მუხლი 174. ექსპერტიზის მასალების დაბრუნება სასამართლოსათვის
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 174-ე მუხლი · სსსკ 174
თავი XX — ექსპერტის დასკვნა
ექსპერტი ვალდებულია, დაუბრუნოს სასამართლოს ექსპერტიზისათვის გამოყენებული ყველა მასალა და დოკუმენტი ექსპერტიზის დასრულებისთანავე ან როცა სასამართლო ამას მოითხოვს, ან თუ არ ტარდება ექსპერტიზა.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 174. ექსპერტიზის მასალების დაბრუნება სასამართლოსათვის ექსპერტი ვალდებულია, დაუბრუნოს სასამართლოს ექსპერტიზისათვის გამოყენებული ყველა მასალა და დოკუმენტი ექსპერტიზის დასრულებისთანავე ან როცა სასამართლო ამას მოითხოვს, ან თუ არ ტარდება ექსპერტიზა. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008წ.,03.01.2008 მუხ.1წ., მუხ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
…საპროცესო კოდექსის 181-ე მუხლი უფლებას აძლევს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს აღმართოს სასაზღვრო მიჯნა. მიუხედავად ამისა, სასაზღვრო მიჯნის აღმართვამ არ უნდა გამოიწვიოს მეზობლის მდგომარეობის გაუარესება, მისი უფლებების შეზღუდვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს.
საქმე №3გ-ად-131-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.10.2002
…რიცხული თანხის მოძრაობა შეაჩერა კანონიერი საფუძვლის გარეშე, ასეთს არ წარმოადგენდა გ. ქ-ის 30.12.97წ. წერილი. თანხის დაყადაღება უკანონო იყო, ვინაიდან სსკ 160.1 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა არ აღემატებოდა 150 ლარს, ხოლო სსსკ 174-ე მუხლი არ ითვალისწინებდა ყადაღის დადებას მოსალოდნელი სარჩელის უზრუნველსაყოფად, ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეჩერებული იყო საგადასახადო კოდექსის 245-ე მუხლის მოქმედება, შპს “ც-ი” სსკ 24-ე და “მეწარმეთა შესახებ” კანონის 44-ე მუხლის თანხმად პასუხს აგებს დამოუკიდებლად, მხოლოდ თავისი ქონებით.
საქმე №3გ-ად-236-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.05.2002
…არ იზიარებს აგრეთვე კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 190-ე მუხლის თანახმად, არ დაიშვებოდა რ. ს-იაზე რიცხული სადავო ფართის დაყადაღება. ქონებაზე Yყადაღის დადების დროისათვის მოქმედი 1960წ. სსსკ-ს 174-ე მუხლი ითვალისწინებს ყადაღის დადებას ბრალდებულის, ეჭვმიტანილის ან მათი მოქმედებისათვის კანონით მატერიალურად პასუხისმგებელ პირთა ან სხვა იმ პირთა ქონებაზე, რომლებთანაც იმყოფება დანაშაულებრივი გზით შეძენილი ქონება, აღნიშნული მუხლის საფუძველზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს 07.04.99წ.
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 170-ე, 172-ე, 174-ე, 180-ე მუხლები 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ,…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 174, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-174/