1. მხარეს უფლება აქვს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების სტადიაზე განაცხადოს, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია. ასეთი განცხადება მას შეუძლია გააკეთოს აგრეთვე საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროსაც, თუ ეს საბუთი წარდგენილ იქნა ამ სასამართლო სხდომაზე, ან ადრე წარდგენილი საბუთის სიყალბე მისთვის ცნობილი გახდა სასამართლო სხდომაზე.
2. მტკიცებულების წარმდგენ მხარეს შეუძლია სთხოვოს სასამართლოს მტკიცებულებებიდან სადავო საბუთის ამორიცხვა და საქმის გადაწყვეტა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე. ასეთი თხოვნის არარსებობის შემთხვევაში სასამართლო შეამოწმებს საბუთის ნამდვილობას, რისთვისაც შეუძლია დანიშნოს ექსპერტიზა, მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა ან გამოითხოვოს სხვა მტკიცებულებები.
3. თუ სასამართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია, მას მტკიცებულებიდან გამორიცხავს.
4. წარდგენილ წერილობით მტკიცებულებათა ნამდვილობის შემოწმება შეიძლება სასამართლოს ინიციატივით.
5. თუ დადასტურებულია წარდგენილი საბუთის სიყალბე, სასამართლო გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას და ამ დოკუმენტს მისი სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულებებით გადასცემს საგამოძიებო ორგანოებს.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (23.06.2006 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 137. განცხადება საბუთის სიყალბის შესახებ 1. მხარეს უფლება აქვს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების სტადიაზე განაცხადოს, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია. ასეთი განცხადება მას შეუძლია გააკეთოს აგრეთვე საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროსაც, თუ ეს საბუთი წარდგენილ იქნა ამ სასამართლო სხდომაზე, ან ადრე წარდგენილი საბუთის სიყალბე მისთვის ცნობილი გახდა სასამართლო სხდომაზე. 2. მხარე,მტკიცებულების რომლისწარმდგენ მიერაცმხარეს იყო წარდგენილი ასეთი საბუთი, ან რომლის შუამდგომლობითაც სასამართლომ იგი გამოითხოვა, ვალდებულია დაამტკიცოს ამ საბუთის ნამდვილობა. მას შეუძლია აგრეთვე სთხოვოს სასამართლოს მტკიცებულებიდანმტკიცებულებებიდან სადავო საბუთის გამორიცხვაამორიცხვა და საქმის გადაწყვეტა საქმეში არსებულარსებული სხვა მტკიცებულებათამტკიცებულებების საფუძველზე. სასამართლოასეთი გამორიცხავსთხოვნის ამარარსებობის საბუთსშემთხვევაში მტკიცებულებიდან იმ პირობით, თუ მეორე მხარე არ არის ამის წინააღმდეგი. თუკი მეორე მხარე წინააღმდეგია, სასამართლო შეამოწმებს საბუთის ნამდვილობას, რისთვისაც დანიშნავსშეუძლია ექსპერტიზასდანიშნოს ექსპერტიზა, მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა ან გამოითხოვსგამოითხოვოს სხვა მტკიცებულებებს.მტკიცებულებები. 3. თუ სასამართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია, მას მტკიცებულებიდან გამორიცხავს. 4. წარდგენილ წერილობით მტკიცებულებათა ნამდვილობის შემოწმება შეიძლება სასამართლოს ინიციატივით. 5. თუ დადასტურებულია წარდგენილი საბუთის სიყალბე, სასამართლო გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას და ამ დოკუმენტს მისი სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულებებით გადასცემს საგამოძიებო ორგანოებს. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(138)
- საქმე №ას-581-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.07.2025
ამასთან იგი უთითებდა საწარმოს ცნობის სიყალბის თაობაზე, რომელიც არ დასტურდებოდა კანონით დადგენილი წესით ( საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლი). 5.4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განცხადება, რომ მოსარჩელემ შეიძინა მიწის ნაკვეთი, თავისთავად გულისხმობდა ფაქტის გავრცელებას და იგი ვერ მიიჩნეოდა მოსაზრებად.
- საქმე №ას-1549-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2025
რაც შეეხება კასტორის პრეტენზიას, რომ დოკუმენტის ტექქსტი მოპასუხის მიერ არ არის შესრულებული და დადასტურებულია, სასამართლო მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილზე რომლის თანახმად, მხარეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების სტადიაზე განაცხადოს, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია.
- საქმე №ას-124-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2025
პალატის განსჯით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137.1 მუხლით გათვალისწინებული მხარის შესაძლებლობა, სასამართლო განხილვისათვის მომზადების სტადიაზე განაცხადოს, რომ წარდგენილი…
- საქმე №ას-1197-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.01.2025
ამასთან, თუ მხარე სადავოდ ხდის მტკიცებულებას, სსსკ-ის 137-ე მუხლის საფუძველზე მხარე აღჭურვილია უფლებით, დააყენოს შუამდგომლობა და მოითხოვოს კონკრეტული მტკიცებულების შემოწმება, რომლის გადამოწმების შედეგადაც თუკი დადგინდება, რომ საბუთი ყალბია, ასეთ მტკიცებულებას სასამართლო არ დაეყრდნობა და ამორიცხავს.
- საქმე №ას-376-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2024
კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 137-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, მხარეს უფლება აქვს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისთვის მომზადების სტადიაზე განაცხადოს, რო9მ წარდგენილი საბუთი ყალბია.
- საქმე №ას-981-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.02.2024
- საქმე №ას-1160-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.01.2024
- საქმე №ას-28-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.12.2023
- საქმე №ას-413-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2023
- საქმე №ა-5832-შ-148-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2023
- საქმე №ბს-750(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.11.2023
- საქმე №ბს-751(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2023
- საქმე №ას-802-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.07.2023
- საქმე №ას-71-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2023
- საქმე №ას-802-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2023
- საქმე №ას-1180-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.05.2023
- საქმე №ას-1175-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2023
- საქმე №ას-705-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2022
- საქმე №ას-249-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2022
- საქმე №ას-900-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2022
- საქმე №ბს-1306(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2021
- საქმე №ას-605-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.04.2021
- საქმე №ას-88-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2020
- საქმე №ას-113-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2020
- საქმე №ას-1192-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.06.2020
- საქმე №ბს-153(კს-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2020
- საქმე №ას-381-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2019
- საქმე №ას-273-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2019
- საქმე №ბს-1475(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.05.2019
- საქმე №ას-1867-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.03.2019
- საქმე №ას-1164-1084-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2019
- საქმე №ას-481-481-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.02.2019
- საქმე №ას-126-126-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.01.2019
- საქმე №ას-1224-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2018
- საქმე №ბს-708-708(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.12.2018
- საქმე №ას-236-236-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.08.2018
- საქმე №ას-1003-924-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2017
- საქმე №ას-189-178-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.06.2017
- საქმე №ას-455-427-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2017
- საქმე №ას-715-685-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2017
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 138-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება