1. ნივთიერი მტკიცებულებები ინახება საქმეში ან საგანგებო აღწერის სიით ჩაბარდება სასამართლოს ნივთიერ მტკიცებულებათა შესანახ კამერაში.
2. ნივთები, რომელთა სასამართლოში მიტანა შეუძლებელია, ადგილზე ინახება. ისინი დაწვრილებით უნდა იქნეს აღწერილი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ფოტოგრაფირებულიც.
3. სასამართლო იღებს ღონისძიებებს ნივთების უცვლელ მდგომარეობაში შესანახა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-921-960-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2011
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 160-ე მუხლი, ვინაიდან 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განვითარებული მოვლენები იყო 7 სექტემბრის გადასახადთან დაკავშირებით წარმოშობილი პრობლემის საფუძველი და არა კასატორის მხრიდან საკრედიტო ხელშეკრულების ბრალეულად დარღვევა.
- საქმე №ას-382-362-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.05.2011
სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 160-ე მუხლი, როდესაც დააკმაყოფილა შუამდგომლობა მრიცხველზე ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და მრიცხველი დატოვა დაინტერესებულ მხარესთან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება