1. თუ სასამართლოს დავალებით ექსპერტიზის ჩატარება მინდობილი აქვს სპეციალური სასამართლო-საექსპერტო დაწესებულების ექსპერტს, სასამართლო უგზავნის ამ დაწესებულებას თავის განჩინებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, აგრეთვე ექსპერტიზის ჩატარებისათვის აუცილებელ მასალებს.
2. სასამართლოს განჩინების მიღების შემდეგ საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი ექსპერტიზის ჩატარებას მიანდობს ამ დაწესებულების ერთ ან რამდენიმე თანამშრომელს.
3. სასამართლოს დავალებით საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი განუმარტავს თანამშრომლებს, რომლებსაც მიენდოთ ექსპერტიზის ჩატარება, ექსპერტის უფლება-მოვალეობებს, რაც გათვალისწინებულია 168-ე მუხლით, აგრეთვე დასკვნის მიცემაზე უარის თქმისათვის თავის არიდებისა თუ შეგნებულად ყალბი დასკვნის მიცემისათვის პასუხისმგებლობას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ამის შესახებ მათ ჩამოერთმევათ ხელწერილი, რომელიც ექსპერტის დასკვნასთან ერთად გადაეგზავნება სასამართლოს.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 166. ექსპერტიზის ჩატარების წესი სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში 1. თუ სასამართლოს დავალებით ექსპერტიზის ჩატარება მინდობილი აქვს სპეციალური სასამართლო-საექსპერტო დაწესებულების ექსპერტს, სასამართლო უგზავნის ამ დაწესებულებას თავის განჩინებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, აგრეთვე ექსპერტიზის ჩატარებისათვის აუცილებელ მასალებს. 2. სასამართლოს განჩინების მიღების შემდეგ საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი ექსპერტიზის ჩატარებას მიანდობს ამ დაწესებულების ერთ ან რამდენიმე თანამშრომელს. 3. სასამართლოს დავალებით საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი განუმარტავს თანამშრომლებს, რომლებსაც მიენდოთ ექსპერტიზის ჩატარება, ექსპერტის უფლება-მოვალეობებს, რაც გათვალისწინებულია 168-ე მუხლით, აგრეთვე დასკვნის მიცემაზე უარის თქმისათვის თავის არიდებისა თუ შეგნებულად ყალბი დასკვნის მიცემისათვის პასუხისმგებლობას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ამის შესახებ მათ ჩამოერთმევათ ხელწერილი, რომელიც ექსპერტის დასკვნასთან ერთად გადაეგზავნება სასამართლოს. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008წ.,03.01.2008 მუხ.1წ., მუხ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ას-149-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.12.2024
„რ“-ს ექსპერტიზის დასკვნის გაუზიარებლობის ნაწილში, რომ დასკვნა ფორმალურად არ შეესაბამებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 166-ე, 168-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, რომ ექსპერტს არ განემარტა უფლება-მოვალეობები და არ იყო გაფრთხილებული პასუხისმგებლობის შესახებ (დასკვნის გამცემი ექსპერტის…
- საქმე №ას-187-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2023
ამავე დროს, საქართველოს კანონმდებლობა ექსპერტს განუსაზღვრავს უფლება-მოვალეობებს და პასუხისმგებლობას აკისრებს ყალბი დასკვნისათვის ( სსსკ-ის 166-ე მუხლი). 9. სსსკ-ის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.
- საქმე №ას-664-635-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2017
სსსკ-ის 166-ე და 167-ე მუხლების თანახმად, ექსპერტს შესაძლო პასუხისმგებლობაზე აფრთხილებს თავად სასამართლო ან სასამართლოს დავალებით - საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი და ეს ეხება მხოლოდ სასამართლოს ინიციატივით დანიშნულ ექსპერტიზას;
- საქმე №ას-313-298-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2016
…კვლევის შედეგად წარუდგენს მოსაზრებას სადავო საკითხის თაობაზე, თავის მხრივ, ექსპერტის მიერ განზრახ არასწორი დასკვნის გაცემა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს, რომლის თაობაზეც, ბუნებრივია, ექსპერტისათვის ცნობილია (სსსკ-ის 166-ე და 168-ე მუხლები), შესაბამისად, მხოლოდ მხარის მითითება, რომ ექსპერტი დაიცავდა ადრე გაცემული დასკვნის სისწორეს, ამ მტკიცებულების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდებოდა.
- საქმე №ას-797-746-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2010
…ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 15.08.2008 წლის ¹20/01/19-2745 დასკვნა, რომლის მიხედვითაც, 3575 ვარდის ნარგავის დაზიანებით ან მოჭრით მიყენებული მინიმალური ზიანი შეადგენდა 57200 ლარს, ვინაიდან აღნიშნული დასკვნა შედგენილი იყო სსსკ-ის 166-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული წესების დაუცველად, ასევე არ ირკვეოდა, მოსარჩელის მიერ წარდგენილ რა მასალებს ემყარებოდა იგი, რადგან შედგენილი იყო აპელანტის განცხადების საფუძველზე, მის მიერვე წარდგენილი თანდართული მასალების მიხედვით.
- საქმე №ას-796-745-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.11.2010
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება