1. ექსპერტად დანიშნული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში გამოძახებისთანავე და მისცეს ობიექტური დასკვნა მის წინაშე დასმულ კითხვებზე.
2. თუ ექსპერტი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება სასამართლოში, თავს აარიდებს დასკვნის მიცემას ან შეგნებულად მისცემს ყალბ დასკვნას, მის მიმართ გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები.
3. ექსპერტს უფლება აქვს უარი თქვას დასკვნის მიცემაზე, თუ მისთვის გადაცემული მასალები საკმარისი არ არის, ან თუ მას არა აქვს სათანადო ცოდნა დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად. ექსპერტი მოვალეა აღნიშნული საფუძვლებით დასკვნის მიცემაზე უარი დაწვრილებით დაასაბუთოს.
4. თუ ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტი გამოარკვევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთ გარემოებებს, რომელთა შესახებაც მას კითხვები არ ჰქონდა დასმული, ექსპერტს უფლება აქვს დასკვნაში მიუთითოს ამ გარემოებებზე.
5. ექსპერტიზასთან დაკავშირებული გარემოებების გამოსარკვევად ექსპერტს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, დაუსვას მხარეებსა და მოწმეებს შეკითხვები, მიიღოს მონაწილეობა მტკიცებულებათა დათვალიერებასა და შემოწმებაში, აგრეთვე სთხოვოს სასამართლოს მისთვის დამატებითი მასალების წარდგენა.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (23.06.2006 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 168. ექსპერტის უფლებები და მოვალეობები 1. ექსპერტად დანიშნული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში გამოძახებისთანავე და მისცეს ობიექტური დასკვნა მის წინაშე დასმულ კითხვებზე. 2. თუ სასამართლოსექსპერტი მიერარასაპატიო არასაპატიოდ ცნობილი მიზეზით ექსპერტი არ გამოცხადდება სასამართლოშისასამართლოში, ან თავს აარიდებს დასკვნის მიცემას,მიცემას ანდაან შეგნებულად მისცემს ყალბ დასკვნას, მის მიმართ გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები. 3. ექსპერტს უფლება აქვს უარი თქვას დასკვნის მიცემაზე, თუ მისთვის გადაცემული მასალები საკმარისი არ არის, ან თუ მას არა აქვს სათანადო ცოდნა დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად. ექსპერტი მოვალეა აღნიშნული საფუძვლებით დასკვნის მიცემაზე უარი დაწვრილებით დაასაბუთოს. 4. თუ ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტი გამოარკვევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთ გარემოებებს, რომელთა შესახებაც მას კითხვები არ ჰქონდა დასმული, ექსპერტს უფლება აქვს დასკვნაში მიუთითოს ამ გარემოებებზე. 5. ექსპერტიზასთან დაკავშირებული გარემოებების გამოსარკვევად ექსპერტს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, დაუსვას მხარეებსა და მოწმეებს შეკითხვები, მიიღოს მონაწილეობა მტკიცებულებათა დათვალიერებასა და შემოწმებაში, აგრეთვე სთხოვოს სასამართლოს მისთვის დამატებითი მასალების წარდგენა. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(32)
- საქმე №ას-149-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.12.2024
„რ“-ს ექსპერტიზის დასკვნის გაუზიარებლობის ნაწილში, რომ დასკვნა ფორმალურად არ შეესაბამებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 166-ე, 168-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, რომ ექსპერტს არ განემარტა უფლება-მოვალეობები და არ იყო გაფრთხილებული პასუხისმგებლობის შესახებ (დასკვნის გამცემი ექსპერტის…
- საქმე №ბს-200(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.04.2023
ამავე დადგენილების მიხედვით გირაოს თანხა 5 000 ლარი, საქართველოს სსსკ-ის 168-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში. 2009 წლის 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ბრძანებით, ლ.
- საქმე №ას-1694-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.08.2021
…მტკიცებულების, სადაც აღრიცხულია ყველა აბონენტი, რომელსაც მოსარჩელე ავარჯიშებდა, ღირებულებისა და ვარჯიშის ოდენობის მითითებით) შეფასების მიზნით მიიჩნია, რომ მას არ გააჩნდა სპეციალური ცოდნა წარმოდგენილი მტკიცებულების შესაფასებლად და სსსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა (ს.ფ. 119-იდან) (ექსპერტიზის წინაშე გადასაწყვეტად დაისვა შემდეგი საკითხები: ა) საქმეში განთავსებული 2016-2018…
- საქმე №ას-1274-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2020
სადავო უძრავი ნივთის მფლობელობას ახორციელებს მოპასუხე, რომელმაც ვერ დაადასტურა მფლობელობის განხორცილების მართლზომიერება სსსკ-ის 168-ე მუხლის საფუძველზე (შეადრ: სუსგ Nას-1579-2019, 17.12.2019).. 23. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს.
- საქმე №ას-1452-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2020
…სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინებით მართებულად არის მოძიებული მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და, შესაბამისად, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთიც სწორად არის გადანაწილებული. სსსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად „ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას“, სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე,…
- საქმე №ას-1619-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2018
- საქმე №ას-1146-1102-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.12.2017
- საქმე №ას-313-298-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2016
- საქმე №ას-630-593-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2012
- საქმე №ბს-228-222(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2008
- საქმე №ას-702-1032-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.10.2007
- საქმე №ას-417-767-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2007
- საქმე №3კ/584-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.07.2001
- საქმე №ას-838-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №ას-750-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №ას-653-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №ას-807-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №120210117002207022 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 30.11.2018
- საქმე №080210019002701738 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 23.09.2019
- საქმე №120310017002116321 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.06.2019
- საქმე №330210018002382605 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.05.2019
- საქმე №010310014418451 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 16.04.2019
- საქმე №330310005022541 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.10.2018
- საქმე №130210017001986125 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.04.2018
- საქმე №330210019002850842 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.06.2019
- საქმე №330310016001460030 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.01.2019
- საქმე №130210018002628282 · ხაშურის რაიონული სასამართლო · 07.12.2018
- საქმე №130210018002548167 · ხაშურის რაიონული სასამართლო · 02.12.2018
- საქმე №330100116001497807 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.09.2018
- საქმე №130210018002449262 · ხაშურის რაიონული სასამართლო · 02.08.2018
- საქმე №010310014418451 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 13.07.2018
- საქმე №340210017002062728 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 14.03.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება