1. ნივთიერი მტკიცებულებებია ის ნივთები, რომლებიც თავისი ხარისხით, თვისებით ან თავისი არსებობით წარმოადგენენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის საშუალებას.
2. ნივთიერ მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. თუ მხარემ ვერ შეძლო ნივთიერი მტკიცებულების მიღება იმ პირისაგან, ვისაც ხელთა აქვს იგი, მხარეს შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე მისი გამოთხოვის შესახებ.
3. ნივთიერი მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი ვალდებულია აღნიშნოს, საქმის რა მნიშვნელოვანი გარემოების დადგენა შეიძლება ამ მტკიცებულებით, აღწეროს ეს ნივთი და მიუთითოს, რას ეფუძნება მისი ვარაუდი, რომ მტკიცებულება მის მიერ მითითებული პირის ხელთაა.
4. ნივთიერი მტკიცებულების გამოთხოვაზე უარის თქმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის განჩინებაში, რომელიც ცალკე არ გასაჩივრდებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(14)
- საქმე №ას-1223-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.12.2023
სააპელაციო სასამართოს უნდა გამოეყენებინა სსსკ-ის 154-ე მუხლი და დაეკმაყოფილებინა სისხლის სამართლის საქმიდან მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე მოსარჩელის შუამდგომლობა.
- საქმე №ას-556-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2022
გარდა ამისა, კასატორების განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი ფონოგრამა იყო ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა ფონოგრამის ჟღერადობას.
- საქმე №ას-684-638-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2017
…განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
- საქმე №ას-44-40-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.02.2017
ამ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა სსრ-ის საბინაო კოდექსის 142-ე და 154-ე მუხლებით რეგულირებული ქირავნობის ინსტიტუტი, რომლის წინააღმდეგაც კასატორს დასაშვები შედავება არ წარმოუდგენია.
- საქმე №ას-1344-1382-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.03.2015
…უშუალოდ სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით არ დაკითხულან, სასამართლოს მიერ ვერ იქნება მიჩნეული წერილობით მტკიცებულებებად და ვერ დაედება საფუძვლად დასკვნას საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოების არსებობის თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნივთიერ მტკიცებულებად შეიძლება იქნეს მიჩნეული ფოტოსურათიც, რადგან იგი ზუსტად, გრაფიკულად ასახავს ობიექტურ სინამდვილეს (ნივთს, ან ფაქტობრივ ვითარებას).
- საქმე №ას-314-298-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2011
- საქმე №ას-618-580-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2010
- საქმე №ას-1154-1416-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.06.2010
- საქმე №ას-1027-1288-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2005
- საქმე №3კ/394-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2002
- საქმე №3გ/ად-4კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.04.2002
- საქმე №3კ/612-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2001
- საქმე №3გ-/ად-8-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.03.2000
- საქმე №200210018002343083 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.02.2020
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება