ექსპერტიზის ჩატარებამდე ან მის შემდეგ ექსპერტი დებს ფიცს. ფიცის შინაარსი განისაზღვრება იმით, რომ ექსპერტი ატარებს ექსპერტიზას საკუთარი ცოდნისა და სინდისის შესაბამისად. თუ ექსპერტს დადებული აქვს საერთო ფიცი ანალოგიური ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით, მაშინ საკმარისია მითითება ამ ფიცზე. მასზე შეიძლება მიეთითოს ექსპერტის დასკვნაში
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი · რედაქცია 09.12.2025
მუხლი 175. ფიცის დადება ექსპერტის მიერ
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 175-ე მუხლი · სსსკ 175
თავი XX — ექსპერტის დასკვნა
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-931-2025
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ წარმოდგენილი დასკვნა არ არის შედგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 175-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, კერძოდ თ.ა–ძემ ზეპირი განმარტებისას აღნიშნა, რომ ექსპერტის მხრიდან ფიცი არ დადებულა, მ.ე.ც–ი აქვს დაარსებული, თუმცა ეს პირველი სასამართლო დასკვნაა.
- საქმე №ას-1218-1238-2011
სასამართლოს დაეყრდნო შპს სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი “ე-ის“ გამოკვლევას, რომელსაც გარდა იმისა, რომ არაკეთილსინდისიერად აქვს ჩატარებული კვლევა, დარღვეული აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 175-ე მუხლის მოთხოვნა. აქედან გამომდინარე, ამ დოკუმენტს არ უნდა ჰქონდეს მტკიცებულებითი მნიშვნელობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე.
- საქმე №3კ/1216-01
სასამართლომ რკინიგზის წესდების 175-ე, 177-ე მუხლების, ასევე სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 84-ე და 378-ე მუხლების გამოყენების საფუძველზე სარჩელი მიიჩნია ხანდაზმულად.
- საქმე №330100116001497807
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული სტანდარტების მოთხოვნების სულისკვეთებას იმეორებს ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 168-ე და 175-ე მუხლებიც, რომელთა მიხედვითაც, ექსპერტი ვალდებულია გასცეს ობიექტური დასკვნა და იმოქმედოს საკუთარი ცოდნისა და სინდისის შესაბამისად.
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 102. რეზერვისტის მიერ სამხედრო ფიცის დადება
- მუხლი 45. ფიცის დადება
- მუხლი 234. ნაფიც და სათადარიგო მსაჯულთა მიერ ფიცის დადება
- მუხლი 35. სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების კურსდამთავრებულები საჯაროდ, დიპლომის მიღების წინ, სახელმწიფო ენაზე დებენ ექიმის ფიცს. ფიცის ტექსტად გამოიყენება „მსოფლიო სამედიცინო ასო
- მუხლი 48. მოწმის მიერ ფიცის დადება
- მუხლი 10. 1. საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის მიერ ფიცის დადებიდან ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა ტარდება საკონსტიტუციო სასამართლოს პ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 169. ექსპერტიზის ჩატარებისათვის საჭირო მასალების შეგროვება
- მუხლი 170. ექსპერტის დასკვნის ფორმა და შინაარსი
- მუხლი 171. ექსპერტის დასკვნის შემოწმება. ექსპერტისათვის შეკითხვის მიცემის წესი
- მუხლი 172. ექსპერტის დასკვნის შეფასება
- მუხლი 173. დამატებითი და განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნა
- მუხლი 174. ექსპერტიზის მასალების დაბრუნება სასამართლოსათვის
- მუხლი 176. ექსპერტის გასამრჯელო
- მუხლი 177. საქმის აღძვრა
- მუხლი 178. სარჩელის შინაარსი
- მუხლი 180. აღიარებითი სარჩელი
- მუხლი 181. სარჩელი ვალდებულებების მომავალში შესრულების შესახებ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 175, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-175/