თუ ნივთიერი მტკიცებულების წარდგენაზე არასაპატიო მიზეზით უარს ამბობს ერთ-ერთი მხარე, რომელიც არ უარყოფს, რომ მტკიცებულება მის ხელთაა, სასამართლოს შეუძლია მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი გაათავისუფლოს იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან, რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა, და ასეთი ტვირთი გადააკისროს მხარეს, რომელიც უარს ამბობს მის ხელთ არსებული ნივთიერი მტკიცებულების წარდგენაზე.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (23.06.2006 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 157. მხარის მიერ ნივთიერი მტკიცებულების წარდგენაზე უარის თქმა თუ ნივთიერი მტკიცებულების წარდგენაზე არასაპატიო მიზეზით უარს ამბობს ერთ-ერთი მხარე, რომელიც არ უარყოფს, რომ ეს მტკიცებულება მის ხელთაა, ან,სასამართლოს თუ ნივთიერი მტკიცებულების წარდგენაზე უარს სასამართლო არასაპატიოდ მიიჩნევს, მას შეუძლია გაათავისუფლოს მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზეშესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი გაათავისუფლოს იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან, რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა, და ასეთი ტვირთი გადააკისროს მხარეს, რომელიც უარს ამბობს მის ხელთ არსებული ნივთიერი მტკიცებულების წარდგენაზე. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(12)
- საქმე №ბს-223(2კ-23.) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-13, მე-14 და მე-15 თავებით გათვალიწინებული ნორმებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 157-ე მუხლით და მოსარჩელის მოთხოვნა დაკარგული ნივთის ღირებულების განსაზღვრის ნაწილში უნდა დაეკმაყოფილებინა.
- საქმე №ბს-223(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.12.2024
სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-13, მე-14 და მე-15 თავებით გათვალიწინებული ნორმებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 157-ე მუხლით და მოსარჩელის მოთხოვნა დაკარგული ნივთის ღირებულების განსაზღვრის ნაწილში უნდა დაეკმაყოფილებინა.
- საქმე №ას-619-619-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.09.2018
…დებულება, რომლის მიხედვითაც მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები და მხოლოდ სათანადო წინაპირობების არსებობისას, დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება ჩაერიოს სასამართლო მტკიცების პროცესში (მაგ: 103.2, 136.5, 157-ე მუხლები). ამ სტანდარტისაგან განსხვავებულ მიდგომას ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი საოჯახო საქმეთა განხილვის მიმართ ( სსსკ-ის 352-ე მუხლი) და 354-ე (1) მუხლის…
- საქმე №ას-263-251-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2017
…დებულება, რომლის მიხედვითაც მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები და მხოლოდ სათანადო წინაპირობების არსებობისას, დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება ჩაერიოს სასამართლო მტკიცების პროცესში (მაგ: 103.2, 136.5, 157-ე მუხლები), ამ სტანდარტისაგან განსხვავებულ მიდგომას ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი საოჯახო საქმეთა განხილვის მიმართ ( სსსკ-ის 352-ე მუხლი) და 354-ე (1) მუხლის…
- საქმე №ას-664-635-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2017
საერთო წესის გარდა, მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესსაც ითვალისწინებს სსსკ-ის 136-ე და 157-ე მუხლები, რომელთა თანახმად, თუ წერილობითი ან ნივთიერი მტკიცებულების წარდგენაზე არასაპატიო მიზეზით უარს ამბობს ერთ-ერთი მხარე, რომელიც არ უარყოფს, რომ მტკიცებულება…
- საქმე №ას-790-844-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2011
- საქმე №ას-728-1012-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2005
- საქმე №3კ/502-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.05.2002
- საქმე №3გ/ად-9-ა-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.03.2002
- საქმე №3კ-399-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2000
- საქმე №ას-868-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №330210017001975741 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 12.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება