1. მოწმის მიერ ფიცის დადება შეიძლება მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ მის ჩვენებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მხარეთა შორის წამოჭრილი დავის გადაწყვეტისათვის და სასამართლო ამას მიზანშეწონილად ჩათვლის.
2. ფიცის დადება ხდება დაკითხვის შემდეგ.
3. ფიცს არ დებენ 16 წელს მიუღწეველი პირები.
4. ფიცის დადების წინ სასამართლომ უნდა აუხსნას მოწმეს ფიცის მნიშვნელობისა და წინასწარგანზრახულად დაფიცების გზით ყალბი ჩვენების მიცემით გამოწვეული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.
5. რელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცის დადების დროს მოსამართლე შემდეგნაირად მიმართავს მოწმეს:
„დაიფიცეთ ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთის წინაშე, რომ თქვენ მთელი შეგნებით თქვით მხოლოდ სიმართლე და არაფერი დაგიმალავთ”.
ამაზე მოწმე უპასუხებს:
„ვფიცავ. ღმერთი იყოს ჩემი მფარველი!”
6. არარელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცი დაიდება შემდეგნაირად:
მოსამართლე მიმართავს მოწმეს:
„დაიფიცეთ, რომ თქვენ მთელი შეგნებით თქვით მხოლოდ სიმართლე და არაფერი დაგიმალავთ”.
მოწმე უპასუხებს:
„ვფიცავ”.
7. თუ მოწმე აცხადებს, რომ იგი თავისი რწმენისა თუ სხვა მოსაზრებათა გამო უარს ამბობს ფიცის დადებაზე, მაშინ მან თავისი ჩვენება უნდა მისცეს ფიცის შემცვლელი დადასტურებით. ასეთი დადასტურება შემდეგნაირად ხორციელდება:
მოსამართლე მიმართავს მოწმეს:
„ადასტურებთ თუ არა სასამართლოს წინაშე პასუხისმგებლობის მთელი შეგნებით, რომ თქვენ თქვით მხოლოდ სიმართლე და არაფერი დაგიმალავთ?”.
მოწმე უპასუხებს: “დიახ, ვადასტურებ”.
თავი XIX
ნივთიერი მტკიცებულე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 153. მოწმის მიერ ფიცის დადება 1. მოწმის მიერ ფიცის დადება შეიძლება მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ მის ჩვენებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მხარეთა შორის წამოჭრილი დავის გადაწყვეტისათვის და სასამართლო ამას მიზანშეწონილად ჩათვლის. 2. ფიცის დადება ხდება დაკითხვის შემდეგ. 3. ფიცს არ დებენ 16 წელს მიუღწეველი პირები. 4. ფიცის დადების წინ სასამართლომ უნდა აუხსნას მოწმეს ფიცის მნიშვნელობისა და წინასწარგანზრახულად დაფიცების გზით ყალბი ჩვენების მიცემით გამოწვეული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. 5. რელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცის დადების დროს მოსამართლე შემდეგნაირად მიმართავს მოწმეს: „დაიფიცეთ ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთის წინაშე, რომ თქვენ მთელი შეგნებით თქვით მხოლოდ სიმართლე და არაფერი დაგიმალავთ”. ამაზე მოწმე უპასუხებს: „ვფიცავ. ღმერთი იყოს ჩემი მფარველი!” 6. არარელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცი დაიდება შემდეგნაირად: მოსამართლე მიმართავს მოწმეს: „დაიფიცეთ, რომ თქვენ მთელი შეგნებით თქვით მხოლოდ სიმართლე და არაფერი დაგიმალავთ”. მოწმე უპასუხებს: „ვფიცავ”. 7. თუ მოწმე აცხადებს, რომ იგი თავისი რწმენისა თუ სხვა მოსაზრებათა გამო უარს ამბობს ფიცის დადებაზე, მაშინ მან თავისი ჩვენება უნდა მისცეს ფიცის შემცვლელი დადასტურებით. ასეთი დადასტურება შემდეგნაირად ხორციელდება: მოსამართლე მიმართავს მოწმეს: „ადასტურებთ თუ არა სასამართლოს წინაშე პასუხისმგებლობის მთელი შეგნებით, რომ თქვენ თქვით მხოლოდ სიმართლე და არაფერი დაგიმალავთ?”. მოწმე უპასუხებს: “დიახ, ვადასტურებ”. თავი XIX.XIX ნივთიერი მტკიცებულებამტკიცებულე
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №ას-1670-2019(b) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2020
სასამართლომ საკმარის მტკიცებულებად არ ჩათვალა მოსარჩელის აღიარება და განმარტა, რომ ბინის გამოთავისუფლების შესახებ მეზობლების მიერ შედგენილი აქტი არ იყო კანონის დაცვით შედგენილი და ეს გარემოება დააფუძნა სსსკ-ის 153-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დაუცველად მიღებულ განმარტებად. 41. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მსესხებელი მოპასუხის განმარტება, რომ მოსარჩელისათვის…
- საქმე №ას-616-586-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2015
მან მიუთითა, რომ აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე ( სსსკ-ის 153-ე მუხლის პირველი ნაწილი), პირგასამტეხლო არ შეიძლება, არსებობდეს ძირითადი უფლების გარეშე; შესაბამისად, ვინაიდან, ძირითადი თანხის დაკისრების საფუძველი არ არსებობდა, არც პირგასამტეხლოს დაკისრებას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი.
- საქმე №ბს-463-451(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.02.2014
ბ-მა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 153-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ჩვენების მიცემისას, არ დაადასტურეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებების დაწერა, ასევე ნ.
- საქმე №ას-314-298-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2011
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 153-ე, 154-ე მუხლების შესაბამისად განმარტა, რომ ე. თ-ანსა და «...» შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებაა საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად.
- საქმე №3გ/ად-4კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.04.2002
…იურიდიული საფუძველია ქ.თბილისის მერიასთან 1996 წლის 26 ივნისს დადებული ხელშეკრულება ¹26/2 «თბილისში აღსამართი...-ის მონუმენტურ-სკულპტურული ძეგლის შექმნაზე», რომელიც იმჟამად მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 153-ე, 154-ე, 156-ე მუხლების თანახმად, სამართლებრივად წარმოადგენს ურთიერთვალდებულების წარმოშობ ორმხრივ გარიგებას, რომლის კონტრაჰენტები არიან ერთი მხრივ – მოქანდაკე მ.
- საქმე №3გ/ად-10-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.05.2001
- საქმე №ას-1670-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №200210015001099475 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.04.2019
- საქმე №200210015001099475 · თელავის რაიონული სასამართლო · 06.02.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება