თუ ნივთიერ მტკიცებულებათა სასამართლოში წარდგენა ძნელი ან შეუძლებელია, სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით, დაადგინოს მათი ადგილზე დათვალიერება, რის შესახებაც გამოაქვს განჩინება. თუ საქმეს კოლეგიური სასამართლო იხილავს, ადგილზე დათვალიერება შეიძლება მიენდოს ერთ-ერთ მოსამართლეს. ადგილზე დათვალიერება ხდება XV თავში დადგენილი წესები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი · რედაქცია 09.12.2025
მუხლი 159. ნივთიერ მტკიცებულებათა ადგილზე დათვალიერება
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლი · სსსკ 159
თავი XIX — ნივთიერი მტკიცებულება
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-120-2021
ნივთიერი მტკიცებულებების ადგილზე დათვალიერება ჩაეტარებინა ( სსსკ-ის 120-ე მუხლი), თავისი ინიციატივით დაედგინა ადგილზე დათვალიერება ( სსსკ-ის 159-ე მუხლი), რისთვისაც იხელმძღვანელებდა სსსკ-ის XV თავით დადგენილი წესით; საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე საამართლოს საკუთარი ინიციატივით შეეძლო დაენიშნა ექსპერტიზა ( სსსკ-ის 162-ე მუხლი), რაც უგულებელჰყო ორი ინსტანციის სასამართლომ;
- საქმე №ას-1182-1443-09
სასამართლომ იხელმძღვანელა შრომის კანონთა კოდექსის (2004-2005 წლის რედაქციის) 71-ე, 159-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ თამარ ქ-ავას ბავშვი შეეძინა 2004 წლის 20 ოქტომბერს, შესაბამისად, დარღვეულ იქნა ამავე კოდექსის 164-ე მუხლის მოთხოვნა.
- საქმე №ას-1100-1346-05
შრომის კანონთა კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების გარდა, ქალს და 159-ე მუხლის მესამე ნაწილში აღნიშნულ პირებს, მათი განცხადების თანახმად, ეძლევა დამატებითი უხელფასო შვებულება ბავშვის მოსავლელად, ვიდრე ის მიაღწევდეს სამი წლის ასაკს და შვებულების განმავლობაში ენახება სამუშაო ადგილი (თანამდებობა).
- საქმე №190210017002161732
ამასთნ, სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, ადგილზე მომხდარიყო სადავო ბინის დათვალიერება, რათა დარწმუნებულიყო, შესაძლებელი იყო თუ არა მისი გაქირავება, ან/და წარმოადგენდა თუ არა აღნიშნული ბინის გაქირავების საბაზრო ღირებულება 300 ლარს.
მეზობელი მუხლები
- მუხლი 153. მოწმის მიერ ფიცის დადება
- მუხლი 154. ნივთიერი მტკიცებულებანი, მათი გამოთხოვისა და წარდგენის წესი
- მუხლი 155. სასამართლო, რომელსაც უნდა წარედგინოს ნივთიერი მტკიცებულება
- მუხლი 156. ნივთიერი მტკიცებულების წარდგენის მოვალეობა
- მუხლი 157. მხარის მიერ ნივთიერი მტკიცებულების წარდგენაზე უარის თქმა
- მუხლი 158. ნივთიერ მტკიცებულებათა შემოწმება
- მუხლი 160. ნივთიერ მტკიცებულებათა შენახვა
- მუხლი 161. ნივთიერ მტკიცებულებათა დაბრუნება
- მუხლი 162. ექსპერტიზის დანიშვნა
- მუხლი 163. განჩინება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ
- მუხლი 164. რამდენიმე ექსპერტის დანიშვნა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 159, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-159/