1. ნივთიერი მტკიცებულებები წარედგინება მხარეებს (წარმომადგენლებს). მათ შეუძლიათ გაეცნონ დათვალიერების ოქმებს. მხარეებს შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ამ ნივთიერ მტკიცებულებათა თუ მათი დათვალიერების ოქმების შესახებ.
2. მხარეებს მთავარ სხდომაზე შეუძლიათ იშუამდგომლონ სასამართლოს წინაშე, რათა მათ ნივთიერ მტკიცებულებათა შემოწმების მიზნით წარადგინონ ექსპერტის დასკვნები, თუ ასეთი შუამდგომლობა საპატიო მიზეზით არ იყო მათ მიერ აღძრული საქმის მომზადების სტადიაზე. ასეთი შუამდგომლობა არ შეიძლება გახდეს საქმის განხილვის გადადების საფუძველი.
3. ექსპერტიზის დანიშვნა ნივთიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის მიზნით სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივითაც.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 158. ნივთიერ მტკიცებულებათა შემოწმება 1. ნივთიერი მტკიცებულებები წარედგინება მხარეებს (წარმომადგენლებს). მათ შეუძლიათ გაეცნონ დათვალიერების ოქმებს. მხარეებს შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ამ ნივთიერ მტკიცებულებათა თუ მათი დათვალიერების ოქმების შესახებ. 2. მხარეებს მთავარ სხდომაზე შეუძლიათ იშუამდგომლონ სასამართლოს წინაშე, რათა მათ ნივთიერ მტკიცებულებათა შემოწმების მიზნით წარადგინონ ექსპერტის დასკვნები, თუ ასეთი შუამდგომლობა საპატიო მიზეზით არ იყო მათ მიერ აღძრული საქმის მომზადების სტადიაზე. ასეთი შუამდგომლობა არ შეიძლება გახდეს საქმის განხილვის გადადების საფუძველი. 3. ექსპერტიზის დანიშვნა ნივთიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის მიზნით სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივითაც. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008წ.,03.01.2008 მუხ.1წ., მუხ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ას-723-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2024
…მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია ქარწყლდება იმ შემთხვევაში, თუკი მესამე პირი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 102-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულებით დაადასტურებს მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას. სსსკ-ის 158.1 მუხლით ცალსახად დადგენილია, რომ ნივთზე მფლობელის უფლებამოსილების არამართლზომიერების მტკიცების ტვირთი უფლების შემცილებელს აკისრია.
- საქმე №ას-1208-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.11.2019
…არ შეიცავს. ამდენად, მოპასუხეების მიერ სადავო უძრავი ქონებით სარგებლობა ხორციელდება კანონის საფუძველზე, რადგან მოსარჩლის სახელზე უძრავი ქონების აღრიცხვა შედავებულია და მიმდინარეობს სასამართლო დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში. სსსკ-ის 158-ე მუხლის მეორე ნაწილის, 170-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარგებლე პირის გამოსახლება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას არ აქვს ნივთის ფლობის უფლება.
- საქმე №ას-305-293-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.05.2012
კასატორი სადავოდ მიიჩნევს, ამავე კოდექსის 158-ე მუხლის გამოყენების კანონიერებას. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
- საქმე №ას-34-34-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2012
ნარიმანიშვილი, რომელიც ცხოვრობს მშობლებთან ერთად, ითვლება ნივთების მფლობელად და შესაბამისად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 158-ე მუხლის შესაბამისად, ისიც ჩაითვლება მესაკუთრედ (ტომი II, ს.ფ. 49-55). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის…
- საქმე №ბს-381-369(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2010
რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად ივარაუდებოდა, რომ ნივთის მფლობელი იყო მისი მესაკუთრე.
- საქმე №ას-1182-1443-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2010
- საქმე №3გ/ად-71-კ-ს-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.02.2002
- საქმე №340210115001065711 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 22.06.2018
- საქმე №200210016001403228 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.11.2018
- საქმე №180210116001227381 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.05.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება