1. მოწმეს უფლება აქვს მოითხოვოს სასამართლოში გამოძახებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება კანონით დადგენილი წესით.
2. სასამართლოს შეუძლია დაავალოს მხარეს, რომლის შუამდგომლობითაც გამოძახებულია მოწმე, წინასწარ გადაიხადოს მოწმის სასამართლოში გამოძახებასა და დაკითხვასთან დაკავშირებული ხარჯები. ასეთ შემთხვევაში მოწმეს გამოიძახებს სასამართლო მას შემდეგ, რაც მხარე შეასრულებს აღნიშნული ხარჯების გადახდის მოვალეობა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ას-259-259-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2020
ანალოგიურ წესს ითვალისწინებს რუსეთის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 146-ე მუხლი და მოპასუხეს ეძლევა უფლება, მოითხოვოს მოსარჩელისგან სარჩელის უზრუნველყოფით მიყენებული ზიანის ანაზღაურება თუ სარჩელი…
- საქმე №ას-395-735-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.11.2005
…ორგანიზაციის ადმინისტრაციას. ამავე კოდექსის 143-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციას ეკისრება მუშათა და მოსამსახურეთა ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და სხვა წესების შესახებ. ამავე კოდექსის 146-ე მუხლის თანახმად, შრომის მავნე პირობებიან სამუშაოებზე მუშებსა და მოსამსახურეებს დადგენილი ნორმებით უფასოდ ეძლევათ სპეციალური ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებანი.
- საქმე №3გ/ად-9-ა-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.03.2002
…ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერებას. უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ნასყიდობის აღნიშნული ხელშეკრულება. სასამართლომ იხელმძღვანელა არა ზემოთ მითითებული წერილით, არამედ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 97-ე, 157-ე, 146-ე მუხლებით, სიღნაღის რაიონის სოფ.... 1984 წლის 24 იანვრის საკოლმეურნეო წესდების მე-11, მე-13 მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და მიიჩნია,…
- საქმე №3კ/839-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.12.2001
სამსახური სსსკ-ის 146-ე მუხლის თანახმად უფლებამოსილი იყო გაენაწილებინა მის განმგებლობაში არსებული საბინაო ფონდი და გამოეთხოვა იგი უკანონო მფლობელობიდან.
- საქმე №3გ/ად-41-კს-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.12.2001
…აღძვრის უფლების სამწლიან ხანდაზმულობას. ამასთანავე, 1964 წ. საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსმა დაუშვა რა ვინდიკაციური სარჩელი, ფაქტობრივად, გააუქმა ამ საკითხზე მანამდე არსებული ყველა ნორმატიული თუ არანორმატიული აქტი. კოდექსის 146-ე მუხლის თანახმად მესაკუთრეს მიეცა თავისი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის უფლება, დადგინდა კეთილსინდისიერი შემძენისაგან ქონების გამოთხოვის პირობები.
- საქმე №3გ/ად-135-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.11.2001
- საქმე №3გ/ად-20-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.06.2001
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება