მუხლი 155. სასამართლო, რომელსაც უნდა წარედგინოს ნივთიერი მტკიცებულება
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 155-ე მუხლი · სსსკ 155
თავი XIX — ნივთიერი მტკიცებულება
გამოთხოვილი ნივთიერი მტკიცებულება ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა უნდა გადაუგზავნონ უშუალოდ სასამართლოს დანიშნულ ვადაში. სასამართლოს შეუძლია აგრეთვე ნივთიერი მტკიცებულების გამოთხოვაზე შუამდგომლობის აღმძვრელ პირს მისცეს უფლება მიიღოს საბუთი სასამართლოში წარსადგენად.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 155. სასამართლო, რომელსაც უნდა წარედგინოს ნივთიერი მტკიცებულება გამოთხოვილი ნივთიერი მტკიცებულება ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა უნდა გადაუგზავნონ უშუალოდ სასამართლოს დანიშნულ ვადაში. სასამართლოს შეუძლია აგრეთვე ნივთიერი მტკიცებულების გამოთხოვაზე შუამდგომლობის აღმძვრელ პირს მისცეს უფლება მიიღოს საბუთი სასამართლოში წარსადგენად. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999წ.,14.05.1999 მუხ.64წ., მუხ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
საქმე №ბს-750(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.11.2023
…ორდერის არარად აქტად აღიარების მოთხოვნის იურიდიული ინტერესი მ. ბ-ეს ვერ ექნებოდა, რამეთუ ორდერის არსებობით მისი უფლება არ დარღვეულა. გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბერის განჩინებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით.
საქმე №ას-541-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2021
სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 155-ე მუხლზე და განმარტა, რომ ნივთის ფლობა მის პყრობაში ყოველთვის არ გამოიხატება. პირი შეიძლება იყოს ნივთის მფლობელი, თუმცა უშუალოდ და პირდაპირ არც კი პყრობდეს მას.
საქმე №ას-635-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.02.2020
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 155-ე მუხლის შესაბამისად, დაადგინა, რომ კონკრეტულ სამართალურთიერთობაში მესამე მოპასუხე წარმოადგენდა ავტომანქანა „ფ–ის“ არაპირდაპირ მფლობელს, მეორე მოპასუხე – პირდაპირ მფლობელს, ხოლო პირველი მოპასუხე – მოსარგებლეს (მპყრობელი).
ამასთან, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 155-ე მუხლი, ვინაიდან ერთ შემთხვევაში სასამართლო ასაბუთებს, რომ განსახილველ სამართალურთიერთობებზე ვრცელდება ძველი სამოქალაქო სამართლის კოდექსი, ხოლო მეორე შემთხვევაში, იყენებს ახალი სამოქალაქო სამართლის ნორმებს, რაც თავისთავად უკანონოა.
ამავე კოდექსის 158-ე, 155-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის შესაძლებლობაში მისი იურიდიული ძალა ივარაუდება (ქონების კეთილსინდისიერად…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 155, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-155/