1. ამ კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს მოსამართლისათვის სარჩელის (განცხადების) გადაცემიდან არა უადრეს 5 და არა უგვიანეს 14 დღისა მათ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართებზე ეგზავნებათ შეტყობინება ან სასამართლოში გამოცხადების შედეგად ეცნობებათ სარჩელის (განცხადების) მიღებაზე უარის თქმის შესახებ ან სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) მათ მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე.
2. სარჩელის (განცხადების) მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება მოსარჩელის მიერ განჩინების ჩაბარებიდან, ხოლო ჩაუბარებლობის შემთხვევაში − ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან მეორე დღეს.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით ჩაბარება ან მისი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით მისთვის გზავნილის გადაცემიდან 2 თვის ვადაში. ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი სასამართლო გზავნილის ჩაბარება დასტურდება ადრესატის მიერ ელექტრონული საშუალებით მიწოდებული დადასტურებით.
4. თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანოს განჩინება სასამართლო გზავნილის საჯაროდ გავრცელების შესახებ.
5. ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით დადგენილი წესები არ ვრცელდება ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებზე, ასევე პატიმრობაში მყოფ იმ პირებზე, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით.
6. ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით დადგენილი წესები შესაძლებელია გავრცელდეს ამავე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ პირებზე მხოლოდ მათი თანხმობის შემთხვევაში.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6144 – ვებგვერდი, 25.05.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 08.05.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 08.05.2012 კანონი №6144
- 28.12.2011 კანონი №5667
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (08.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 184. სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის ჩაბარება 1. ამ კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს მოსამართლისათვის სარჩელის (განცხადების) გადაცემიდან არა უადრეს 5 და არა უგვიანეს 14 დღისა მათ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართებზე ეგზავნებათ შეტყობინება ან სასამართლოში გამოცხადების შედეგად ეცნობებათ სარჩელის (განცხადების) მიღებაზე უარის თქმის შესახებ ან სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) მათ მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე. 2. სარჩელის (განცხადების) მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება მოსარჩელის მიერ განჩინების ჩაბარებიდან, ხოლო ჩაუბარებლობის შემთხვევაში − ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან მეორე დღეს. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტის ან სასამართლო კურიერის მეშვეობით ჩაბარება ან მისი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით მისთვის გზავნილის გადაცემიდან 2 თვის ვადაში. ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი სასამართლო გზავნილის ჩაბარება დასტურდება ადრესატის მიერ ელექტრონული საშუალებით მიწოდებული დადასტურებით. [3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით ჩაბარება ან მისი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით მისთვის გზავნილის გადაცემიდან 2 თვის ვადაში. ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი სასამართლო გზავნილის ჩაბარება დასტურდება ადრესატის მიერ ელექტრონული საშუალებით მიწოდებული დადასტურებით. ( ამოქმედდეს 2012 წლის 8 ივნისიდან)] 4. თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანოს განჩინება სასამართლო გზავნილის საჯაროდ გავრცელების შესახებ. 5. ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით დადგენილი წესები არ ვრცელდება ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებზე, ასევე პატიმრობაში მყოფ იმ პირებზე, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით. 6. ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით დადგენილი წესები შესაძლებელია გავრცელდეს ამავე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ პირებზე მხოლოდ მათი თანხმობის შემთხვევაში. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(133)
- საქმე №ას-836-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2025
საქმის მომზადების მიზნით, მოსარჩელეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე და 201-ე მუხლების შესაბამისად გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები, თუმცა მოპასუხისთვის გზავნილის ჩაბარება მოსარჩელემ მისთვის ცნობილ მისამართზე…
- საქმე №ას-379-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.07.2025
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას და დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოსარჩელემ შეასრულა სსსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულება. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით…
- საქმე №ას-364-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2025
რაც შეეხება კასატორის მიერ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარსა და სააპელაციო საჩივრის არგუმენტზე, რომლის თანახმად მას, სარჩელი და თანდართული მასალები არ ჩაჰბარებია, პალატა ასევე არ იზიარებს და მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ სარჩელი და თანართული მასალები მოპასუხეს გაეგზავნა პენიტენციურ დაწესებულებაში (სსსკ-ის 184.1 და 184.5 მუხლები) და განესაზღვრა შესაგებლის წარდგენის 10 დღიანი ვადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №6 პატიმრობისა და…
- საქმე №ას-360-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2024
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეასრულა სსსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულება, 2 თვის ვადაში მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების უზრუნველყოფის თაობაზე.
- საქმე №ას-598-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2024
წინამდებარე საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეს საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით, სსსკ-ის 184-ე და 201-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, გაეგზავნა სარჩელი და თანდართული დოკუმენტები. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შპს „ს“-ის შეტყობინებით დასტურდება, რომ 2022 წლის 26 იანვარს მოპასუხემ (პ/ნ.......) უარი განაცხადა სასამართლო გზავნილის - სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებაზე (იხ.
- საქმე №ას-408-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2024
- საქმე №ას-668-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2024
- საქმე №ას-1503-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2024
- საქმე №ას-916-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2024
- საქმე №ას-1182-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2023
- საქმე №ას-1412-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2023
- საქმე №ას-1416-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.02.2023
- საქმე №ას-1391-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2022
- საქმე №ას-143-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.07.2022
- საქმე №ას-205-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.05.2022
- საქმე №ას-1382-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2022
- საქმე №ას-759-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2021
- საქმე №ას-1454-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2021
- საქმე №ას-1318-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2021
- საქმე №ას-1189-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2021
- საქმე №ას-554-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2021
- საქმე №ას-1491-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.03.2021
- საქმე №ას-811-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2021
- საქმე №ას-273-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.01.2021
- საქმე №ას-559-559-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2020
- საქმე №ას-103-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.06.2020
- საქმე №ას-975-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.06.2020
- საქმე №ას-438-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2020
- საქმე №ას-584-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2020
- საქმე №ას-152-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2019
- საქმე №ას-989-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2019
- საქმე №ას-591-591-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.04.2019
- საქმე №ას-509-509-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2019
- საქმე №ას-1871-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2019
- საქმე №ას-1004-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2019
- საქმე №ას-1300-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2018
- საქმე №ას-887-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.09.2018
- საქმე №ას-105-105-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2018
- საქმე №ას-1107-1027-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2018
- საქმე №ას-1066-986-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.12.2017
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 133-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება