1. ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელშიც უნდა აღინიშნოს, თუ რა საკითხებზეა საჭირო ექსპერტის დასკვნა, ვინ დაინიშნა ექსპერტად და რა მასალები წარედგინა ექსპერტს გამოსაკვლევად. აუცილებლობის შემთხვევაში ექსპერტიზის ჩასატარებლად სასამართლო ნიშნავს რამდენიმე ექსპერტს.
2. ექსპერტების შერჩევის დროს სასამართლო უფლებამოსილია გაითვალისწინოს მხარეთა მოსაზრებები. მხარეებს უფლება აქვთ, შესთავაზონ სასამართლოს ექსპერტად დასანიშნი პირის კანდიდატურები. საბოლოოდ საკითხს იმის შესახებ, თუ ვის მიენდოს ექსპერტიზის ჩატარება, წყვეტს სასამართლო. მხარეებს უფლება აქვთ, აცილება მისცენ ექსპერტს ამ კოდექსის 35-ე მუხლით დადგენილი საფუძვლით.
3. მხარეებს აგრეთვე უფლება აქვთ, წარუდგინონ სასამართლოს კითხვები, რომლებიც უნდა განმარტოს ექსპერტმა. საბოლოოდ იმ საკითხთა წრეს, რომლებზედაც საჭიროა ექსპერტის დასკვნა, განსაზღვრავს სასამართლო.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 163. განჩინება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ 1. ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელშიც უნდა აღინიშნოს, თუ რა საკითხებზეა საჭირო ექსპერტის დასკვნა, ვინ დაინიშნა ექსპერტად და რა მასალები წარედგინა ექსპერტს გამოსაკვლევად. აუცილებლობის შემთხვევაში ექსპერტიზის ჩასატარებლად სასამართლო ნიშნავს რამდენიმე ექსპერტს. 2. ექსპერტების შერჩევის დროს სასამართლო უფლებამოსილია გაითვალისწინოს მხარეთა მოსაზრებები. მხარეებს უფლება აქვთ, შესთავაზონ სასამართლოს ექსპერტად დასანიშნი პირის კანდიდატურები. საბოლოოდ საკითხს იმის შესახებ, თუ ვის მიენდოს ექსპერტიზის ჩატარება, წყვეტს სასამართლო. მხარეებს უფლება აქვთ, აცილება მისცენ ექსპერტს ამ კოდექსის 35-ე მუხლით დადგენილი საფუძვლით. 3. მხარეებს აგრეთვე უფლება აქვთ, წარუდგინონ სასამართლოს კითხვები, რომლებიც უნდა განმარტოს ექსპერტმა. საბოლოოდ იმ საკითხთა წრეს, რომლებზედაც საჭიროა ექსპერტის დასკვნა, განსაზღვრავს სასამართლო. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008წ.,03.01.2008 მუხ.1წ., მუხ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(20)
- საქმე №ას-588-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2023
პირველ რიგში, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 იანვრის საოქმო განჩინების გასაჩივრებაზე, რომლითაც მოპასუხე ითხოვდა გაუქმებულიყო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მტკიცებულების დართვის შესაძლებლობა სსსკ-ის 163-ე მუხლის საფუძველზე. პალატის მითითებით, ექსპერტიზის დასკვნის მთავარ სხდომაზე წარდგენის წესი რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის მესამე…
- საქმე №ას-1840-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2020
ამ შემთხვევაში იკვეთება განმდევნი თუ გამომრიცხველი კონკურენცია, რომლის შესაბამისად, სსსკ-ის 163-ე მუხლით უნდა გამოირიცხოს კეთილსინდისიერი მფლობელის მიმართ სსკ-ის 976-ე და შემდგომი მუხლების გამოყენება (შდრ.
- საქმე №ას-1260-1182-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.03.2016
ექსპერტიზის საგანს წარმოადგენდა უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე ექსპერტიზის დასკვნის მომზადება, კერძოდ, შესაძლებელი იყო თუ არა სადავო უძრავი ქონების ნატურით გაყოფა მისი ღირებულების შემცირების გარეშე [ სსსკ-ის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილი]. 4. 2014 წლის 24 აპრილს ბიუროს N..... აქტის თანახმად, ექსპერტიზა ვერ ჩატარდა, ვინაიდან დ.კ–მა (შემდეგში მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) უნდობლობა გამოუცხადა ადგილზე მისულ ექსპერტებს და მათ აზომვითი სამუშაოების ჩატარების საშუალება არ მისცა.
- საქმე №ას-563-534-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2015
სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლი, არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 310-ე, 316-ე, 317-ე, 352-ე, მე-400, 405-ე, 629-ე-656-ე მუხლები, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 35-ე მუხლის (ექსპერტის მონაწილეობის თაობაზე), 83-ე მუხლის პირველი ნაწილი, 163-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები, 169-ე მუხლის პირველი ნაწილი (მოპასუხის მიერ სასამართლოს მთვარ სხდომაზე წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესახებ), სასამართლომ…
- საქმე №ას-776-830-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2011
კასატორმა მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტა, რომ დაირღვა ამ ნორმით დადგენილი მხარის უფლება ექსპერტის აცილებაზე.
- საქმე №ას-1275-1122-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.02.2011
- საქმე №ბს-1019-977(კს-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.09.2009
- საქმე №ას-1103-1258-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.06.2009
- საქმე №ბს-1151-1113(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.01.2009
- საქმე №ბს-922-884(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.02.2008
- საქმე №ბს-846-808(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.11.2007
- საქმე №ბს-835-800(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.01.2007
- საქმე №3კ/1164-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.04.2002
- საქმე №3კ/887 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2001
- საქმე №330210015773571 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.02.2020
- საქმე №330310014651563 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.11.2019
- საქმე №140210015704081 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.06.2019
- საქმე №340210019002979801 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 13.11.2019
- საქმე №190210017002190275 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 22.02.2019
- საქმე №140210015704081 · გორის რაიონული სასამართლო · 04.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება