1. მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ.
2. მოწმე შეიძლება გამოცხადდეს სასამართლოში დაინტერესებული მხარის მეშვეობით.
3. მხარე, რომელიც შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე ამა თუ იმ პირის მოწმედ დაშვებისა და დაკითხვის, აგრეთვე მისი სასამართლოს მეშვეობით გამოძახების შესახებ, ვალდებულია მიუთითოს მისი სახელი, გვარი და საცხოვრებელი ადგილი, აგრეთვე ის, თუ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოების დადასტურება შეუძლია მოწმეს.
4. სასამართლოს შეუძლია უარი თქვას გამოძახებული მოწმის დაკითხვაზე ან არ გამოიძახოს იგი, თუ ცნობს, რომ გარემოებებს, რომელთა დასადასტურებლადაც იძახებენ მოწმეს, არა აქვთ რაიმე მნიშვნელობა საქმის არსებითად გადაწყვეტისათვი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(243)
- საქმე №ბს-773(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2026
რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ნოემბრის განჩინებას, რომლითაც მოსარჩელის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, მოწმის ჩვენება მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო ამავე კოდექსის 140-ე მუხლის მე 4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უარი თქვას გამოძახებული მოწმის დაკითხვაზე ან არ გამოიძახოს იგი, თუ ცნობს, რომ გარემოებებს, რომელთა დასადასტურებლადაც იძახებენ მოწმეს, არ აქვთ რაიმე მნიშვნელობა საქმის არსებითად გადაწყვეტისთვის.
- საქმე №ას-263-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2026
სადავო არ არის, რომ მეორე მოპასუხე წარმოადგენს პროცესის მხარეს და არა მოწმეს, რის გამოც მისი განცხადება ვერ გაუთანაბრდება მოწმის ჩვენებას და ვერ მოიპოვებს იმ დამოუკიდებელ და ობიექტურ მტკიცებით ღირებულებას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტის დასადგენად ( სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 140-ე მუხლის პირველი ნაწილი). ამასთან, მესამე პირის მეშვეობით გადმოცემული და სასამართლოში უშუალოდ დაუდასტურებელი განმარტება ვერ უზრუნველყოფს სადავო გარემოების დადასტურებას სათანადო მტკიცებითი სტანდარტით.
- საქმე №ბს-1130(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2026
…მოსარჩელის მოთხოვნა მოწმის - ა. ტ-ას დაკითხვის თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად მოწმის ჩვენება მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 140-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სასამართლოს შეუძლია უარი თქვას გამოძახებული მოწმის დაკითხვაზე ან არ გამოიძახოს იგი, თუ ცნობს, რომ გარემოებებს, რომელთა დასადასტურებლადაც იძახებენ მოწმეს, არ აქვთ რაიმე მნიშვნელობა საქმის არსებითად გადაწყვეტისთვის.
- საქმე №ას-558-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2026
სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 127-ე, 140-ე, 148-ე და 150-ე მუხლების შესაბამისად შეაფასა ხსენებული მტკიცებულებები და დაასკვნა, რომ შპს „ჰ–ის“ ცნობიდან, ირკვეოდა, რომ გ.ხ–ის დაკრძალვის შესახებ შპს „ჰ–ს“ მიმართა მოპასუხის ნათესავმა - ი.ბ–მა, რაც არ წარმოადგენდა სადავო გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებას.
- საქმე №ას-1118-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2026
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 140-ე მუხლების ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ მოწმის ჩვენების მიღებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულების იურიდიულ ბუნებას ახლავს, მათ შორისაა მოწმის, როგორც სუბიექტის, დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ.
- საქმე №ას-865-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2025
- საქმე №ას-1376-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2025
- საქმე №ას-482-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
- საქმე №ას-410-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2025
- საქმე №ბს-91(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2025
- საქმე №ას-427-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2025
- საქმე №ბს-102(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2025
- საქმე №ას-638-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2025
- საქმე №ას-1367-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.04.2025
- საქმე №ას-604-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2025
- საქმე №ბს-534(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
- საქმე №ას-1142-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2025
- საქმე №ას-1457-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2025
- საქმე №ას-1286-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2024
- საქმე №ას-1014-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2024
- საქმე №ას-199-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2024
- საქმე №ას-417-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.11.2024
- საქმე №ას-777-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2024
- საქმე №ას-1495-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2024
- საქმე №ას-1534-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.09.2024
- საქმე №ას-1613-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2024
- საქმე №ას-1094-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2024
- საქმე №ას-1081-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2024
- საქმე №ას-9-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2024
- საქმე №ას-892-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2024
- საქმე №ას-618-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2024
- საქმე №ას-899-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2024
- საქმე №ბს-817(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2024
- საქმე №ას-1392-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.01.2024
- საქმე №ას-1284-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2023
- საქმე №ას-881-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2023
- საქმე №ას-667-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.11.2023
- საქმე №ას-928-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.11.2023
- საქმე №ას-1032-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2023
- საქმე №ას-359-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2023
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 243-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება