1. სავალდებულო წილის მიღების უფლება შეიძლება ჩამორთმეულ იქნეს იმ საფუძვლების არსებობისას, რომლებიც იწვევენ საერთოდ მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევას.
2. სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევა შეიძლება მოხდეს მამკვიდრებლის მიერ ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში სასამართლოსათვის მიმართვის გზით.
3. სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევის შესახებ მოქმედებს სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. ასეთივე შედეგი დადგება მაშინაც, როცა მამკვიდრებელმა ჯერ კიდევ სიცოცხლეში მიმართა სასამართლოს, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მისი გარდაცვალების შემდე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
- საქმე №ას-1205-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.03.2022
სასარჩელო მოთხოვნისა და მის საფუძვლად მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი, იძლეოდა იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1381-ე და 1310-ე მუხლებია. 5.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირს შეიძლება ჩამოერთვას არა მხოლოდ მემკვიდრეობის უფლება, არამედ - სავალდებულო წილის მიღების უფლებაც.
- საქმე №ას-1048-988-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.03.2016
სამოქალაქო კოდექსის 1371-ე და 1381-ე მუხლების დანაწესების გათვალისწინებით, კასატორებს შესაძლოა ჰქონდეთ მხოლოდ სავალდებულო წილის მიღების მოთხოვნის უფლება შესაბამისი წინაპირობების არსებობის დადასტურების შემთხვევაში.
- საქმე №ას-265-249-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.05.2011
მოცემულ შემთხვევაში განსახილველი სარჩელი სამოქალაქო კოდექსის 1381-ე მუხლის მოთხოვნებიდან არ გამომდინარეობს და იგი ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნას არ შეიცავს.
- საქმე №ას-22-473-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2006
სამოქალაქო კოდექსის 1310-ე და 1381-ე მუხლებზე დაყრდნობით ი.მთვრალაშვილმა მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება. თ. მ-შვილმა სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: იგი დაბადებიდან, წლების განმავლობაში, ცხოვრობდა ქ.თბილისში,...
- საქმე №ას-169-496-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.04.2005
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სკ-ის 1381-ე მუხლის მიხედვით, მამკვიდრებელს მის სიცოცხლეში სასამართლოში მიმართვის გზით შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილის უფლების ჩამორთმევა, მაგრამ წარმოდგენილი სარჩელი მსგავს მოთხოვნას არ შეიცავს.
- საქმე №ას-1288-1411-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2005
- საქმე №3კ/615-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2003
- საქმე №3კ/560-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.09.2001
- საქმე №010210118002685908 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 27.03.2020
- საქმე №330210019002872642 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 15.05.2019
- საქმე №330210018002432116 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.08.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება