თუ სასამართლოს დავალებით ექსპერტიზა ტარდება არასპეციალურ სასამართლო-საექსპერტო დაწესებულებაში, შესაბამის პირს ექსპერტად ნიშნავს თვითონ სასამართლო. განჩინება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ყველა მასალა, რომელიც აუცილებელია ექსპერტიზის ჩასატარებლად, ექსპერტად დანიშნულ პირს უშუალოდ სასამართლომ უნდა გადასცეს. განჩინების გადაცემისას სასამართლო ამოწმებს ექსპერტის პიროვნებას, მის სპეციალობასა და კომპეტენტურობას, განუმარტავს ექსპერტს მის უფლება-მოვალეობებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 168-ე მუხლით, და აფრთხილებს ექსპერტს დასკვნის მიცემაზე უარის თქმისათვის, მისი მიცემისათვის თავის არიდებისა თუ შეგნებულად ყალბი დასკვნის მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ყოველივე ეს აღინიშნება სასამართლოს განჩინებაში ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რაც დამოწმდება ექსპერტის ხელმოწერით.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 167. ექსპერტიზის ჩატარება არასაექსპერტო დაწესებულებაში თუ სასამართლოს დავალებით ექსპერტიზა ტარდება არასპეციალურ სასამართლო-საექსპერტო დაწესებულებაში, შესაბამის პირს ექსპერტად ნიშნავს თვითონ სასამართლო. განჩინება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ყველა მასალა, რომელიც აუცილებელია ექსპერტიზის ჩასატარებლად, ექსპერტად დანიშნულ პირს უშუალოდ სასამართლომ უნდა გადასცეს. განჩინების გადაცემისას სასამართლო ამოწმებს ექსპერტის პიროვნებას, მის სპეციალობასა და კომპეტენტურობას, განუმარტავს ექსპერტს მის უფლება-მოვალეობებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 168-ე მუხლით, და აფრთხილებს ექსპერტს დასკვნის მიცემაზე უარის თქმისათვის, მისი მიცემისათვის თავის არიდებისა თუ შეგნებულად ყალბი დასკვნის მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ყოველივე ეს აღინიშნება სასამართლოს განჩინებაში ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რაც დამოწმდება ექსპერტის ხელმოწერით. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008წ.,03.01.2008 მუხ.1წ., მუხ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ბს-535(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.12.2022
შესაბამისად, მის მიმართ, დაკავებიდან გამომდინარე, საქართველოს სსსკ-ის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, რაც არ უკავშირდება საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებულ კონკრეტულ ქმედებას.
- საქმე №ა-1522-შ-44-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2022
უცხო ქვეყნის სასამართლომ შესაძლებლად მიიჩნია, საქმე განეხილა ბავშვების დედის დაუსწრებლად, უცხო ქვეყნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად. 5. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ქ.
- საქმე №ა-6247-გან-27-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2022
უცხო ქვეყნის სასამართლომ შესაძლებლად მიიჩნია, საქმე განეხილა ბავშვების დედის დაუსწრებლად, უცხო ქვეყნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად. 5. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ქ.
- საქმე №ა-2982-შ-79-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2018
…საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო საქმის განხილვის გადადება რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლის საფუძველზე, გამოიწვევდა საქმის გონივრულ ვადებში განხილვაზე მოსარჩელის უფლების დარღვევას, სასამართლომ დასახელებული კოდექსის 167-ე მუხლის საფუძველზე, შესაძლებლად მიიჩნია საქმის განხილვა მოპასუხის დასწრების გარეშე.
- საქმე №ას-664-635-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2017
დასახელებული მონაცემების ნაწილზე საუბარია სსსკ-ის 167-ე მუხლში, რომელიც ეხება მხოლოდ სასამართლოს დავალებით ექსპერტიზის ჩატარებას არასაექსპერტო დაწესებულებაში, რაც სრულიად ლოგიკურია, ვინაიდან ამ შემთხვევაში…
- საქმე №010269717900009760 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 22.02.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება