1. სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას მის მიღებაზე, მაგრამ ეს არ გამოიწვევს სხვა თანამემკვიდრეების სავალდებულო წილის გაზრდას. მისი წილი გადადის ანდერძით მემკვიდრეებზე.
2. სავალდებულო წილის მიღება ან მის მიღებაზე უარის თქმა უნდა მოხდეს სამკვიდროს მიღების ან მასზე უარის თქმისათვის დადგენილ დროშ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-459-434-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.06.2011
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1380-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს სანოტარო ბიუროში სავალდებულო წილის მიღების მოთხოვნით არ მიუმართავს, ასევე მოპასუხეს სამკვიდროს მიღებაზე უარი სანოტარო ბიუროში არ განუცხადებია.
- საქმე №ას-641-602-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2010
ამავე კოდექსის 1374-ე და 1380.1 მუხლების შესაბამისად, თითოეული მემკვიდრის სავალდებულო წილის განსაზღვრისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა კანონით მემკვიდრე, რომლებიც მოწვეული იქნებოდნენ სამკვიდროს მისაღებად, ანდერძი რომ არ ყოფილიყო.
- საქმე №190210018002763420 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 30.04.2019
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1307-ე, 1336-ე, 1319-ე, 1320-ე, 1371-ე, 1372-ე, 1380-ე, 1421-ე, 1423-ე, 1424-ე, 1435-ე, 1450-ე მუხლები; 6. სამართლებრივი შეფასება 6.1.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება