებული ნივთის (ბინის) ხარჯზე წილის გაზრდის მოთხოვნის უფლება.
- საქმე №3გ/ად-189-კ-03
აღნიშნულთან მიმართებაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას ყურადღება უნდა მიექცეს სკ-ს 1378-ე მუხლის დებულებებს, რომლის შესაბამისადაც, თუ მამკვიდრებელმა აჩუქა ნივთი მესამე პირს, მაშინ სავალდებულო წილზე უფლების მქონე პირს შეუძლია მოითხოვოს მისი შევსება იმ თანხით, რომლითაც გაიზრდებოდა მისი სავალდებულო წილი, თუკი გაჩუქებული ნივთი სამკვიდროში შევიდოდა.
- საქმე №340210019002844388
მოსარჩელე ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე და დედამისი ცხოვრობენ ბიძის (დედის ძმის) ოჯახში, მოსარჩელეს არ გააჩნია თავისი კუთხე და სურს, რომ იცხოვროს მამა-პაპისეულ სახლში და თავი არ იგრძნოს დაჩაგრულად (სამართლებრივი საფუძვლად კი მიუთითა სსკ-ის 524-ე-530-ე მუხლები და 1378-ე მუხლი; - 20-7 წლის 0- იანვარს მოსარჩელემ მიიღო სამკვიდრო მოწმობა, რომელიც გაიცა გ---------–---–ის ქონების 1/2 ნაწილზე, ხოლო სამკვიდრო ქონების მეორე 1/2 ნაწილი კი მიიღო მოპასუხემ;
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1372. სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტი
- მუხლი 1373. სავალდებულო წილის მოცულობის განსაზღვრა
- მუხლი 1374. თითოეული მემკვიდრის სავალდებულო წილის განსაზღვრა
- მუხლი 1375. მიღებული ქონების ჩათვლა სავალდებულო წილში
- მუხლი 1376. საანდერძო დანაკისრზე უარის თქმის შედეგები
- მუხლი 1377. სავალდებულო წილის გამოყოფა ანდერძით გაუთვალისწინებელი ქონებიდან
- მუხლი 1379. წილის შევსების მოთხოვნის უფლება
- მუხლი 1380. უარი სავალდებულო წილის მიღებაზე
- მუხლი 1381. სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევა
- მუხლი 1382. სავალდებულო წილის გადასვლა ანდერძით მემკვიდრეებზე
- მუხლი 1383. ცნება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1378, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1378/