სარჩელი ვალდებულებების მომავალში შესრულების შესახებ დასაშვებია, თუ:
ა) სასარჩელო მოთხოვნა არ არის დამოკიდებული ვალდებულების საპასუხო შესრულებაზე და მისი შესრულების თარიღი დაკავშირებულია კალენდარული დღის დადგომასთან;
ბ) ვითარების მიხედვით გამართლებულია შიში იმის თაობაზე, რომ მოვალე თავს აარიდებს ვალდებულების დროულად შესრულება
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(15)
- საქმე №ბს-759(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.09.2025
მოცემულ შემთხვევაში კი ცალსახაა, რომ მაკონტროლებელმა ადმინისტრაციულმა ორგანომ - სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ სამჯერ მიმართა ოფიციალური წერილით და სამჯერვე შესაბამისი დოკუმენტაცია და განმარტება იქნა კასატორის მიერ წარდგენილი. კანონის 181 მუხლის მე-8 პუნქტი გულისხმობს არა თანდათანობით უზუსტობების, შეცდომების პოვნას დეკლარაციაში, არამედ ერთიანად შესაბამისი პოზიციის დაფიქსირებას და სუბიექტისგან შესაბამისი პასუხის გაცემის დალოდების ვალდებულებას.
- საქმე №ბს-659(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.02.2025
რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საქმეთა გაერთიანების შესახებ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 181-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლითაც, თუ სასამართლოს წარმოებაშია რამდენიმე ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან…
- საქმე №ას-1126-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.12.2019
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 181-ე მუხლზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს სარჩელი, რომელიც სამომავლო მოვლენას შეეხება, ანუ ის მოპასუხეთაგან ითხოვს გარკვეული ქმედების განხორციელებისაგან სამომავლოდ თავის შეკავებას.
- საქმე №ას-191-180-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.03.2014
მოსარჩელეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 181-ე მუხლის საფუძველზე, ვალდებულების მომავალში შესრულება არ მოუთხოვია, ამასთან, მოქმედი სამოქალაქო მატერიალური და საპროცესო…
- საქმე №ას-434-412-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.05.2012
ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს აღნიშნული მოთხოვნების სამართლებრივ საფუძვლად მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 181-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სარჩელის ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს.
- საქმე №ას-1162-1182-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2011
- საქმე №ას-152-144-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.06.2010
- საქმე №ას-355-331-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2010
- საქმე №ას-456-770-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.09.2009
- საქმე №ბს-632-599(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2007
- საქმე №190210016001520479 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 06.12.2019
- საქმე №330310018002404094 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.05.2019
- საქმე №330310017002152894 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.05.2019
- საქმე №080210018002622918 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 20.03.2019
- საქმე №330310117002238984 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.06.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება