1. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან, სასამართლოს აცნობონ იმის შესახებ, რომ არ შეუძლიათ წარადგინონ გამოთხოვილი ნივთიერი მტკიცებულება ან წარადგინონ იგი სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, ამ ნაწილით გათვალისწინებულ პირებს განუსაზღვროს დამატებითი ვადა მტკიცებულებათა წარმოსადგენად.
2. შეუტყობინებლობისას, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ნივთიერი მტკიცებულების წარდგენის შესახებ სასამართლოს მოთხოვნა არასაპატიო მიზეზით არ შესრულდა, სასამართლო შესაბამის ფიზიკურ პირს ან იურიდიული პირის თანამდებობის პირს აჯარიმებს 150 ლარით.
3. დაჯარიმება არ ათავისუფლებს შესაბამის პირს სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ნივთიერი მტკიცებულების წარდგენის მოვალეობისაგან.
4. ნივთიერი მტკიცებულების განმეორებით წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო აჯარიმებს შესაბამის პირს პირველი ჯარიმის სამმაგი ოდენობით.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.64
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 156. ნივთიერი მტკიცებულების წარდგენის მოვალეობა 1. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან, სასამართლოს აცნობონ იმის შესახებ, რომ არ შეუძლიათ წარადგინონ გამოთხოვილი ნივთიერი მტკიცებულება ან წარადგინონ იგი სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, ამ ნაწილით გათვალისწინებულ პირებს განუსაზღვროს დამატებითი ვადა მტკიცებულებათა წარმოსადგენად. 2. შეუტყობინებლობისას, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ნივთიერი მტკიცებულების წარდგენის შესახებ სასამართლოს მოთხოვნა არასაპატიო მიზეზით არ შესრულდა, სასამართლო შესაბამის ფიზიკურ პირს ან იურიდიული პირის თანამდებობის პირს აჯარიმებს 150 ლარით. 3. დაჯარიმება არ ათავისუფლებს შესაბამის პირს სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ნივთიერი მტკიცებულების წარდგენის მოვალეობისაგან. 4. ნივთიერი მტკიცებულების განმეორებით წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო აჯარიმებს შესაბამის პირს პირველი ჯარიმის სამმაგი ოდენობით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999წ.,14.05.1999 წ., მუხ.64 საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008წ.,03.01.2008 მუხ.1წ., მუხ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-559-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2019
…რომელმაც ეს მტკიცებულება უნდა გასცეს, უარს ამბობს მხარისათვის მის გადაცემაზე, მაშინ ამ მხარის შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს ეს მტკიცებულება ამ პირისაგან სსსკ–ით დადგენილი წესით (სსსკ 134-ე, 136-ე, 154-ე 156-ე და 203-ე მუხლები). მესამე – სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მოახდინოს ადგილზე დათვალიერება იმ წერილობითი, თუ ნივთიერი მტკიცებულებებისა, რომელთა სასამართლოში წარდგენა მათი მოცულობის თუ ოდენობის გამო ძნელია ან შეუძლებელია.
- საქმე №3კ/405-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2002
კ-აკის მიერ გაცემული ხელწერილი არ ჩითვალა ხელშეკრულებად, ვინაიდან ამავე კოდექსის 156-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება ითვლება დადებულად, როდესაც მის ყველა არსებითი პუნქტის თაობაზე მხარეებს შორის მიღებულია შეთანხმება იმ ფორმით, რაც დაწესებულებულია ამ შემთხვევისათვის.
- საქმე №3გ/ად-4კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.04.2002
…საფუძველია ქ.თბილისის მერიასთან 1996 წლის 26 ივნისს დადებული ხელშეკრულება ¹26/2 «თბილისში აღსამართი...-ის მონუმენტურ-სკულპტურული ძეგლის შექმნაზე», რომელიც იმჟამად მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 153-ე, 154-ე, 156-ე მუხლების თანახმად, სამართლებრივად წარმოადგენს ურთიერთვალდებულების წარმოშობ ორმხრივ გარიგებას, რომლის კონტრაჰენტები არიან ერთი მხრივ – მოქანდაკე მ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება