1. სასამართლოში მოწმე დებს რელიგიური ან არარელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცს.
2. სასამართლომ ფიცის დადების წინ მოწმეს უნდა აუხსნას ფიცის მნიშვნელობა და განუმარტოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე და 371-ე მუხლებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
3. რელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცის დადების დროს მოსამართლე მიმართავს მოწმეს:
„დაიფიცეთ ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთის წინაშე, რომ მთელი შეგნებით იტყვით მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავთ“.
მოწმე უპასუხებს:
„ვფიცავ. ღმერთი იყოს ჩემი მფარველი!“.
4. არარელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცის დადების დროს მოსამართლე მიმართავს მოწმეს:
„დაიფიცეთ, რომ მთელი შეგნებით იტყვით მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავთ“.
მოწმე უპასუხებს:
„ვფიცავ!“.
5. თუ მოწმე აცხადებს, რომ იგი თავისი რწმენისა თუ სხვა მოსაზრებათა გამო უარს ამბობს ფიცის დადებაზე, მაშინ მან ჩვენება უნდა მისცეს ფიცის შემცვლელი დადასტურების განხორციელებით. მოსამართლე მიმართავს მოწმეს:
„სასამართლოს წინაშე პასუხისმგებლობის მთელი შეგნებით ადასტურებთ თუ არა, რომ იტყვით მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავთ?“.
მოწმე უპასუხებს:
„დიახ, ვადასტურებ!“.
6. მოწმის მიერ ფიცის დადების ან ფიცის შემცვლელი დადასტურების განხორციელების ფაქტი დასტურდება მის მიერ ფიცის ან დადასტურების ტექსტზე ხელმოწერით.
7. ბრალდებულის მიერ მოწმის სახით ჩვენების მიცემამდე დადებული ფიცი არ ხელყოფს მის უფლებას, არ მისცეს მამხილებელი ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ჩვენების მიცემაზე უარი არ შეიძლება შეფასდეს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2015 წლის 18
დეკემბრის კანონი
№4677
- ვებგვერდი, 29.12.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.12.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 18.12.2015 კანონი №4677
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.05.2013 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 48. მოწმის მიერ ფიცის დადება 1. სასამართლოში მოწმე დებს რელიგიური ან არარელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცს. 2. სასამართლომ ფიცის დადების წინ სასამართლომ მოწმეს უნდა აუხსნას ფიცის მნიშვნელობა და განუმარტოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე–3711370-ე და 371-ე მუხლებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. 3. რელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცის დადების დროს მოსამართლე მიმართავს მოწმეს: „დაიფიცეთ ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთის წინაშე, რომ მთელი შეგნებით იტყვით მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავთ“. მოწმე უპასუხებს: „ვფიცავ. ღმერთი იყოს ჩემი მფარველი!“. 4. არარელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცის დადების დროს მოსამართლე მიმართავს მოწმეს: „დაიფიცეთ, რომ მთელი შეგნებით იტყვით მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავთ“. მოწმე უპასუხებს: „ვფიცავ!“. 5. თუ მოწმე აცხადებს, რომ იგი თავისი რწმენისა თუ სხვა მოსაზრებათა გამო უარს ამბობს ფიცის დადებაზე, მაშინ მან ჩვენება უნდა მისცეს ფიცის შემცვლელი დადასტურების განხორციელებით. მოსამართლე მიმართავს მოწმეს: „სასამართლოს წინაშე პასუხისმგებლობის მთელი შეგნებით ადასტურებთ თუ არა, რომ იტყვით მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავთ?“. მოწმე უპასუხებს: „დიახ, ვადასტურებ!“. 6. მოწმის მიერ ფიცის დადების ან ფიცის შემცვლელი დადასტურების განხორციელების ფაქტი დასტურდება მის მიერ ფიცის ან დადასტურების ტექსტზე ხელმოწერით. 7. ბრალდებულის მიერ მოწმის სახით ჩვენების მიცემამდე დადებული ფიცი არ ხელყოფს მის უფლებას, არ მისცეს მამხილებელი ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ჩვენების მიცემაზე უარი არ შეიძლება შეფასდეს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ბს-1023(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2021
…თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-13 და მე-14 მუხლებზე, საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208.1, 207-ე, 317.1, 992-ე და 1005.1 მუხლებზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-15, 48-ე, 32-ე მუხლებზე. კასატორის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუცია ადამიანის პატივსა და ღირსებას ხელშეუვლად აცხადებს.
- საქმე №2კ-549აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
ქ-ის მიმართ პრეტენზიის არარსებობის თაობაზე, თუმცა დაზარალებულის პოზიცია და პრეტენზიის არქონა, უპირობოდ არ ადასტურებს შესაბამისი პირების უდანაშაულობას მითუფრო, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სსსკ-ის 48-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა გ. გ-ს, ბ. მ-ისა და ნ.
- საქმე №170100119002966802 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.12.2019
რაც შეეხება ბრალდების მხარის აპელირებას, რომ მსჯავრდებული თ-----------------–---–ს პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვამდე ფიცი არ დაუდია და შესაბამისად, მისი ჩვენება არ უნდა შეფასდეს მტკიცებულებად, პალატა მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის 48-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, „ბრალდებულის მიერ მოწმის სახით ჩვენების მიცემამდე დადებული ფიცი არ ხელყოფს მის უფლებას, არ მისცეს მამხილებელი ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ“.
- საქმე №330100111002438489 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.04.2019
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 48-ე, 495-ე, 498-ე, 503-ე, 506-ე, 509-ე, 512-ე და 523-ე მუხლებით (ძვ.რედ.), 2012 წლის 28 დეკემბრის
- საქმე №330100115782719 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 03.10.2018
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 48-ე, 495-ე, 498-ე, 502-ე, 504-ე, 512-ე, 523-ე მუხლებით დ ა ა დ გ ი ნ ა: რ-------–-- ა-------–-ს ძე ე-----------
- საქმე №200100115001037333 · თელავის რაიონული სასამართლო · 14.03.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება