1. 14 წლის ასაკამდე მოწმის დაკითხვისას, ხოლო სასამართლოს შეხედულებით – 14-დან 18 წლის ასაკამდე მოწმის დაკითხვის დროსაც, შეიძლება მოწვეულ იქნეს პედაგოგი, აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მოიწვიონ აგრეთვე მშობლები, მშვილებლები, მეურვეები ან მზრუნველები. აღნიშნულ პირებს, სასამართლოს ნებართვით, შეუძლიათ მისცენ მოწმეს შეკითხვები.
2. გამონაკლის შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია სწორი და გულწრფელი ჩვენების მისაღებად, არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვის დროს სასამართლოს წინადადებით სხდომის დარბაზიდან შეიძლება რომელიმე მხარის გაყვანა. სხდომის დარბაზში ამ მხარის დაბრუნების შემდეგ მას უნდა ეცნობოს არასრულწლოვანი მოწმის ჩვენება და მიეცეს შესაძლებლობა დაუსვას მოწმეს შეკითხვები.
3. მოწმე, რომელსაც 16 წელი არ შესრულებია, დაკითხვის შემდეგ ტოვებს სასამართლო სხდომის დარბაზს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს ამ მოწმის დარჩენას სხდომის დარბაზშ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-985(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.10.2024
ამავე განჩინების მე-3 პუნქტის თანახმად, სსსკ-ის 152 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონებაზე ყადაღის დადებით მესაკუთრესა და მფლობელს აეკრძალა ქონების განკარგვა.
- საქმე №ას-618-580-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2010
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იმავე კანონის მე-152 მუხლი განსაზღვრავს საზოგადოებრივი დამცველის თანამდებობაზე დანიშვნის წესს. აღნშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საზოგადოებრივი დამცველი ინიშნება ღია კონკურსის წესით, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში ფორმდება შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარის ბრძანებით.
- საქმე №3გ/ად-20-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.06.2001
სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 146-ე და 152-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ლ. ჩ-ევის უფლება სადავო საცხოვრებელ ბინაზე დაცულია კანონისა და ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, ამიტომ უკანონო მფლობელ მ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება