1. ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება აქვთ:
ა) მხარეთა მეუღლეებს;
ბ) ახლო ნათესავებს − შვილებს, მინდობით აღსაზრდელებს, შვილიშვილებს, დებს, ძმებს, მშობლებს, მშვილებლებს, მეურვეებს, მზრუნველებს, პაპებს, ბებიებს;
გ) პირებს, რომლებიც თავიანთი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ვალდებულნი არიან დაიცვან საიდუმლოება, თუ ისინი განთავისუფლებულნი არ არიან ამ მოვალეობისაგან.
2. ჩვენების მიცემაზე უარის თქმა დასაშვებია, თუ ჩვენების მიცემა გამოიწვევს მოწმის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას, ან მიაყენებს მათ ქონებრივ ზიანს.
საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი № 1349 - სსმ I, №19, 28.04.2005წ., მუხ.121
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის
კანონი
№753
- ვებგვერდი, 24.05.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.05.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 04.05.2017 კანონი №753
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (21.04.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 142. ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება 1. ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება აქვთ: ა) მხარეთა მეუღლეებს; ბ) ახლო ნათესავებს –− შვილებს, შვილიშვილებს,მინდობით ძმებს,აღსაზრდელებს, შვილიშვილებს, დებს, ძმებს, მშობლებს, მშვილებლებს, შვილობილებს,მეურვეებს, მზრუნველებს, მეურვეებს,პაპებს, ბებიებს,ბებიებს; პაპებს; გ) პირებს, რომლებიც თავიანთი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ვალდებულნი არიან დაიცვან საიდუმლოება, თუ ისინი განთავისუფლებულნი არ არიან ამ მოვალეობისაგან. 2. ჩვენების მიცემაზე უარის თქმა დასაშვებია, თუ ჩვენების მიცემა გამოიწვევს მოწმის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას, ან მიაყენებს მათ ქონებრივ ზიანს. საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი № 1349 - სსმ I, №19, 28.04.2005წ., მუხ.121
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(12)
- საქმე №ას-638-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2025
…ჰქონდა ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება, რის გამოც მოწმედ არ უნდა დაკითხულიყო. მოწმე გ.ბ–ძის მხრიდან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის სასამართლოს მიერ გაზიარება იყო უკანონო და ეფუძნებოდა კანონმდებლობის მნიშვნელოვან დარღვევას. სსსკ-ის 142-ე მუხლის თანახმად, ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება აქვთ მხარეთა მეუღლეებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „ჩვენების მიცემაზე უარის თქმა…
- საქმე №ას-1191-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2019
შესაბამისად, ეს დოკუმენტი კრედიტორს აძლევს უფლებას მოსთხოვოს მოვალეს ვალდებულების შესრულება სსსკ-ის 142.1 მუხლით განსაზღვრულ 10 წლიან ვადაში. 39. ამდენად სახეზეა სსკ-ის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები და გამოყენებულ უნდა იქნეს 10 წელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.
- საქმე №ას-44-40-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.02.2017
ამ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა სსრ-ის საბინაო კოდექსის 142-ე და 154-ე მუხლებით რეგულირებული ქირავნობის ინსტიტუტი, რომლის წინააღმდეგაც კასატორს დასაშვები შედავება არ წარმოუდგენია.
- საქმე №ბს-833-825(კს-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2016
კანონმდებლობა ხანდაზმულობის ვადას აწესებს ასევე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებულ უფლებაზეც, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 142-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.
- საქმე №ას-763-722-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.09.2015
მიუხედავად მხარესთან ახლო ურთიერთობისა მოწმე ვალდებულია სასამართლოს მისცეს ობიექტური ფაქტების ამსახველი განმარტება, ან საერთოდ უარი თქვას ჩვენების მიცემაზე ( სსსკ-ის 142-ე მუხლი). იგი ვალდებულია ასევე დაასაბუთოს ჩვენებაზე უარის თქმა, რაზეც საბოლოოდ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო ( სსსკ-ის 144-ე მუხლი).
- საქმე №ას-872-830-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.10.2014
- საქმე №ას-1405-1420-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2011
- საქმე №ბს-538-518(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.03.2011
- საქმე №ბს-55-55(კს-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.03.2008
- საქმე №3/ად-204-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2001
- საქმე №010310017002167016 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 27.12.2019
- საქმე №120210118002245596 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 08.05.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება