1. სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება დაუბრუნდება მის წარმდგენ პირს ან გადაეცემა იმ პირს, რომელსაც სასამართლომ მიაკუთვნა უფლება ამ ნივთზე.
2. ნივთები, რომლებიც არ შეიძლება იყოს მოქალაქეთა მფლობელობაში, გადაეცემა სათანადო სახელმწიფო საწარმოს, დაწესებულებას ან ორგანიზაციას.
3. ცალკეულ შემთხვევაში ნივთიერი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მათი შემოწმებისა და გამოკვლევის შემდეგ შეიძლება საქმის დამთავრებამდე დაუბრუნდეს მის წარმდგენ პირს, თუ უკანასკნელი ამას შუამდგომლობს და თუ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება შეიძლება საქმის განხილვისათვის ზიანის მიუყენებლად.
თავი XX
ექსპერტის დასკვ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 161. ნივთიერ მტკიცებულებათა დაბრუნება 1. სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება დაუბრუნდება მის წარმდგენ პირს ან გადაეცემა იმ პირს, რომელსაც სასამართლომ მიაკუთვნა უფლება ამ ნივთზე. 2. ნივთები, რომლებიც არ შეიძლება იყოს მოქალაქეთა მფლობელობაში, გადაეცემა სათანადო სახელმწიფო საწარმოს, დაწესებულებას ან ორგანიზაციას. 3. ცალკეულ შემთხვევაში ნივთიერი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მათი შემოწმებისა და გამოკვლევის შემდეგ შეიძლება საქმის დამთავრებამდე დაუბრუნდეს მის წარმდგენ პირს, თუ უკანასკნელი ამას შუამდგომლობს და თუ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება შეიძლება საქმის განხილვისათვის ზიანის მიუყენებლად. თავი XX.XX ექსპერტის დასკვნადასკვ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-1303-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2024
…დასკვნა არ გაიზიარა, თუმცა არც მისი გაუზიარებლობის მოტივები დაუსაბუთებია. ამრიგად, პალატა აუცილებლად მიიჩნევს, ყურადღება მიაპყროს ექპერტიზის დასკვნის, როგორც მტკიცებულების, მნიშვნელობასა და მისი გაქარწყლების წესზე. 18.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 161-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ…
- საქმე №ას-1060-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2020
…ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. 16. სსსკ-ის 161-ე მუხლისა და 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კეთილსინდისიერი მფლობელის უფლების ხელყოფა ან ხელშეშლა მესაკუთრის საკუთრების უფლების დაცვის ცნობილი საშუალებით – ნეგატორული/ვინდიკაციური სარჩელის სასამართლოში წარდგენის გზითაა შესაძლებელი.
- საქმე №010210017002176773 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 16.12.2019
მოსარჩელე აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს 161-ე, 408-ე, 411-ე და 412-ე მუხლებს (იხ. სასარჩელო განცხადება). სასამართლო განმარტავს, რომ ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების (მფლობელობის) ხელყოფის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება