სარჩელის (განცხადების) სასამართლოში შეტანისას სასამართლოს კანცელარია ახდენს სარჩელის (განცხადების) რეგისტრაციას და, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, ადვოკატს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), ან თუ სარჩელი (განცხადება) შეიტანება იურიდიული პირის წინააღმდეგ, მოსარჩელეს (წარმომადგენელს) გადასცემს გზავნილს (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლებს) მოპასუხისათვის ჩასაბარებლად. სარჩელი (განცხადება) არ რეგისტრირდება, თუ იგი არ აკმაყოფილებს შემდეგ ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მოთხოვნებს:
ა) არ არის შეტანილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმით;
ბ) მის ფორმაში არ არის აღნიშნული ამ კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“, „ზ“, „კ“, „მ“ ან/და „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეკვიზიტები;
გ) არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი) (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შუამდგომლობების გრაფაში მითითებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების შესახებ შუამდგომლობა);
დ) არ ერთვის თანდართული დოკუმენტების ნუსხაში მითითებული ყველა დოკუმენტი;
ე) არ ერთვის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს წარმომადგენელს;
ვ) არ არის ხელმოწერილი;
ზ) არ არის წარდგენილი სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.09.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 18.09.2019 კანონი №4955
- 28.12.2011 კანონი №5667
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (20.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 183. სარჩელის (განცხადების) რეგისტრაცია სარჩელის (განცხადების) სასამართლოში შეტანისას სასამართლოს კანცელარია ახდენს სარჩელის (განცხადების) რეგისტრაციას და, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, ადვოკატს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), ან თუ სარჩელი (განცხადება) შეიტანება იურიდიული პირის წინააღმდეგ, მოსარჩელეს (წარმომადგენელს) გადასცემს გზავნილს (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლებს) მოპასუხისათვის ჩასაბარებლად. სარჩელი (განცხადება) არ რეგისტრირდება, თუ იგი არ აკმაყოფილებს შემდეგ ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მოთხოვნებს: ა) არ არის შეტანილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმით; ბ) მის ფორმაში არ არის აღნიშნული ამ კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“, „ზ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეკვიზიტები; [ ბ) მის ფორმაში არ არის აღნიშნული ამ კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“, „ზ“, „კ“, „მ“ ან/და „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეკვიზიტები; (ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან)] გ) არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი) (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შუამდგომლობების გრაფაში მითითებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების შესახებ შუამდგომლობა); დ) არ ერთვის თანდართული დოკუმენტების ნუსხაში მითითებული ყველა დოკუმენტი; ე) არ ერთვის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს წარმომადგენელს; ვ) არ არის ხელმოწერილი; ზ) არ არის წარდგენილი სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(91)
- საქმე №ას-349-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2025
„საქმის მომზადება შეიძლება დაიწყოს სარჩელის (განცხადების) წარმოებაში მიღების შემდეგ ( სსსკ-ის 183-ე მუხლი) დაუყოვნებლივ... მომზადების ეტაპზე სასამართლომ საბოლოოდ უნდა დააზუსტოს და განსაზღვროს გარემოებები, რომლებზეც მხარეები ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებს…
- საქმე №ას-926-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.10.2024
მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის 183-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეებისათვის სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) გაგზავნა და ჩაბარება დაევალა მოსარჩელეს.
- საქმე №ას-668-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2024
რამდენადაც სარჩელი აღძრული იყო იურიდიული პირის მიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინააღმდეგ, მოპასუხეებისათვის სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) გაგზავნისა და ჩაბარების უზრუნველყოფა ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით, სსსკ-ის 183-ე მუხლის მიხედვით, დაევალა მოსარჩელეს; 9.2. საქმეში მოთავსებული სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი გზავნილით დადგენილია, რომ შესაგებლის წარმოდგენისათვის მოპასუხეებს განესაზღვრათ 10 (ათი) დღიანი ვადა.
- საქმე №ბს-267(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2024
…რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეთა წარმომადგენლობა სააღსრულებო წარმოების პროცესში განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ხსენებული კანონის 183 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას…
- საქმე №ას-1426-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2024
„საქმის მომზადება შეიძლება დაიწყოს სარჩელის (განცხადების) წარმოებაში მიღების შემდეგ ( სსსკ-ის 183-ე მუხლი) დაუყოვნებლივ... მომზადების ეტაპზე სასამართლომ საბოლოოდ უნდა დააზუსტოს და განსაზღვროს გარემოებები, რომლებზეც მხარეები ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებს…
- საქმე №ას-1266-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2022
- საქმე №ას-312-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2022
- საქმე №ა-3099-შ-79-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2022
- საქმე №ას-811-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2021
- საქმე №ას-273-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.01.2021
- საქმე №ას-520-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.05.2019
- საქმე №ას-1127-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.04.2019
- საქმე №ას-509-509-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2019
- საქმე №ას-1004-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2019
- საქმე №ას-729-682-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2017
- საქმე №ას-500-468-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2017
- საქმე №ას-538-511-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2015
- საქმე №ას-555-526-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2015
- საქმე №ას-1082-1032-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2015
- საქმე №ბს-64-63(გ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2014
- საქმე №ბს-1418-1400(კს-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.02.2012
- საქმე №ას-1573-1572-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2011
- საქმე №ბს-1375-1358(კს-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2011
- საქმე №ას-1556-1556-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.11.2011
- საქმე №ას-1425-1440-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.11.2011
- საქმე №ას-1568-1567-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.11.2011
- საქმე №ას-1460-1474-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.11.2011
- საქმე №ას-1219-1239-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2011
- საქმე №ას-1353-1371-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.10.2011
- საქმე №ას-1309-1329-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.10.2011
- საქმე №ას-1239-1259-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.10.2011
- საქმე №ას-1154-1174-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2011
- საქმე №ას-1229-1249-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2011
- საქმე №ას-1050-1080-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.08.2011
- საქმე №ას-1000-1033-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.08.2011
- საქმე №ას-992-1025-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2011
- საქმე №ას-945-983-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2011
- საქმე №ა-727-შ-18-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2011
- საქმე №ას-424-402-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2011
- საქმე №ას-683-639-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2010
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 91-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება